logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ოლეგ ბასილაშვილი: საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, მესამე სამშობლოდ კი უკრაინას ვთვლი
ოლეგ ბასილაშვილი: საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, მესამე სამშობლოდ კი უკრაინას ვთვლი
10:37 30.01.2015
პოპულარული უკრაინული გამოცემის „ბულვარ გორდონას“ კორესპონდენტი, კიევში სტუმრად მყოფ გამოჩენილ რუს მსახიობს, წარმოშობით ქართველ ოლეგ ბასილაშვილს ესაუბრება, რომელიც უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, რუსეთ-უკრაინის ურთიერთდამოკიდებულებაზე, საქართველოს როლზე მის ცხოვრებაში და სხვა საკითხებზე თავის პოზიციას გამოხატავს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„არ დაიჯეროთ, რომ თითქოსდა რუსებს უკრაინელები სძულთ, ეს ჭორებია. ის რაც დღეს ხდება, ძალიან დიდი ტრაგედიაა... დიახ, ვლადიმერ პუტინი რუსეთის მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. აი, თქვენ ეთნიკური ქართველი ქალბატონი ბრძანდებით და უკრაინის მოქალაქე ხართ. მეც მამით ქართველი ვარ, დედა კი რუსი მყავს, დავიბადე მოსკოვში, მაგრამ რამდენიმე წელი თბილისში გავატარე... საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, მე ჩემი ცხოვრება მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ყოველწლიურად საქართველო ჩემთვის სულ უფრო და უფრო ახლობელი ხდება. ჩემს მესამე სამშობლოდ უკრაინას ვთვლი. უკრაინა ჩემთვის ახლოა დიდი პოეტებითა და მწერლებით: ლესია უკრაინკით, ტარას შევჩენკოთი, ნიკოლაი გოგოლით, მიხეილ ბულგაკოვით და სხვებით. იმედი მაქვს, ნეგატივი წარსულს ჩაბარდება. ვიმეორებ: რუს ხალხში უკრაინელების მიმართ არავიტარი სიძულვილი არ არის...
ჩვენი ხალხები, რასაკვირველია, გარკვეულწილად ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, მაგრამ ბევრი რამით ერთნაირები არიან: თითქმის ერთი ენა გვაქვს, თარჯიმანი არ გვჭირდება, ერთნაირი კულტურა, ტრადიციები, ერთი ღმერთი გვყავს... აი, მაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და არა იმაზე, რომ რატომაა გაყოფილი ორად უკრაინის ეკლესია... კიევი ხომ ყველა რუსული ქალაქის დედად ითვლება. ბოლოს და ბოლოს, რუსული ქალაქი იაროსლავლი ხომ კიევის დიდმა მთავარმა იაროსლავ ბრძენმა დაარსა! ჩვენ ისე ვართ ერთმანეთში გადაჯაჭვული, რომ ჩვენი დაშორება და ნაპრალის გაჩენა ორივეს უბედურებას მოგვიტანს.
- მაგრამ ეს ნაპრალი უკვე გაჩენილია, ნუთუ ამას რუსეთში ვერ გრძნობთ?
- მოიცათ, რატომ გავიწყდებათ, რომ რუსები და უკრაინელები ერთად იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ? ერთად იცავდნენ კიევს და ერთად გაათავისუფლეს ბერლინი ფაშისტებისაგან? მამაჩემი, ქართველი კაცი, დნეპრის ფორსირების დროს უკრაინელების მხარდამხარ იბრძოდა... დიახ, მე ვგრძნობ ნაპრალს, ურთიერთნდობის შესუსტებას, მტრობას, მაგრამ ეს კულტურის მუშაკებს არ გამოუწვევიათ. ეს გამოიწვია ორივე მხრიდან - კიევიდან და მოსკოვიდან წამოსულმა მწვავე საინფორმაციო პროპაგანდამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა