logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ანდრეი ილარიონოვი: ნატო დღეს მყიფე და უსუსური ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთს ხელს ვერ შეუშლის
ანდრეი ილარიონოვი: ნატო დღეს მყიფე და უსუსური ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთს ხელს ვერ შეუშლის
13:44 25.12.2014
ანდრეი ილარიონოვი, რომელიც ადრე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ეკონომიკურ მრჩევლად მუშაობდა და რომელიც მოგვიანებით თავისი ყოფილი შეფის ერთ-ერთ ყველაზე თანმიმდევრულ და შეურიგებელ ოპოზიციონერად იქცა, ახლა აშშ-ში, კატონის ინსტიტუტში მუშაობს და მეტ დროს ვაშინგტონში ატარებს. გაზეთ „სობესედნიკის“ ჟურნალისტმა დიმიტრი ბიკოვმა მას მოსკოვში ყოფნისას, ვლადიმერ პუტინის პრეს-კონფერენციის შემდეგ, ინტერვიუ ჩამოართვა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი” გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
„მე ვფიქრობ, რომ რუსული რუბლის მერყევი მდგომარეობა დროებითია, დოლარისა და ევროს სიმტკიცეც ასევე გადაჭარბებულია. რუსეთის ეკონომიკაში სიტუაცია არც ისე ცუდია: ნავთობისა და გაზის ალტერნატივა 30-40 წლის განმავლობაში არ იქნება. დღეს ფასმა შეიძლება 20 დოლარამდეც დაიწიოს, მაგრამ მალე ისევ მოიმატებს, სანქციებს კი, ალბათ, მარტში გააუქმებენ.
საერთოდ, ვლადიმერ პუტინს რუსეთის ეკონომიკა ნაკლებად ადარდებს: მოსახლეობა მეტ-ნაკლებად გამოკვებილი ჰყავს, რესურსები აქვს, ე.წ. „რეგულირების ბალიში“ ფულით სავსეა... ახლა მას მხრებზე აწევს „დიდი ისტორიული მისია“, რომელსაც რუსული სამყაროს გაერთიანება ჰქვია. თავისი არსით ეს თითქმის რუსეთის იმპერიის აღდგენას ნიშნავს 1913 წლის საზღვრებში. მან დასავლეთს მსოფლიოს ახალი გადანაწილების გეგმა წარუდგინა: „ჩვენ თქვენს საქმეებში არ ვერევით და თქვენც ნუ ეჩრებით ჩვენს საქმეებში“.
- და ვინმე თუ ეთანხმება ამ გეგმას?
- ჩემი აზრით, ბარაკ ობამა თანხმობისაკენ იხრება... ევროპაში კი ყველა თანახმა არ არის, მაგალითად, ანგელა მერკელი. ადრე პირიქით იყო - აშშ-ის პრეზიდენტი წინააღმდეგ გამოდიოდა, ანგელა მერკელს კი კომპრომისების იმედი ჰქონდა, მაგრამ „დიდი ოცეულის“ ავსტრალიის სამიტის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. გერმანიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინთან ექვსი საათი ისაუბრა და მერე თქვა, რომ „იგი გამოუსწორებელიაო“, შემდეგ კი ბუნდესტაგში უპრეცედენტოდ მკვეთრი სიტყვით გამოვიდა. რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინიც არ თვლემს და ორგანიზება გაუკეთა 60 გერმანელი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის მიმართვას დევიზით „ანგელა მერკელი რეალობას ვერ გრძნობსო“. თავის მხრივ, ანგელა მერკელმა 100 პოლიტიკოსის მიმართვა მოამზადა...
- და როგორია რუსული ექსპანსიის გეგმები?
- მე მრავალჯერ მისაუბრია ამ გეგმების თაობაზე, მათ შორის ევროკავშირის წინაშეც. ამჟამად ავრალური წესით შენდება ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზა და როგორც კი უღელტეხილებზე თოვლი დადნება, ამ გზით საქართველოს საზღვრისკენ რუსეთი ტექნიკას მიიტანს. ფაქტიურად, მოხდება საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილის ანექსია, სომხეთთან დაკავშირების მიზნით. სომხეთისაკენ მიმავალი დერეფანი ჩვენთვის აუცილებელია, რათა მთიანი ყარაბაღის მეშვეობით აზერბაიჯანზე ზეწოლა მოვახდინოთ. აზერბაიჯანის ყველა ენერგეტიკული არტერიები რუსეთის კონტროლქვეშ მოექცევა. ვფიქრობ, აგრესიის კიდევ ერთი მიმართულება ბალტიისპირეთი იქნება... ნატო ვერაფერს გააკეთებს. ეს დაადასტურა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების რეგულარულმა ფრენებმა, ნატო კი უსუსური აღმოჩნდა ხელი შეეშალა მათთვის. დღეს ნატო მყიფე ორგანიზაციაა და მას მსოფლიო მოვლენებზე ნაკლები გავლენა აქვს. ვლადიმერ პუტინს, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოზე ბატონობა არ სურს - რუსეთს ჰიტლერულ გერმანიაზე ნაკლები რესურსები აქვს [ჰიტლერზე ხომ მთელი ევროპის მრეწველობა მუშაობდა].
- ხედავთ ვლადიმერ პუტინის შემაკავებელ გზებს, გარდა ჰიპოთეტური სამხედრო დამარცხებისა?
- მე პუტინის სამხედრო დამარცხებასაც კი გამოვრიცხავ, რადგან ვერ ვხედავ ისეთ ძალას, რომელიც რუსეთს წინააღმდეგობას გაუწევს... საქართველო ივანიშვილის ხელმძღვანელობით? ბალტიისპირეთი? ევროპაში ომი არავის უნდა... უკრაინა ფაქტიურად, ჩაბარებულია. რუსეთის შიდა წინააღმდეგობა? ზღაპარია. ვლადიმერ პუტინის მიერ ჩამოყალიბებულ სისტემაში სისუსტე არ ჩანს. მისი ჯანმრთელობაც და ფიზიკური მდგომარეობაც კაჟივითაა. გულუბრყვილოა ის, ვინ მის ავადმყოფობაზე ფიქრობს. იგი მშვენიერ ფორმაშია, იკვებება მწვანილით, კაკლით და თაფლით, არ სვამს, არ ეწევა და რაც მთავარია, თავის მისიაში ერთი წამითაც ეჭვი არ ეპარება. რაც შეეხება თითქოსდა ელიტაში არსებულ განხეთქილებას, ასეთი ლაპარაკი საერთოდ არასერიოზულია: რაც არ უნდა განხეთქილება იყოს, დღეს რუსეთში არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც მას შეეწინაღმდეგება ან შეთქმულება მოუწყოს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა