logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ნანა დევდარიანი: საქართველოს ხელისუფლება „გაცილებით უფრო მაღალი ლეგიტიმურობის სტრუქტურების“ ხელის შემყურეა!
ნანა დევდარიანი: საქართველოს ხელისუფლება „გაცილებით უფრო მაღალი ლეგიტიმურობის სტრუქტურების“ ხელის შემყურეა!
10:35 10.12.2014
მაინც რა საოცარი რამ არის ქართული პოლიტიკა! აქ ბევრს კამათობენ იმაზე, ვინ ვის რა აკადრა, ან ვინ რა იკადრა, ან ეს კადრები ვინ გაკრიფა და ახლები ვინ მოიყვანა. ხმის ჩახლეჩამდე ყვირიან ტელეეთერებში საკითხებზე, რომელთა უმეტესობა ქვეყანასა და ხალხზე არანაირად არ აისახება, სამაგიეროდ ჯიუტად დუმან ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე.

შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოს მთავრობისთვის ნინო ბურჯანაძის წინადადებაც იკმარებს; ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ეს სკანდალის თუ არა (თუ მაინცდამაინც სკანდალებს ეძებს ჩვენი მედია და ასეც არის!), უაღრესად სერიოზული მსჯელობის საგანი მაინც გახდებოდა. ჩვენთან – არა. აქ ის უფრო მნიშვნელოვანია, რა ეჭირა ხელში ზაქარია ქუცნაშვილს, როცა პრეზიდენტ მარგველაშვილთან მივიდა. იმავე დღეს, როცა რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთში ვიზიტისას გაზსადენ „სამხრეთის ნაკადის“ მშენებლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა და თურქეთთან გაზის ტრანზიტის შეთანხმებას მოაწერა ხელი, ბურჯანაძემ საკუთარი ინიციატივა გაახმიანა.

მოკლე მიმართვაში ნათქვამია:

„განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, თუ როგორ იცავენ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს გაბედული ლიდერები. თურქეთმაც კი, რომელიც არის ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ყველას აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესები გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე რომელიმე ორგანიზაციის, ან სახელმწიფოთა ჯგუფის ინტერესები.
მივმართავ მთავრობას: გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი და შესთავაზოს რუსეთს და თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა!

ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, მათ შორის ევროპაშიც. მოიტანს სერიოზულ პოზიტიურ ეკონომიკურ ძვრებს და, რაც მთავარია, გაამყარებს ქვეყნის სტაბილურობას.

ეს პროექტი, ქვეყნის ჭკვიანი მმართველის პირობებში, გახდება ჩვენი სამშობლოს უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოგვარების სერიოზული შესაძლებლობა.

ჩვენ ჩვენი პრობლემები უნდა მოვაგვაროთ და არ უნდა შევწიროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები ორ სუპერსახელმწიფოს შორის გავლენის სფეროებისათვის ბრძოლას.

ყველა ის პოლიტიკოსი, ვისაც ესმის პოლიტიკა და არ არსრულებს დაკვეთას გარედან, მიხვდება, რომ ეს ინიციატივა ემსახურება მხოლოდ ქართული ინტერესების უზრუნველყოფას“.

ბურჯანაძის წინადადება ერთდროულად მარტივი და ყველასთვის თანაბრად ხელსაყრელია. გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გატარება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გარანტიის შემცველია უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვიდრე ნატოში გაწევრიანების უშედეგო განცხადებები. მიწისზედა გაზსადენის მშენებლობა გაცილებით იაფია წყალქვეშაზე. საქართველოში არსებობს ინფრასტრუქტურა, რომლის გამოყენებითაც გაზსადენის მშენებლობა მოხერხდება, ჭკვიანური მოლაპარაკების შემთხვევაში, საქართველო შეძლებს ხარისხიანი აირის მიღებას. ტრანზიტის შემთხვევაში მის გარკვეულ რაოდენობას საქართველო მოიხმარს. დამატებით სამუშაო ადგილებზე ნუღარ ვილაპარაკებთ, ეს ისედაც ცხადია. დაბოლოს: ქვეყანა, პირველად ბაქო–ჯეიჰანის პროექტის განხორციელების შემდეგ სტრატეგიულ დატვირთვას შეიძენს რეგიონში.

თურქეთი, რომელიც ბოლო 50 წელია, ევროკავშირის ღია კართან დგას, მაგრამ შიგნით არ უშვებენ (ჩვენი და ნატოსი არ იყოს), ახლა ევროპისთვის გაზის მიმწოდებელი ხდება და ვინ ვის შეეხვეწება, ეს კიდევ საკითხავია. უკრაინა ტრანზიტის ფუნქციას კარგავს. ბულგარეთი, რომელიც ევროკავშირის მითითებით მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ამ გაზსადენის მშენებლობას, გონს ახლა მოეგო და დაჟინებით მოითხოვს მშენებლობის გაგრძელებას. ხუმრობა ხომ არ არის წელიწადში 750 მილიონი დოლარის შემოსავლის დაკარგვა! თუმცა, როგორც ჩანს, ბულგარელი პოლიტიკოსები ჩვენებს ძალიან გვანან და ამ საკითხის მოსაგვარებლად რუსეთს ან თურქეთს კი არ ელაპარაკებიან, ბრიუსელში მიდიან!

ბურჯანაძის ინიციატივას ნებისმიერ სახელმწიფოში აიტაცებდნენ, თუ ის სახელმწიფო ჩვენს ადგილზე და ჩვენს მდგომარეობაში იქნებოდა. ჩვენი მთავრობა ამ საკითხზე დუმს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, გია ვოლსკის განცხადება კი პირდაპირ იმის აღიარებაა, რომ საქართველო საკუთარ ბედს ვერცერთ საკითხში ვერ წყვეტს: „საერთოდ ნებისმიერი ეკონომიკური, მითუმეტეს მასშტაბური პროექტის განხორციელებაზე, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, სფეროს ანალიზია, მოპოვებისა და ტრანზიტის სფეროში როგორ პოლიტიკას ატარებს მსოფლიო, ევროკავშირი, აშშ, მათ შორის, რუსეთი და მისი მიზანშეწონილების თაობაზე პროფესიონალური შეფასების გაკეთება სრული ანალიზის საფუძველზე შეიძლება. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონიუნქტურის გაანალიზებაც. თუ საქართველო, როგორც ქალბატონი ნინო ამბობს, ამ საკითხს დააყენებს, უნდა აღინიშნოს, რომ მისი მხარდაჭერით ან წინააღმდეგობით ასეთი თემები არ წყდება. ასეთი საკითხები სულ სხვა დონეზე განიხილება და წარმოადგენს გაცილებით უფრო მაღალი ლეგიტიმურობის სტრუქტურების პოლიტიკის თემას, ვიდრე ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და თუნდაც მთავრობის გადაწყვეტილება“.

როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს მიაჩნია, რომ თავად კი არ არის ხელისუფალი, არამედ „გაცილებით უფრო მაღალი ლეგიტიმურობის სტრუქტურები“ სადღაც ქვეყნის გარეთ, იქ პოლიტიკაზე ლაპარაკი დასრულებულია. საუბარი დასრულებულია აგრეთვე სახელმწიფოებრიობაზეც, სუვერენიტეტზეც და თავმოყვარეობაზეც.

„საქართველოს მთავრობავ! ბურჯანაძის ინიციატივაზე თქვენც თუ ვოლსკის „სიბრძნეს“ იზიარებთ, დროულად გვაცნობეთ!“ - აცხადებს ნანა დევდარიანი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა