logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
  ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან - რუსეთთან დადებული ხელშეკრულებით, აფხაზეთმა უსაფრთხოების გარანტიები მიიღო
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან - რუსეთთან დადებული ხელშეკრულებით, აფხაზეთმა უსაფრთხოების გარანტიები მიიღო
13:05 30.11.2014
რუსეთის ტელეკომპანია „როსსია-24“-ის პროგრამაში - „შაბათს სერგეი ბრილევთან ერთად“, ამ რამდენიმე დღის წინ, სოჭში გაფორმებული რუსეთ-აფხაზეთის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შესახებ,რომელსაც ხელი პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ მოაწერეს, ვრცელი ვიდეოსიუჟეტი გადაიცა.

სიუჟეტის დასაწყისში პროგრამის წამყვანი სერგეი ბრილევი საუბრობს იმაზე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ხელშეკრულებას აფხაზეთის პერსპექტიული განვითარებისათვის, ასახელებს თანხებს, რომელიც აფხაზეთს რუსეთის ბიუჯეტიდან უნდა გამოეყოს მომავალი სამი წლის განმავლობაში და ა.შ.

ვიდეოკადრებს ბზიფის ხეობაში, რიწის ტბაზე გადავყავართ, რომლის ნაპირზე რუსი ჟურნალისტი და აფხაზი პრეზიდენტი საუბრობენ.

„გაგრის ქედის მთები ცნობილი რიწის ტბის წყალში აირეკლება. აქ არის ასევე ცნობილი იოსებ სტალინის აგარაკიც... ამ ადგილების ბუნებრივი სილამაზე განუმეორებელი და დამატყვევებელია. იყო დრო, როცა რიწის ტბა სრულიად საკავშირო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ცენტრს წარმოადგენდა. ახლა ამ ყველაფერს აღდგენა ესაჭიროება“, - ამბობს ჟურნალისტი და ყურადღებას ამახვილებს ბზიფის ხეობაში მიმდინარე რუსულ-აფხაზურ წვრთნებზე, რომელიც მის იქ ყოფნას დაემთხვა: „ერთი შეხედვით, აფხაზ და რუს მაშველებს ერთმანეთისაგან ვერც გაარჩევ. აფხაზეთის არაკეთილმსურველები ამბობენ, რომ რუსეთმა აფხაზეთი სულ დაიმორჩილაო, მაგრამ მე თვითონ ვხედავ, ეს ასე არ არის: წრთვნებს აფხაზი ხელმღვანელობს.

- ბატონო რაულ, გასაგებია, რომ ეს ქვედანაყოფები საგანგებო სიტუაციების სამინისტროებს მიეკუთვნება, ისინი გასამხედროებულ რეჟიმში არიან, მაგრამ სამხედრო მოსამსახურეები მაინც არ არიან. როგორი იქნება ხელშეკრულების მიხედვით კოლექტიური შეიარაღებული ძალები?

- აფხაზეთის შეიარაღებული ძალები იმ დონემდე უნდა იქნას მიყვანილი, რომ ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყონ. რუსეთი ძლიერი სახელმწიფოა. მართალია, რუსული არმიის ნაწილები, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან, ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ვეცადოთ.

- აფხაზეთი მცირე სახელმწიფოა, რუსეთი კი დიდი. ხელშეკრულებით აფხაზური არმია რუსეთის არმიას დაექვემდებარება?

- არავითარ შემთხვევაში

- მაშ როგორ იქნება?
- ჩამოყალიბდებიან გარკვეული გაერთიანებული ქვედანაყოფები, რომლებიც შესაბამის ამოცანებს შეასრულებენ... აფხაზეთის კონსტიტუციით, უმაღლესი მთავარსარდალი აფხაზეთის პრეზიდენტია, შესაბამისად, პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე რუსეთი ვერანაირ სამხედრო ღონისძიებას ვერ ჩაატარებს...

- გადავიდეთ იმ ეკონომიკურ უპირატესობებზე, რომელიც ახალი ხელშეკრულება აფხაზეთს აძლევს... მე აფხაზეთში ბოლოს რამდენიმე წლის წინათ ვიყავი. დღეს განსხვავებას ვხედავ - გაგრიდან დაწყებული, ბიჭვინთის გავლით, ეკონომიკური გამოცოცხლება უკვე იგრძნობა... რას მოხმარდება რუსეთის მიერ გამოყოფილი ფული?


- პირველ რიგში აქცენტს იმაზე გავაკეთებთ, რომ ეს დახმარება მიზანმიმართული იყოს...

- რუსეთში ბევრი ფიქრობს, რომ რუსი გადასახადის გადამხდელის ფულს აფხაზები, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულად იყენებენ. სადაა იმის გარანტია, რომ ის ფული, რომელიც მომავალ წელს აფხაზეთს გამოეყოფა, ნამდვილად საქმისთვის იქნება დახარჯული და ვიღაცის სასახლის მშენებლობას არ მოხმარდება?

- ჩვენ [სოჭში] ღიად ვისაუბრეთ იმაზე, რომ რუსი გადასახადის გადამხდელის ფული აუცილებლად აფხაზ ხალხს უნდა მოხმარდეს და ცალკეული ადამიანების ჯიბეში არ უნდა დაილექოს.

(ავტორის ტექსტი: აფხაზეთში კარგად ახსოვთ, რომ პირველი ომის დროს, 1992 წელს, საქართველოს არმია აქ რკინიგზის დაცვის საბაბით შემოვიდა - იმ რკინიგზისა, რომელსაც გამჭოლი მიმართულება ჰქონდა: რუსეთიდან ამიერკავკასიაში - საქართველოშიც და სომხეთშიც. რუსეთ-აფხაზეთის შეხვედრის სენსაცია გახდა იდეა რკინიგზაზე მოძრაობის შესაძლო აღდგენის შესახებ. რასაკვირველია, ამ საკითხზე მოლაპრაკება რთული იქნება).

- თქვენ მზად ხართ ქართველებს დაელაპარაკოთ რკინიგზის აღდგენის საკითხზე?

- მე ვფიქრობ, რომ ქართველები ამ საკითხით პირველ რიგში თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ იმ განცხადებების ფონზე, რასაც მე სოჭში შეხვედრის შემდეგ ვისმენ, როგორც ჩანს, ქართველებმა სიტუაცია ობიექტურად ვერ აღიქვეს..

- თქვენ ახლა, როგორც ჩანს, მხედველობაში გქონდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება... მან რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან აგრესიული პასუხი იქნება გაცემულიო... თქვენთვის ეს რაიმე ფრაზაა თუ საბაბი მობილიზებისათვის?

- იცით, ჩვენ უკვე დიდი ხანია მობილიზებულები ვართ. ასე რომ, მსგავსი ფრაზები ჩვენთვის ახალი არ არის, უკვე მივეჩვიეთ. 2008 წლის მოვლენები ის საფუძველია, რომლითაც საქართველო აფხაზეთთან ურთიერთობის სისტემის შექმნას ცდილობს. მიმაჩნია, რომ თვით საქართველომ უნდა გააცნობიეროს ის, რომ მხოლოდ მუქარებით ვერც აფხაზეთთან და ვერც რუსეთთან ურთიერთობას ვერ მოაგვარებს. ჩვენც გვაქვს ჩვენი მოთხოვნები და შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს შეგვიძლია წარვუდგინოთ... დღეს აფხაზეთი თავს უფრო იმედიანად გრძნობს - რუსეთთან დადებული ახალი ხელშეკრულების წყალობით ახალი რეალიები იქმნება. დოკუმენტის რატიფიცირება მალე განხორციელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა