logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ვერშემდგარი ლიდერი, ანუ მიჯირყნული ალასანია
ვერშემდგარი ლიდერი, ანუ მიჯირყნული ალასანია
10:09 11.11.2014
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქართველი საზოგადოება გარდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებისა, ამ მოვლენების უმთავრესი გმირის, ირაკლი ალასანიას რამდენიმე ტრანსფორმაციის მოწმეც გახდა.

მას შემდეგ რაც ალასანიას, უწყების მაღალჩინოსნები დაუჭირეს, ყველა ელოდა, რომ თავდაცვის ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი კონკრეტულ ქმედებაზე გადავიდოდა, რადგან ისედაც ცხადი იყო, რომ კოალიცია ამ ფორმით დიდხანს ვეღარ შენარჩუნდებოდა.

თავდაცვის მინისტრმა კი, შექმნილი ვითარებიდან სამოქმედოდ ყველაზე ცუდი ვარიანტი აირჩია და ხელისუფლება დასავლური კურსისადმი ღალატში დაადანაშაულა, რაც, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ერთი-ერთზე იმეორებს „ნაციონალების“ რიტოტიკას, ხელისუფლების მიმართ აშკარად უსამართლო ბრალდებასაც წარმოადგენს.

ამის შემდეგ კი, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე, როგორც მოსალოდნელი იყო, პრემიერმა, ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენა, რასაც, როგორც ცნობილია, რიგი მინისტრებისა და ფრაქცია „ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატების“ წევრთა დიდი ნაწილის დემარში მოჰყვა.

თუმცა მანამ, (მინისტრობიდან გათავისუფლების დღეს) საზოგადოებამ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ - ის ეთერში პირველად იხილა ტრანსფორმირებული ირაკლი ალასანია, რომელიც ამავე ტელეკომპანიის დირექტორივით ჯოჯოხეთის მოწყობას არა, მაგრამ ძალიან საინტერესო პროცესებს აანონსებდა და ტონიც იმ დონეზე ჰქონდა გამკაცრებული, რაც ქართველ საზოგადოებას ჯერ არ უნახავს.

სწორედ ამავე ტელეკომპანიის ეთერში დაადასტურა ირაკლი ალასანიამ ყველა „პროდასავლურ“ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისთვის მზაობა, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთანაც.“

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეორე ტრანსფორმაცია კი საზოგადოებამ, მისი გადაყენებიდან მეორე დღესვე იხილა, როდესაც ჯერ მისმა თანამოაზრემ, ალექსი პეტრიაშვილმა და შემდეგ თავად ალასანიამ, კატეგორიულად გამორიცხა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის შესაძლებლობა და აქცენტი ამჯერად „რესპუბლიკელებზე“ გადაიტანა.

უნდა აღინიშნოს, რომ ალასანიას მეორე ტრანსფორმაცია პიარის მხრივ აშკარად გამართლებული იყო და როგორც ჩანს, გუნდში გააცნობიერეს, რომ ისეთ ძალასთან თანამშრომლობაზე საუბარი, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, მათ, დისკრედიტაციის გარდა სხვა სარგებელს არ მოუტანდა და ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ სიტყვით მაინც, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს გამიჯვნოდნენ, თუმცა რამდენად მოხერხდება ეს რეალობაში, მაშინ როცა ალასანია-ბოკერიასა და ალასანია-ბაქრაძის მეგობრობის ამბავი საქვეყნოდაა ცნობილი, - ცალკე თემაა.

თანამდებობიდან გადაყენების მეორე და პირველი ტრანსფორმაციის დღესვე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მისი თანაგუნდელები, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მივიდნენ, თუმცა კოალიციის ოფისი რამდენიმე წუთში დატოვეს, თანაც საკმაოდ რიხიანად და გაბრაზებულებმა. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ის პოლიტსაბჭოზე ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მისულა, ხოლო მისმა ერთ-ერთმა თანაგუნდელმა ტელეკამერების წინ ასევე, ხმამაღლა დაიყვირა, რომ ამ ხალხთან ურთიერთობას აზრი არ აქვსო.

პოლიტსაბჭოს მეორე დღეს კი, გახმაურდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ალასანია, რომელიც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოვიდა და რომელსაც, როგორც იმ დღეს აღმოჩნდა, ივანიშვილთან საუბრის სურვილიც კი არ ჰქონია, ამავე ივანიშვილს საკუთარი ფეხით ეახლა და მასთან შეხვედრა გამართა.

მთავარი კი სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყო.

ირაკლი ალასანიას შეხვედრის კომენტირებისას ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც დაახლოებით მე და თქვენ გვქონდა მკითხველო საბავშვო ბაღში, მასწავლებლის მიერ სამართლიანად დატუქსვის შემდეგ. გარდა ამისა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახეზე აშკარად იკითხებოდა შიშიც და თუ სულ რამდენიმე საათის წინ ის ბიძინა ივანიშვილთან საუბარსაც არ კადრულობდა, უკვე განაცხადა, რომ მას ყოფილ პრემიერთან, „ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონია.“

ესეც ალასანიას მესამე და ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია ორი დღის განმავლობაში.

აღარაფერს ვამბობ იმ მეოთხე ტრანსფორმაციაზე, როდესაც თავდაცვის მინისტრის გუნდის წევრები თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ ალასანიას ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებაზე არაფერი უთქვამს და სხვანაირად ნათქვამი სხვანაირად გაიგესო.

მოკლედ, თუ მის ბეგრაუნდს გავითვალისწინებთ, ირაკლი ალასანია თავის სტიქიაშია, თუმცა მისი პიროვნული თვისების გამო, ის გმირი და ლიდერი ვერ გახდა და სავარაუდოდ ვერც გახდება.

რაც შეეხება ბეგრაუნდს, ირაკლი ალასანიას მხრიდან ამის ყველაზე კარგი დემონსტრირება 2009 წლის მასშტაბური საპროტესტო აქციები იყო, როდესაც ხალხს ამერიკიდან ახლადდაბრუნებული ალასანია ოპოზიციონერის ამპლუაში მოევლინა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის გამზირზე და არა მარტო იქ შეკრებილ ათიათასობით მოქალაქეს ალასანია მგზნებარედ მიმართავდა, პარალელურად ის, ღამის საათებში, წყნეთის სამთავრობო აგარაკებზე, პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს ინკოგნიტოდ სტუმრობდა, ხოლო ამ სტუმრობისას ოპოზიციის გეგმების წარმატებით განხორციელებაზე რომ არ იქნებოდა საუბარი, ეს დიდი ფიქრისა და განსჯის საგანი ნამდვილად არაა.

სხვათა შორის, თავდაცვის ექსმინისტრმა მოგვიანებით ეს ფაქტი დაადასტურა კიდეც.

იმავე პერიოდში, სწორედ ირაკლი ალასანიას დიდი „გარჯის“ შედეგად აიღეს „საკნების ქალაქი“ კოსტავას ქუჩიდან, სადაც ტელევიზიის მოპირდაპირე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ.

საერთოდ კი, ირაკლი ალასანიას გმირობის და ლიდერობის ყველაზე მეტი შანსი და შესაძლებლობა სწორედ 2008-2009 წლებში ჰქონდა, როდესაც ავანტიურისტი სააკაშვილის მიერ ომის სამარცხვინოდ წაგების შემდეგ, საქართველოს წარმომადგენელი გაეროში, თანამდებობიდან გადადგა. მაშინ ხალხში უდიდესი საპროტესტო მუხტი იყო დაგროვებული და ისიც ყველას კარგად ახსოვს, რომ ხალხი ლიდერს ელოდა.

სწორედ ამ მოლოდინის ობიექტი გახდა ჯერ კიდევ ამერიკაში მყოფი ირაკლი ალასანია, რომელმაც თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში წასვლის შესახებ განცხადება ამერიკაშივე გააკეთა.

თუმცა, ხალხის იმედგაცრუება ამ პოლიტიკოსის მიმართ მალევე დადგა, უფრო სწორად ზუსტად იმ დღეს, რა დღესაც ამერიკიდან დაბრუნებულმა ალასანიამ პირველი ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ის კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმში გადადიოდა.

შემდეგ იყო ცნობილი რვიანი, კიდევ უფრო ცნობილი ექვსიანი, გაერთიანება მემარჯვენე დავით გამყრელიძესთან, ქართველების ხარისხიანებად და უხარისხოებად დაყოფა და მრავალი სხვა მოვლენა თუ სკანდალი, რომელიც ალასანიას სახელს უკავშირდებოდა.

როგორც ჩანს, სკანდალი ამ პოლიტიკოსის თანმდევი მოვლენაა, თუმცა, ზემოთჩამოთვლილი მოვლენებისა და სხვა ბევრი ფაქტორის გამო, როგორც ჩანს, ირაკლი ალასანიას რეალურ ლიდერად გახდომის, გადაწყვეტილებების ცივი გონებით მიღებისა და საკუთარი სიტყვების პატრონობის უნარი კიდევ კარგა ხანს არ ექნება, ყოველ შემთხვევაში, ამის წინაპირობა ჯერჯერობით ნამდვილად არ ჩანს.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ირაკლი ალასანიას პერსონით საგამოძიებო უწყებების შესაძლო დაინტერესების შესახებ, ეს გამორიცხული ნამდვილად არაა, რადგან თუ თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების მიმართ წაყენებული ბრალდებები დამტკიცდება, ეს ნიშნავს, რომ უდიდესი ალბათობით, თემიდა ალასანიათიც დაინტერესდება, რადგან 4 მილიონზე მეტის გაფლანგვაზე, ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, ძნელად დასაჯერებელია, რომ ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი საქმის კურსში არ ყოფილიყო.


გიორგი აბრამიშვილი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა