logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
„სანკეი სიმბუნი“ (იაპონია): რატომ გონიათ იაპონელებს საქართველო ყავა და რას ამბობენ „გუურუზია“-„ჯორჯია“-„საქართველოს“ შესახებ?
„სანკეი სიმბუნი“ (იაპონია): რატომ გონიათ იაპონელებს საქართველო ყავა და რას ამბობენ „გუურუზია“-„ჯორჯია“-„საქართველოს“ შესახებ?
09:59 03.11.2014
იაპონური სოციალური ქსელები და საერთოდ, ინტერნეტი დაბნეულია იმ ახალი ამბისგან, რომ იაპონურ ენაზე საქართველო „ჯორჯიად“ იქნება მოხსენიებული. როგორც ყოველდღიური გაზეთი „სანკეი სიმბუნი“ წერს, ზოგიერთისთვის ფრაზა „სტალინი საქართველოდან“ საკმაოდ სამხიარულო და სასაცილოა, ზოგიერთი კი გაკვირვებულია, რატომ არ შეცვალეს ქვეყნის სახელწოდება მართლაცდა ეროვნული სახელით - „საქართველო“. არადა, „ჯორჯიას“ თქმისას იაპონელს ცნობილი ყავა ახსენდება, რომელსაც „ჯორჯია“ ჰქვია და ქილებში იყიდება.
იაპონური გამოცემის სტატიის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
„მომავალ წელს „საქართველო“ („გუურუზია“) „ჯორჯია“ გახდება! სუმოისტი ქართველი და ტკბილი წითელი ღვინო - ამ ფაქტორებმა იაპონიაში საქართველოს ცნობადობა საკმაოდ განაპირობა. ახლა ჩვენმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ამ ქვეყნის სახელწოდება ინგლისურენოვანი დასახელებით უნდა იყოს. ეს გაკეთდა ქართული მხარის თხოვნით, თუმცა სახელწოდება იგივეა, რაც ერთ-ერთ ამერიკულ შტატს აქვს - ჯორჯიას. ინტერნეტის სივრცეში სხვადასხვა თვალსაზრისები გავრცელდა - არიან მომხრეები, არიან მოწინააღმდეგეებიც.
1991 წელს საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საერთოდ, საქართველო ცნობილია როგორც საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის სამშობლო, თუმცა ბოლო ათწლეულში ეს ქვეყანა მტკიცე პროამერიკულ და პროდასავლურ სახელმწიფოდ გადაიქცა. შესაბამისად, საქართველოს ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებით საკმაოდ ძლიერია. ყოველივე ამის გამო საქართველო ბოლო წლებში სთხოვდა იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულენოვან სახელწოდებას - „გრუზიას“ იყენებდნენ, შეეცვალათ სახელწოდება ინგლისურენოვანი „ჯორჯია“ - თი. 24 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე იაპონიის პრემიერმა სინძიო აბემ ყურადღებით მოისმინა ზემოთ ხსენებული ქვეყნის პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თხოვნა და მზადყოფნა გამოხატა მის დასაკმაყოფილებლად. მომავალ წელს, როცა პარლამენტის სხდომა გაიმართება, შესაბამის კანონში ცვლილებების შეტანის მიზნით, პრემიერ-მინისტრი ამ საკითხს სხდომაზე გაიტანს.
ამგვარ უპრეცედენტო ისტორიასთან დაკავშირებით, იაპონურ „ჩატებში“ და ახალი ამბების საიტებზე უამრავი სხვადასხვა სახის გამონათქვამი და თვალსაზრისი ქვეყნდება.
ყველაზე მეტად ყურადღებას აქცევენ იმ მომენტს, რომ შეიძლება ბევრს კავკასიური „ჯორჯია“ ამერიკულ „ჯორჯია“-ში შეეშალოს: „იაპონიაში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას „ჯორჯია“ აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შტატად მიაჩნია, ამიტომაც შეცდომის ალბათობა ძალიან დიდია“, - წერს ერთი. „ახლა რომ სადმე წავიკითხო, რომ სტალიანი ჯორჯიიდან არისო, სიცილით მოვკვდები“, - ამბობს მეორე. „ტოტინო-სანიც (სუმოისტი ლევან გორგაძე) მომავალი წლიდან ჯორჯიელი იქნება?“, - სინანულით აღნიშნავს მესამე.
გარდა ამისა, იაპონიაში „ჯორჯიის“ სახელით ცნობილია ამერიკული პოპულარული ყავა, რომელიც ქილებში იყიდება. „გუურუზინული ღვინო“ - ეს კარგად ჟღერს, მაგრამ „ჯორჯიული ღვინო“? მისი გემო, ალბათ, ამერიკული ყავის მსგავსი იქნება“, - ხუმრობს ერთი ერთი ტოკიოელი სოციალურ ქსელში. მოკლედ, „გუურუზიას“ „ჯორჯიად“ გადაკეთების გამო ასეთი იუმორნარევი გამონათქვამები ძალიან ბევრია.
რასაკვირველია, არიან „ჯორჯიის“ მხარდამჭერებიც: კარგი წინადადებაა. ჩვენც ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება, - ამბობს ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჰარუაკი იამაგუტი. იგი უფრო შორს მიდის და მთავრობას სთავაზობს უარი თქვას იაპონიისათვის უკვე ჩამოყალიბებულ უნიკალურ დასახელებებზე - „იგირისუ“-სა (ინგლისი) და „ოარანდა“-ზე (ჰოლანდია). არის ინგლისური ენის მოყვარულთა ასეთი მოსაზრებებიც: „როგორც ქართველებს უნდათ, ისე გავაკეთოთ“.
მაგრამ თანამედროვე ქართულ ენაზე „გუურუზია“-„ჯორჯიას“ „საქართველო“ ჰქვია. „საკვირველია, განა თვითონ ქართველს რომ შევეკითხოთ, მან თავისი ქვეყნის დასახელებად ეროვნული სახელწოდება „საქართველო“ არ უნდა აირჩიოს?“, - კითხულობს ერთი. „რაიო? „ჯორჯიაო“? ეს ხომ ქართველთა უმრავლესობის სურვილი არ არის, ეს მხოლოდ პოლიტიკაა“, - აღნიშნავს მეორე. მოკლედ, იმ აზრის მომხრე, რომ „ამ ყველაფერს ჯობდა „გუურუზია“-სათვის „ჯორჯია“ კი არა, „საქართველო“ დაგვერქმიაო, საკმაოდ ბევრია.
სხვათა შორის, მიანმამ (ყოფილმა ბირმამ) სახელწოდება 25 წლის წინათ შეიცვალა, მაგრამ არსებობენ სახელმწიფოები და ორგანიზაციები, რომლებიც იმის გამო, რომ ამ ქვეყნის სამხედრო რეჟიმს არ აღიარებენ (სწორედ სამხედროებმა გამოუცვალეს სახელი ქვეყანას), მას ისევ ძველებურად - ბირმად მოიხსენიებენ.
საერთოდ, როგორი სახელი უნდა ეწოდოს ამა თუ იმ ქვეყანას, ხშირად ამ საკითხს ძლიერი პოლიტიკური ელფერი აქვს. საქართველოს სახელის შეცვლის ბოლო ათი წლის ისტორიაც სწორედ პოლიტიკას - საერთაშორისო ურთიერთობებს უკავშირდება. შესაძლოა, ალბათ, ამიტომაც საკმაოდ მწვავედ მოგვეჩვენოს ერთ-ერთი ქსელური კომენტატორის ირონიული რემარკი: „როცა „ჯორჯია“ ამერიკასთან კარგად აღარ იქნება, მაშინ, ალბათ, კვლავ სახელის შეცვლას უნდა ველოდოთ“?
მონაცემები საქართველოს შესახებ
რესპუბლიკა კავკასიაში მდებარეობს, მოსახლეობა დაახლოებით 4,3 მილიონია. ერთი მხრიდან ქვეყანას შავი ზღვა აკრავს. ფართობი კუნძულ ჰოკაიდოზე ნაკლებია - 70 ათას კვადრატულ კილომეტრამდე. ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, სამხრეთიდან კი - თურქეთი. დედაქალაქი - თბილისი, ოფიციალური ენა - ქართული. მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიამ მიიერთა, მოგვიანებით კი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა გახდა. 1991 წელს საბჭოთა კავშირს გამოეყო. 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ქვეყნის პოლიტიკამ პროამერიკული და ანტირუსული ხასიათი მიიღო. 2008 წელს შეიარაღებული კონფლიქტი ჰქონდა რუსეთთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა