logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
„რიჯენ პლუს“ (აზერბაიჯანი)- ინტერვიუ სერგი კაპანაძესთან: საქართველო-რუსეთის ურთიერთობის „თაფლობის თვე“ დასრულდა
„რიჯენ პლუს“ (აზერბაიჯანი)- ინტერვიუ სერგი კაპანაძესთან: საქართველო-რუსეთის ურთიერთობის „თაფლობის თვე“ დასრულდა
12:44 01.11.2014
აზერბაიჯანის ყოველკვირეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „რიჯენ პლუს“-ის 30 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პოლიტოლოგი სერგი კაპანაძე რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტზე, საქართველო-რუსეთის და საქართველოს დასავლეთის ურთიერთობებზე საუბრობს, ამასთან ყურადღებას ამახვილებს ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზეც (ესაუბრება ჯეიჰუნ ნაჯაფოვი).
საინფორმაციო სააგენტო “ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- რუსეთ-აფხაზეთის ახალი ხელშეკრულების დადების გადაწყვეტილება მოსკოვმა საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების ფონზე მიიღო. რატომ? იქნებ თბილისმა რაიმე ისეთი ნაბიჯი გადადგა, რითაც კრემლი გააღიზიანა? მაგალითად, საქართველო ძველებურად ესწრაფვის ნატოში გაწევრიანებას და ალიანსის საწრთვნელი ცენტრის გახსნაზეც თანახმაა...
-საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესება ილუზია იყო. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ არჩევნების წინ პირდებოდა მოსახლეობას, რომ გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან კავშირებს აღადგენდა. დიახ, რუსეთმა მართლაც გახსნა თავისი ბაზარი ქართული პროდუქციისათვის, მათ შორის ღვინისა და მინერალური წყლისათვის, ქართულმა ექსპორტმა ისევ რუსული ორიენტაცია მიიღო, ანუ რუსეთს თბილისზე ზეწოლის განსახორციელებლად ხელში ახალი ბერკეტი ჩაუვარდა. ახლა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ მკაცრ პოლიტიკას გაატარებენ. არადა, ასეთი პოლიტიკის გატარება უმჯობესი იქნებოდა ორი წლის წინათ დაეწყოთ. შესაძლოა, დღეს გაცხადებული პოლიტიკა რამენაირად რუსეთის ზეწოლას შეაჩერებს. ნატოსაკენ საქართველოს სწრაფვა და რუსეთთან ურთიერთობის გაურესება ერთმანეთთან კავშირში არ არის, რადგან ევროინტეგრაცია ხელისუფლების ახირება კი არაა, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. ისეთ სიტუაციაში, როგორშიც დღეს საქართველოა, შეუძლებელია იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და ნატოში გაწევრიანება არ გსურდეს. გასაგებია, რომ ეს რუსეთს არ აწყობს. და ეს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. ამის მიუხედავად, ჩვენ ევროპული სტრუქტურებში ინტეგრაციის ალტერნატივა არა გვაქვს.
- კონკრეტულად რის გაკეთება შეუძლია საქართველოს მთავრობას?
- სამწუხაროდ, ჩვენ საქართველოს ტერიტორიუელი მთლიანობის აღდგენის საკითხში მთელი რიგი ოპტიმალური შესაძლებლობები ხელიდან გავუშვით. იმ დროს, როცა მსოფლიოს ყურადღება ყირიმისკენ იყო მიპყრობილი, ჩვენ შეგვეძლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა ყირიმთან დაგვეკავშირებინა. ჩვენ მსოფლიოსთვის უნდა გვეჩვენებინა, რომ ის, რაც მოხდა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით საქართველოში, მსგავსი რამ სხვა ქვეყნებსაც შეიძლება დაემართოთ. საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომა ჩაიდინა, როცა ეს ორი საკითხი განაცალკევა. ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა უცხოურ მასმედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ყირიმის ანექსიასა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას შორის საერთო არაფერი არ არისო. აი, ასე იქნა ხელიდან გაშვებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური მომენტი. ახლა მოგვიწევს მთელი დიპლომატიური არსენალის ჩართვა, მოგვიწევს ბოლო ორი წლის ქართული დიპლომატიის პასიურობის შედეგების გამოსწორება და ქართული ტერიტორიების ოკუპირებაზე ყურადღების ფოკუსირება. ოკუპირების საკითხი საერთაშორისო ფორუმებისა და შეხვედრების დღის წესრიგში უნდა დაბრუნდეს. განსაკუთრებით ეს ეხება სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში სარჩელების შეტანას. გარდა ამისა, მოგვიწევს ზომების მიღება რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების შეზღუდვის მიზნით. და რაც მთავარია, ჩვენ [მოსკოვს] უნდა გავუგზავნოთ ნათელი მესიჯი, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში „თაფლობის თვე“ დასრულებულია და ყველაფერი 2008 წლის სიტუაციას უბრუნდება. აი, ეს არის სტრატეგიული ხაზი ამ ეტაპზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პროცესში. რასაკვირველია, ტაქტიკური ვარიანტები შეიძლება სხვადასხვა იყოს.
- ამას წინათ საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურან აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთმა რამდენჯერმე წამოაყენა საკითხი აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენის თაობაზე, რომელიც რუსეთსა და სომხეთს ერთმანეთთან აკავშირებს. აბაშიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს აფხაზეთთან არ განიხილავს, მაგრამ მზადაა ყურადღებით მოუსმინოს რუსეთის წინადადებებს...
- არ ვფიქრობ, რომ ამჟამად ამ რკინიგზის აღდგენის საკითხი საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგში გაჩნდება. ეს ძალიან სარისკო პროექტია, რომელიც სომხეთსა და რუსეთს სჭირდებათ, მაგრამ საქართველოს კარგს არაფერს უმზადებს. იყო დრო, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამ რკინიგზისადმი ინტერესი გამოხატა, მაგრამ მოგვიანებით ამ სატრანსპორტო კომუნიკაციაზე აღარ უფიქრიათ. მართალია, ამას წინათ პრაღაში შეხვედრის დროს რუსეთის წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა აფხაზეთის რკინიგზაზე საუბარი დაიწყო, მაგრამ მას ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცეს - საქართველო შეუძლებლად თვლის ამ რკინიგზის აღდგენას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა