logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
„კომერსანტი“: ბზარი „ქართულ ოცნებაში“; დაიშლება თუ არა კოალიცია?
„კომერსანტი“: ბზარი „ქართულ ოცნებაში“; დაიშლება თუ არა კოალიცია?
12:13 30.10.2014
საქართველოს მმართველ კოალიციას დაშლა ემუქრება: „ქართული ოცნებიდან“ შეიძლება პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ გამოვიდნენ, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობს.
ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს, რომლის მიმოხილვასაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
კოალიციიდან გამოსვლის მიზეზი სამხედრო უწყების მაღალჩინოსნების კორუფციაში მხილებასა და მათ დაპატიმრებაში მდგომარეობს. ოპოზიციაში შესაძლო გადასვლაზე გააკეთა მინიშნება რესპუბლიკურმა პარტიამაც. „კომერსანტის“ მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, „ქართულ ოცნებაში“ სკანდალის აგორების შიში აქვთ და ამიტომ შეეცდებიან „პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი ფორმები გამონახონ“.
საინტერესოა, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაპატიმრება (პროკურატურა მათ 4 მილიონამდე ლარის მითვისებაში ადანაშაულებს) ირაკლი ალასანიას უცხოეთში ვიზიტით ყოფნას დაემთხვა. გარდა ამისა, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობამდე რამდენიმე დღე რჩება.
საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, დღეს ირაკლი ალასანია საქართველოს ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ლიდერია: მისი რეიტინგი 60%-ზე მეტია და ეს მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილის მხოლოდ 54% და ბიძინა ივანიშვილის - 45%-ია. კორუფციულ სკანდალს ჯერ-ჯერობით ირაკლი ალასანიას რეიტინგზე გავლენა არ მოუხდენია.
თუმცა თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები უკვე ალაპარაკდნენ მისი გადადგომის და ან ოპოზიციაში გადასვლის შესახებ.
„ალასანია ან ნამდვილად არის გარეული კორუფციაში, ან... მოდით, პირდაპირ ვთქვათ, მასზე პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს“, - განაცხადა „ნაციონალმა“ დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა.
თავდაცვის მინისტრის თანაპარტიელებს კი, მომხდარ ფაქტისადმი ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება აქვთ: „ჩვენ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით და განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებთ“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ, დეპუტატმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“.
იმავდროულად, მთავრობის პოლიტიკისადმი თავისი უკმაყოფილება გამოხატა კოალიციის კიდევ ერთმა წევრმა - რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ქვეყანაში არსებული პრობლემებს უკვე ნაციონალურ მოძრაობას ვეღარ დავაბრალებთ... კოალიციის წევრებს უფრო ფართო უფლებები უნდა ჰქონდეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი საკუთარი პოზიციის გამოხატვაში“. ამ ორი პარტიის წარმომადგენლებს თავიანთი აზრის გამოხატვისათვის საბაბი სულ მალე ექნებათ: მოსალოდნელია, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ მთავრობის წინადადებას იმ კანონის ძალაში შესვლის შეჩერებაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სატელეფონო მოსმენების შეზღუდვას ითვალისწინებს.
ქართველი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ საკითხისადმი კენჭისყრა პირველი ნაბიჯი იქნება ახალი კოალიციის შექმნის გზაზე, რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. თეორიულად დასაშვებია, რომ ამ კოალიციას შეიძლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ კი შეუერთდეს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას პროდასავლურ ძალებთან, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა „კომერსანტთან“ საუბარში ამ პარტიის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გიორგი ხუხაშვილი კი „კომერსანტს“ არწმუნებდა, რომ არც „რესპუბლიკელები“ და არც „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციიდან გამოსვლაში დაინტერესებული არ არიან, რადგან მათ მშვენივრად ესმით - დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ. მათ თავიანთი უფლებამოსილების გაზრდა სურთ და ამიტომაც „ქართულ ოცნებას“ ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენეს. „პრემიერ-მინისტრის პარტიაში ძალიან ეშინიათ სკანდალისა და ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ თანამოაზრეების კოალიციაში დასატოვებლად“, - აღნიშნა გიორგი ხუხაშვილმა.
ამ თეზისს ემთხვევა ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებაც, რომლის თანახმად, კოალიციაში „თანამშრომლობის ახალი ფორმების შემუშავების ნორმალური პროცესი მიმდინარეობს“ და შესაბამისად, დაშლაზე საუბარი უადგილოა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა