logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
„კომერსანტი“: როგორ შეარიგა აფხაზეთის საკითხმა საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი
„კომერსანტი“: როგორ შეარიგა აფხაზეთის საკითხმა საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი
12:16 29.10.2014
ირაკლი ღარიბაშვილმა მოითხოვა, რომ პრეზიდენტი მას რეზიდენციის წინ შეხვედროდა;
„რუსეთთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რადიკალური განცხადებების მიუხედავად, რომლებიც ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის წინ კეთდებოდა, საბოლოო ჯამში თბილისმა მაინც ზომიერება ამჯობინა და დიპლომატების დონეზე რუსეთთან დიალოგი არ გაწყვიტა. ფართოდ ანონსირებული საბჭოს სხდომის ერთადერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის იყო, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს შეურიგდნენ“, - ნათქვამია რუსული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
სხდომააზე განსახილველი ძირითადი საკითხი იყო საქართველოს პოზიცია რუსეთ-აფხაზეთის ახალი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით. განხილვის შედეგები 28 ოქტომბრის საღამოს გახდა ცნობილი. დადგინდა, რომ გაგრძელდება რუსეთისა და საქართველოს სპეცწარმომადგენლების - გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის პრაღის შეხვედრები, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია მიეცა „გააძლიეროს მუშაობა საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიზნით აფხაზეთის მიმართ რუსეთის ანექსიონისტური პოლიტიკის მხილების საკითხში“.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა სხდომის შემდეგ განაცხადა, „ჩვენ განვიხილეთ ის საკითხები, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ურთულეს გამოწვევებს რუსეთ-აფხაზეთის ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით“. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „დავეთანხმები პრეზიდენტს - კარგი ანალიზი გამოგვივიდაო“.
სხვათა შორის, დღემდე მთავრობის თავმჯდომარეს არცერთხელ არ მიუღია მონაწილეობა უშიშროების საბჭოს სხდომაში, თუმცა მისი სრულუფლებიანი წევრია. ახლაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოითხოვა, რომ პრეზიდენტი მას რეზიდენციის წინ შეხვედროდა, ხოლო თვით სხდომა მრგვალ მაგიდასთან გაიმართა, რათა მისი ყველა მონაწილე თანაბარი ყოფილიყო.
„პრეზიდენტი და პრემიერი მუდმივად დაობენ კომპეტენციის შესახებ“, - აუხსნა „კომერსანტს“ სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“-ის ანალიტიკოსმა ნიკა იმნაიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოში კონსტიტუციით რეალური ხელისუფლება პრემიერ-მინისტრს აქვს, პრეზიდენტი კი სიმბოლურ ფიგურად ითვლება. ამის მიუხედავად, კანონმდებლობაში ჯერ კიდევ სემორჩენილია ძველი ნორმები, რომელთა თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტი ხელში არსებული საკმაოდ ძლიერი ბერკეტია.
მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“, პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს უფლებამოსილების შესაზღუდავად, კანონმდებლობის შეცვლას ცდილობს. მთავრობის სტრუქტურაში უკვე შექმნილია პარალელური ორგანო - უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი მაინც დათანხმდა პრეზიდენტის მიერ კონტროლირებული ორგანოს სხდომაში მონაწილეობაზე. „ამით მას რუსული ექსპანსიის საფრთხის წინაშე ხელისუფლების ერთიანობის დემონტრირების გამოხატვა სურდა“, - განაცხადა კოველკვირეულ გაზეთ „პრემიერის“ მიმომხილველმა ზურაბ ღოღობერიძემ.
სხდომის შედეგებით ოპოზიცია უკმაყოფილო დარჩა:
„ეს, უბრალოდ, სირცხვილი და თავის მოჭრაა... პრეზიდენტი და პრემიერი ბავშვებივით იქცევიან!“, - აღშფოთებულია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახით „აფხაზეთს ახალს ვერაფერს ვერ სთავაზობს და აფხაზური პრობლემის შესახებ 20-წლის წინანდელი ტერმინოლოგიით საუბრობს“. ამ განცხადების გაკეთების დროს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს მხედველობაში ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილის წინადადება აფხაზებისადმი „საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიის თაობაზე“, რომელიც პრემიერმა სხდომის წინ გააჟღერა“ - ნათქვამია სტატიაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა