logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
„რადიო დოიჩე ველე“: აფხაზთა უმრავლესობა, რუსეთთან ახალ ხელშეკრულებას მხარს არ დაუჭერს
„რადიო დოიჩე ველე“: აფხაზთა უმრავლესობა, რუსეთთან ახალ ხელშეკრულებას მხარს არ დაუჭერს
16:16 27.10.2014
გერმანიის რწმუნებული რუსეთთან საზოგადოებათაშორისო თანამშრომლობის საკითხებში გერნოტ ერლერი, რადიო „დოიჩე ველე“ - სთან საუბრისას ე.წ. რუსულ-აფხაზური ხელშეკრულების პროექტს ეხმაურება.
როგორია მისი აზრი იმ ახალი ხელშეკრულების პროექტის შესახებ, რომელსაც რუსეთის თვთგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკას სთავაზობს? მოსალოდნელია თუ არა მოსკოვის ზეწოლის გაძლიერება მოლდოვის მიმართ? როგორ სიგნალებს უგზავნის ევროკავშირი რუსეთს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით? ამ საკითხვებზე „რადიო დოიჩე ველეს“-სთვის მიცემული ინტერვიუს თარგმანს, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ: (კორესპონდენტმა რობერტ შვარცი)
„დოიჩე ველე“: ბატონო ერლერ, საქართველოში სერიოზულად არიან შეშფოთებულნი იმ ახალი ხელშეკრულების პროექტით, რომელსაც რუსეთი აფხაზეთს სთავაზობს. თბილისი შიშობს, რომ ამით რუსეთი აფხაზეთის საბოლოო ანექსიას მოახდენს. თქვენი აზრით, მოასწავებს თუ არა ეს ყველაფერი ყირიმის სცენარის გამეორებას?
გერნოტ ერლერი: ჩვენ მხოლოდ ცოტა ხნის წინათ მივიღეთ ინფორმაცია მოვლენების სახიფათო განვითარების თაობაზე, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია იმის პროგნოზირება, თუ რით დასრულედება დისკუსია აფხაზეთის პარლამენტში. არა მგონია ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწეროს, რადგან, ჩემი აზრით, აფხაზები ასეთ ნაბიჯს არ გადადგამენ. ვფიქრობ, აფხაზთა უმრავლესობა ამ ხელშეკრულებას მხარს არ დაუჭერს.
რა თქმა უნდა, ყირიმის გამოცდილების გამო რუსეთთან დამოკიდებულება უაღრესად ფრთხილი უნდა იყოს და იმავდროულად მკაფიოც. საქართველოს რუსეთის ნაბიჯს აფხაზეთთან მიმართებით ზეწოლის ერთ-ერთ ინსტრუმეტად აფასებენ, რითაც რუსეთი თავის უკმაყოფილება გამოხატავს თბილისის დასავლური არჩევანის გამო. ასეთი პოზიცია დასავლეთის გამართლებულ პროტესტს იწვევს და კრიტიკულ კითხვებს ბადებს ჩვენი რუსი პარტნიორების მიმართ.
„დოიჩე ველე“: თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა მოლდავეთშიც მსგავსი სიტუაცია განვითარდეს?
გერნოტ ერლერი: მოლდოვასთან მიმართებით რუსეთს დამატებითი ბერკეტები აქვს - იქ 30 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების უნდა გაიმართოს. წინასაარჩევნო გამოკითხვები არ იძლევა დამაიმედებელ პასუხს იმაზე, დარჩება თუ არა ხელისუფლებაში ამჟამინდელი რეფორმატორული კოალიცია ან ჩამოყალიბდება თუ არა ახალი უმრავლესობა. მოლდოვაში ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი გაგაუზთა პრობლემა, რაც ხელს უშლის რესპუბლიკის ნორმალურ განვითარებას და, რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემაა - დნესტრისპირეთი...
გარდა ამისა, ძალიან ბევრი მოლდოველი სამუშაოდ რუსეთშია წასული. მოლდოვა მჭიდროდაა დამოკიდებული აგრეთვე რუსეთთან ვაჭრობაზე. ეს იმ სახის ბერკეტებია, რომლებიც საქართველოზე აღარ მოქმედებენ, მგრამ შესაძლოა მოსკოვმა კიშინიოვის წინააღმდეგ გამოიყენოს. ასე რომ, ჩემი აზრით, ძალიან რთული სიტუაციაა.
„დოიჩე ველე“: როგორ შეუძლია გერმანიას დაეხმაროს ამ სამ რესპუბლიკას - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას?
გერნოტ ერლერი: ყველაზე ეფექტური დახმარებას სწორედ ასოცირების ხელშეკრულება წარმოადგენს. პრინციპში, ეს დოკუმენტი ითვალისწინებს როგორც მუდმივ დახმარებას, ასევე იმ რეფორმების დადებით შედეგებს, რომლებიც სხვა ქვეყნებმა ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკვე განახორციელეს.
„დოიჩე ველე“: რა სიგნალებს უგზავნის გერმანია რუსეთს ზემოაღნიშნული სამი რესპუბლიკის ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით?
გერნოტ ერლერი: ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალია 1975 წელს ხელმოწერილი ჰელსინკის აქტის შეხსენება, რომლის თანახმად, ყველა ქვეყანას თავისუფალი არჩევანი აქვს სხვადასხვა გაერთიანებებსა და ორგანიზაციებში გაწევრიანების თაობაზე. თუმცა, ამ დროს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულად მივუდგეთ რუსული მხარის გასაგებ შეშფოთებასაც.
მოხარული ვარ, რომ ამჟამად ბრიუსელში ინტეგრირების სტრატეგიის შესაბამისობის საკითხებზე რუსეთ-უკრაინა-ევროკავშირის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს, ერთი მხრივ, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაა, მეორე მხრივ კი - დსთ-ს ქვეყნების, საბაჟო კავშირისა და სამომავლო ევრაზიული ეკონომიკური კავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონა.
რუსეთს რომ თავისი ინტერესები აქვს, ამას ყურადღება უნდა მიექცეს. სწორედ ამის გამოხატულებაა ის ფაქტი, რომ უკრაინა-ევროკავშირის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე ძალაში უფრო გვიან შევა - 2016 წლის პირველ იანვარს. ჩვენ საკმარისი დრო გვაქვს რუსეთის ინტერესები განვიხილოთ და, შეძლებისდაგვარად, მოსკოვის ეჭვები გავფანტოთ.
სიგნალი გასაგებია: ჩვენ მოსკოვისაკენ ნაბიჯს ვდგამთ. თუ მოსკოვს აქვს კონკრეტული შეკითხვები (არა გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, არამედ კონკრეტულად ვაჭრობასთან მიმართებით), ჩვენ მზად ვართ საუბრისათვის. ალბათ, ეს ჩვენ უფრო ადრე უნდა გაგვეკეთებინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა