logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
„კომერსანტი“: მიხეილ სააკაშვილი რუსეთს ხელისუფლებისთვის ბრძოლაში იყენებს
„კომერსანტი“: მიხეილ სააკაშვილი რუსეთს ხელისუფლებისთვის ბრძოლაში იყენებს
14:54 27.10.2014
საქართველოს ექს-პრეზიდენტის პარტიამ ხელისუფლებაზე მასშტაბური შეტევის დაწყება გამოაცხადა, რისთვისაც მთავარ ინსტრუმენტად ანტირუსულ ლოზუნგებს იყენებს. თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მიანიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით არარეალურია და მისი პარტია, ალტერნატიული მეთოდის სახით, მასობრივ საპროტესტო აქციებს იწყებს.
ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს.
მასალის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
პირველი მიტინგი თბილისის ცენტრში 15 ნოემბერს უნდა გაიმართოს - „აფხაზეთის ანექსიასთან“ ბრძოლის ლოზუნგით. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ანტირუსული თემატიკა მხოლოდ საბაბია, ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოაცხადა, რომ თბილისში „მაიდანი“ მზადდება და სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ხელში ჩაგდების მომზადების“ ბრალდებით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება 15 ნოემბერს თბილისის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქციის თაობაზე ამ პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, ყოფილმა სპიკერმა დავით ბაქრაძემ გამოაცხადა: „მოვუწოდებთ ყველას ჩვენს გვერდით დადგნენ, რათა ერთად ავიმაღლოთ ხმა აფხაზეთის ანექსიის წინააღმდეგ“, - განაცხადა მან, მხედველობაში ჰქონდა რა აფხაზურ მასმედიაში გამოქვეყნებული ახალი ხელშეკრულების პროექტი რუსეთსა და საქართველოს ყოფილ ავტონომიას შორის. „ნაცმოძრაობაში“ „კომერსანტს“ დაუდასტურეს, რომ ნოემბრის აქციის ერთადერთი თემა მხოლოდ „აფხაზეთი იქნება, ანუ რუსეთ-საქართველოს პრობლემატიკა“.
თუმცაღა, რამდენიმე დღის წინათ პარლამენტის „ნაციონალი“ წევრი დავით დარჩიაშვილი, „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში არ მალავდა, რომ ოპოზიციას არანაკლებ აღელვებს „ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკა, პოლიტიზებული სასამართლო პროცესები და „ნაციონალთა“ ლიდერების მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენები“. „კომერსანტის“ შეკითხვაზე, აპირებს თუ არა პარტია საპროტესტო აქციების მოწყობას ხელისუფლების წინააღმდეგ ამ თემაზე, დავით დარჩიაშვილმა არაორაზროვნად განაცხადა: „აბა, ოპოზიციას სხვა რაღა დარჩენია, როცა ასეთ ვერაგობასა და თვითნებობას აწყდება?“.
ის, რომ 15 ნოემბერს დაგეგმილი „ანტირუსული“ მიტინგი ხელისუფლებაზე შეტევის სტრატეგიის ნაწილია, თვით მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომელიც ჯერ-ჯერობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის პოსტს ინარჩუნებს. ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერით გამოსვლისას თითქმის ერთსაათიან ინტერვიუში (პირდაპირი ჩართვით ბრიუსელიდან) მან ოპოზიციის მიტინგი გარდაუვლად მიიჩნია იმდენად, რამდენადაც მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ „ქვეყანა სრულ კრახამდე მიიყვანა და მოსახლეობის ნდობა დაკარგა“. მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ მას განზრახული აქვს დიდ პოლიტიკაში დაბრუნება და ხელისუფლებისთვის ბრძოლა, თუმცა იქვე მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა: არჩევნების გზით მთავრობის შეცვლა არარეალურია, რადგან „ბიძინა ივანიშვილმა, არსებითად, არჩევნების [ინსტიტუტი] გააუქმა და საქართველოს პრივატიზება მოახდინა“.
ხელისუფლება, როგორც ჩანს, სერიოზულად უყურებს ყოფილი მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის მზადებას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, რამდენიმე დღის წინ პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე არძრა კოდექსის 315-ე მუხლით, რომელიც „შეთქმულების გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას“ ითვალისწინებს. უფრო ადრე თვითონ მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები „თბილისში მაიდანს ამზადებენ, კიევიდან სპეციალისტები ჩამოჰყავთ ქუჩის ბრძოლებისთვისო“.
ამასთან, მმართველი კოალიციის ლიდერებს ილუზიები არ აქვთ და ხვდებიან, რომ ანტირუსული ლოზუნგები 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციისთვის მხოლოდ ნიღაბია: „მათ იციან, რომ ხალხი არ გაჰყვებათ, - უთხრა „კომერსანტს“ პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა („ქართული ოცნება“), - ჰოდა, ისინიც მასების მობილიზებას ანტირუსული და პატრიორული ლოზუნგებით ცდილობენ“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა