logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
«Basler Zeitung» (შვეიცარია) - პანკისიდან სირიამდე: ჯიჰადისტის წითელწვერიანი სახე
«Basler Zeitung» (შვეიცარია) - პანკისიდან სირიამდე: ჯიჰადისტის წითელწვერიანი სახე
10:49 24.10.2014
„საქართველოს პროვინციიდან ტერორისტული დაჯგუფების ლიდერობამდე. 28 წლის ომარ ალ-შიშანის კარიერა ისლამური სახელმწიფოში, - ასეთი მრავლისმეტყველი პროლოგი აქვს სტატიას, რომელიც შვეიცარიულ გაზეთ „Basler Zeitung“-ში გამოქვეყნდა (ავტორი - ანა ჯიხარევა).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ სტატიის მიმოხილვას გთავაზობთ:
„ერთი შეხედვით, მისი ისტორია იმ თორმეტი ათასი ახალგაზრდის ისტორიას ჰგავს, რომლებიც ლონდონის ახლოაღმოსავლური რადიკალიზმის კვლევის ცენტრის მონაცემებით, ტერორისტული „ისლამური სახელმწიფოს“ მოლაშქრეთა დაჯგუფებაში იბრძვიან. მათგან „ჯიჰადისტი“ შედარებით ნაკლებია, თუმცა საკუთარ თავს ომარ ალ-შიშანი სწორედ რომ ჯიჰადისტად მიიჩნევს. მისი საბრძოლო სახელი „ალ-შიშანი“ „ომარ ჩეჩენს“ ნიშნავს, მაგრამ ისე არ იფიქროთ, რომ იგი წარმოშობით რუსეთის შემადგენლობაში არსებული ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკიდანაა. თარხან ბათირაშვილი (ასეთია მისი ნამდვილი სახელი) თავის ორ ძმასთან ერთად საქართველოშია დაბადებული, პანკისის ხეობაში. მამა ქრისტიანი ჰყავს, დედა - მუსულმანი. პანკისის ხეობაში ძირითადად ჩეჩნები ცხოვრობენ. რუსეთ-ჩეჩნეთის ორი ომის დროს ეს ადგილი ჩეჩენი მებრძოლების თავშესაფარს წარმოადგენდა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
სტატიაში გადმოცემულია თარხან ბათირაშვილის ბიოგრაფიის უკვე ცნობილი შტრიხები: სამსახური ქართულ არმიაში, ავადმყოფობა, პატიმრობა, ისლამურ რელიგიურ რწმენაზე გადასვლა, ციხიდან გათავისუფლება და უმუშევრობა.
„იგი წარჩინებული ჯარისკაცი იყო, მას სამშობლო - საქართველო უყვარდა, - ამბობს თარხანის ერთ-ერთი თანაპოლკელი. მამამისის, თემურ ბათირაშვილის თქმით, თარხანი „ნაციონალების“ ერთგული იყო და ამაში საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტიას გულისხმობს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი რამდენიმე თვის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული, ტუბერკულოზი სჭირდა, შემდეგ დედა კიბოთი გარდაეცვალა... უფულობა, უმუშევრობა... „მე საქართველოში არავის ვჭირდებიო“, ამბობდა. მოგვიანებით ჯერ თურქეთში, იქიდან კი სირიაში გადავიდა“, - წერს ავტორი და მკითხველს ომარ ალ-შიშანის სამხედრო ქვედანაყოფის მიერ განხორციელებულ ოპერაციებს აცნობს.
„როგორც კარნეგის ფონდის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი, კავკასიოლოგი ალექსი მალაშენკო ამბობს, „ომარ ალ-შიშანი ფანატიკოსი ისლამისტია, მას აქვს ომის დიდი გამოცდილება და წარმატებები“. მის მიერ განხორციელებული ოპერაციებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ სირიაში მდებარე მანაგის სამხედრო-საჰაერო ბაზის ხელში ჩაგდება. როგორც ლიბანის გაზეთი „ალ-აქბარი“ აღნიშნავს, ომარ ალ-შიშანმა „ალ-ქაიდას“ ხელმძღვანელებთან კავშირები გაწყვიტა და ახლა „ჯიჰადისტთა“ ქვედანაყოფების კიდევ ერთი მეთაურის აბუ-ბექრ ალ-ბაღდადის მოკავშირეა“, - აღნიშნულია სტატიაში.
თემურ ბათირაშვილს დღემდე ვერ დაუჯერებია, რომ მისმა შვილმა ჯიჰადისტის კარიერა აირჩია. ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-სთან საუბარში იგი თავის ვაჟზე ამაყად საუბრობს და ამბობს, რომ თარხანს ვაჟკაცური გარეგნობა აქვს, წვერი მხოლოდ ბოლო ხანებში მოუშვა, ადრე ისლამიზმთან არავითარი შეხება არ ჰქონდაო. თუმცა, იგი იმასაც აღიარებს, რომ უკანასკნელ წლებში, როგორც ჩანს, შვილს „ბოლომდე არ იცნობდა“. სირიაში ყოფნის პერიოდში სახლში დარეკა და შეატყობინა, რომ მას გოგონა დაებადა. „როცა გაიგო, რომ მე ისევ ქრისტიანი ვარ, იმწუთში ტელეფონი გათიშა“, - ნათქვამია მასალაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა