logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
„ეხო“: აზერბაიჯანი თავის ენაზე საქართველოს „გურჯისტანს“ უწოდებს და არავითარ „ჯორჯიას“ ან „გრუზიას“...
„ეხო“: აზერბაიჯანი თავის ენაზე საქართველოს „გურჯისტანს“ უწოდებს და არავითარ „ჯორჯიას“ ან „გრუზიას“...
13:54 21.10.2014
„სახელმწიფოს სახელის შეცვლა საკმაოდ მარტივი პროცედურაა: თუ ეროვნული მთავრობა ან პარლამენტი ამას გადაწყვეტს, ის გაეროს შესაბამის მიმართვას უგზავნის, ხოლო ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები განცხადებით გამოვლენ, რომლის თანახმად, „ესა და ეს სახელმწიფო ამიერიდან ამ და ამ სახელწოდებით მოიხსენიებაო“. რასაკვირველია, ყველა საერთაშორისო დოკუმენტში ქვეყანა ახალი სახელით იქნება დაფიქსირებული. სანამ გაერო ასეთ განცხადებას არ გააკეთებს, მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს უფლება აქვს ძველი დასახელება გამოიყენოს“, - განმარტავს აზერბაიჯანულ გაზეთ „ეხო“-ს კორესპონდენტთან საუბრის დროს ექსპერტი ოქტაი ახვერდიევი.
როგორც ცნობილია, საქართველომ იაპონიის მთავრობას სთხოვა, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში რუსული წარმოშობის „გუურუზია“-ს ნაცვლად ინგლისურენოვანი „ჯორჯია“ გამოიყენოს. საერთოდ, საბჭოთა პერიოდშიც კი საქართველოს უცხოეთში „ჯორჯიად“ მოიხსენიებდნენ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „გრუზია“ მხოლოდ დსთ-ისა და ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყნის ლექსიკონში შემორჩა.
„თუ გაერო გამოაცხადებს, რომ ამიერიდან საქართველოს („გრუზია“-ს) „ჯორჯია“ ჰქვიაო, მაშინ რუსეთი, აზერბაიჯანი და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც დღეს სახელწოდება „გრუზიას“იყენებენ, მას „ჯორჯია“-თი შეცვლიან... თუმცაღა, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ყველა ხელშეკრულება სამ ენაზეა დადებული - ქართულად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. ყველას დოკუმენტის ინგლისურენოვან ვერსიაში „ჯორჯიაა“ დაფიქსირებული“, - აღნიშნა ოქტაი ახვერდიევმა. მისი თქმით, ისტორიულად სახელწოდება მრავალმა ქვეყანამ შეიცვალა: მაგალითად, იყო ბირმა, გახდა მიანმა, იყო კამბოჯა, გახდა კამპუჩია.
თუმცა არსებობს ცოტა განსხვავებული თვალსაზრისიც:
როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკდემიის კათედრის გამგე, პროფესორი ჩინგიზ ისმაილოვი ამბობს, „ყველა ქვეყანას აქვს უფლება ამა თუ იმ ქვეყნის სახელი საკუთარი ენის შესაბამისად მოიხსენიოს, გამომდინარე ისტორიული დოკუმენტებიდან და მიმოწერის ფორმიდან. რასაკვირველია, არის საერთაშორისო გეოგრაფიული დასახელებებიც: ყოველ ქვეყანას შეუძლია საკუთარი დროშის, ჰიმნის და დასახელების შეცვლა. არსებობს წესიც - გაეროსადმი მიმართვა. სხვათა შორის, თავის დროზე, საქართველომ ერთხელ უკვე მიმართა გაეროს და ძველი სამფეროვანი (შავ-თეთრ-შინდისფერი) დროშა თეთრ ფონზე ჯვრებიანი დროშით შეცვალა, რომელიც ძალიან ჰგავს ინგლისურს. კონკრეტულად ქართველებს თავიანთ ენაზე საკუთარ ქვეყანას როგორც მოისურვებენ, ისე უწოდებენ, თუმცა საერთაშორისო დონეზე მას ყოველთვის „ჯორჯიად“ მოიხსენიებდნენ. იაპონიას უფლება აქვს იაპონურ ენაზე საქართველო როგორც სურს ისე მოიხსენიოს, მაგრამ საერთაშორისო დოკუმენტებში, თუ საქართველოს მთავრობა და გაერო გადაწყვეტს, იაპონელები ვალდებულები იქნებიან „ჯორჯია“ გამოიყენონ. რუსეთს უფლება აქვს საქართველოს რუსულ ენაზე „გრუზია“ უწოდოს, მაგრამ ოფიციალურ უცხოენოვან დოკუმენტებში - მხოლოდ „ჯორჯია“. აზერბაიჯანი თავის ენაზე საქართველოს „გურჯისტანს“ უწოდებს და არავითარ „ჯორჯიას“ ან „გრუზიას“... თუმცა ჩვენს ოფიციალურ [უცხოენოვან] დოკუმენტებში ყოველთვის „ჯორჯიაა“.
პუბლიკაციაში ჩინგიზ ისმაილოვი საუბრობს აგრეთვე მაკედონიის მაგალითზეც, რომელსაც ოფიციალურ დოკუმენტებში დღემდე ასე ჰქვია - „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“. ეს იმიტომ, რომ მეზობელ საბერძნეთთან დავა აქვს: რესპუბლიკა მაკედონიას ბერძნული ისტორიული პროვინცია მაკედონია ესაზღვრება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა