logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
„კომერსანტი“ - საქართველო დიპლომატიური ჩარევის ზღვარზეა: თბილისი იმედოვნებს, რომ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების დადებას ხელს შეუშლის
„კომერსანტი“ - საქართველო დიპლომატიური ჩარევის ზღვარზეა: თბილისი იმედოვნებს, რომ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების დადებას ხელს შეუშლის
16:58 20.10.2014
რუსული გამოცემა „კომერსანტის“ სტატიაში მიმოხილულია საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით. მასალაში აღნიშნულია, რომ დღეს, თბილისი, მოსკოვ-სოხუმის გეგმების საპირისპიროდ, თავის სამოქმედო გეგმას გამოაქვეყნებს (ავტორები - გიორგი დვალი, ელენა ჩერნენკო).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ სტატიის მიმოხილვას გთავაზობთ:
„აფხაზურ მასმედიაში გამოქვეყნებული რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების პროექტის განსახილველად, საქართველოს ხელისუფლებამ მთავრობაში არსებული უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა მოიწვია. საინტერესოა, რომ მასში მონაწილეობის მისაღებად დასავლეთის წამყვანი ქვეყნებიდან საქართველოს ელჩებიც მიიწვიეს. საბჭოს გადაწყვეტილება ირაკლი ალასანიამ გააჟღერა: „ჩვენ საერთაშორისო არენაზე აგრესიული ნაბიჯების გადადგმას დავიწყებთ“, - განაცხადა მან და დაამატა, რომ კონკრეტულ ღონისძიებათა ჩამონათვალი 20 ოქტომბერს გამოქვეყნდებაო. მაია ფანჯიკიძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების საკითხს თბილისი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირზე გაიტანს. ალექსი პეტრიაშვილი წინააღმდეგია, რომ რუსეთ-საქართველოს შეხვედრები „აბაშიძე-კარასინის ფორმატით“ გაგრძელდეს. თვით პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით კი, მოსკოვთან კონტაქტების გაწყვეტა საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს.
მოსკოვი, თავის მხრივ, საქართველოს მოუწოდებს, რომ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებში ნუ ჩაერევა: „აფხაზეთს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების უფლება აქვს. მას ვისთანაც სურს, იმასთან დადებს ხელშეკრულებას, - განუცხადეს „კომერსანტს“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და აღნიშნეს, რომ დასავლეთმა პატივი უნდა სცეს აფხაზეთის სუვერენულ უფლებებს: „ისინი ხომ სულ მუდამ სუვერენიტეტის პატივისცემას გაიძახიან“. სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა იმედი გამოხატა, რომ „მოსკოვ-სოხუმის ხელშეკრულების პროექტი ქართულ-რუსული ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის არავითარ საფრთხეს არ შეიცავს“.
ამასთან, ქართველი ექსპერტები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ რუსეთ-საქართველოს შეხლა-შემოხლა აფხაზმა პოლიტიკოსებმა განგებ გამოიწვიეს, რადგან ისინი მოსკოვთან ღრმა ინტეგრაციის მომხრენი არ არიან: „ხელშეკრულების პროექტის ტექსტის გამოქვეყნებით აფხაზმა პოლიტიკოსებმა მარჯვედ გაითამაშეს რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაზე, - ამბობს ქართული სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენ“-ის მიმომხილველი დავით ავალიშვილი, - მათ მშვენივრად იცოდნენ, თუ რა რეაქციას გამოიწვევდა ეს ყველაფერი თბილისში და ამით მოსკოვისთვის დამატებითი პრობლემების შექმნა სურდათ“.
თუმცა სოხუმში სიტუაციას სხვაგვარად უყურებენ:
„ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო გვაქვს და რასაკვირველია, ხელშეკრულების პროექტი საზოგადოებამ სხვადასხვაგვარად აღიქვა, - განუცხადა „კომერსანტს“ ყოფილმა პრემიერმა სერგეი შამბამ, - დადგა ეტაპი, როცა აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობა ახალ სტადიაზე უნდა გადავიდეს. ხელშეკრულების პროექტი, ცხადია, გარკვეულ კორექტირებას საჭიროებს, მაგრამ მთლიანობაში ეს დოკუმენტი აფხაზეთისათვის სასარგებლო დებულებებს შეიცავს. რაც შეეხება ქართული მხარის რეაქციას, ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან საქართველოს გარეშე მიმდინარეობს და ამ შემთხვევაშიც აფხაზეთი საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს“.

http://www.kommersant.ru/doc/2593615

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა