logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
„ვესტნიკ კავკაზა“- ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „მიხეილ სააკაშვილი განსასჯელის სკამზე უნდა იჯდეს“
„ვესტნიკ კავკაზა“- ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: „მიხეილ სააკაშვილი განსასჯელის სკამზე უნდა იჯდეს“
10:14 20.10.2014
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერ ნინო ბურჯანაძეს და მისი პოლიტიკურ ორგანიზაციას - „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას,“ ყველა გამოკითხვისა და ბოლო ხანებში გამართული საპრეზიდენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგების თანახმად, თავისი პოლიტიკური რეიტინგით მესამე ადგილი აქვს დაკავებული, „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ნინო ბურჯანაძე სულ უფრო აქტიურად აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას „ნაცმოძრაობის“ „ცრუოპოზიციად“ გადაქცევის გამო და კიდევ იმისთვის, რომ მთავრობამ ვერ შეძლო აშშ-ში მცხოვრები საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობაში მიცემა.
ინტერვიუში ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ასეთ მოქმედებაში იგი შეცდომას კი არა, ბოროტ განზრახვას ხედავს:
- ქალბატონო ნინო, თქვენ ნამდვილად მიგაჩნიათ, რომ საქართველოს ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის ფარული შეთანხმება ან გარიგება არსებობს?
- ამას ფაქტებიც ადასტურებენ: „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ მისი მთავარი ოპონენტი მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილიყო, მაგრამ ეს მოჩვენებითია, რადგან „ნაცმოძრაობა“ ოპოზიცია კი არა, დანაშაულებრივი ორგანიზიციაა. როგორც ჩანს, მისგან „მთავარი ოპოზიციური ძალის“ შექმნა დღევანდელი ხელისუფლებისათვის მომგებიანია. ყოველი ობიექტური ადამიანი გეტყვით, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული მეორე ადგილი ბლეფია, აბსოლუტურად არარეალურია და სინამდვილეს არ შეესაბამება. მაგრამ სწორედ „ქართული ოცნების“ არაეფექტური პოლიტიკისა და გარიგების შედეგად შეძლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასეთი „შედეგების“ მიღება და პოლიტიკურ არენაზე ტივტივი.
- პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების „პოლიტიკურ დევნასთან“ დაკავშირებით, ღიად მიანიშნა, რომ მას ექს-პრეზიდენტის შეწყალება შეუძლია. როგორია თქვენი აზრი?
- მე ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი განსასჯელის სკამზე უნდა დაჯდეს და მას პასუხი უნდა მოეთხოვის იმისთვის, რაც ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს გაუკეთა. რაც შეეხება მმართველ კოალიციას, უნდა გაითვალისწინოთ, რომ „ქართული ოცნება“ ძირითადად იმ ხალხისგანაა დაკომპლექტებული, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმით მაინც და მაინც არ დაზარალებულან და თუ დაზარალდნენ, ისინი იმდენად კარგად გრძნობენ თავს ხელისუფლებაში, რომ დაივიწყეს მთავარი დაპირება - სამართლიანობის აღდგენა. ეს მათთვის უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის, ყოველ შემთხვევაში, პირველი რიგის ამოცანად აღარ დგას. ვინ მისცა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების უფლება პრეზიდენტს? ქართველი ხალხი, როცა გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად ირჩევდა, მისგან ხომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი კლანის დასჯას მოითხოვდა ჩადენილი დანაშაულობების გამო? გაიხსენეთ იგივე გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიის მთავარი ლოზუნგი - იგი ხომ ქართველ ხალხს „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის არსებული დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის დასრულებას ჰპირდებოდა და აცხადებდა, რომ „სამართლიანობა იზეიმებსო“? სადაა დღეს სამართლიანობა? სინამდვილეში კი „სამართლიანობამ იზეიმა“ მხოლოდ მათთვის, ვინც „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდა, ისიც არა ყველასათვის - მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა „აღადგინა სამართლიანობა“ საკუთარი თავის მიმართ. ისინი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელები არიან. ყველა დანარჩენს კი, ვინც ქონება დაკარგა, ვინც უსამართლოდ დაზარალდა, არაფერი მიუღია.
კონკრეტულ მაგალითს გეტყვით: პარლამენტის გადაწყვეტილებით საპატიმროდან ადამიანები „სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრების“ სტატუსით გამოვიდნენ, მაგრამ მათ ნასამართლობის მოხსნა დღემდე ვერ შეძლეს, ანუ ისინი პოლიტპატიმრებად აღიარებულნი არიან, მაგრამ ნასამართლეობას არ უხსნიან. ადამიანის ღირსებისადმი მეტი დაცინვისა და აბსურდის წარმოდგენა შეუძლებელია! მათ ისევ შელახული აქვთ უფლებები და სამსახურში ვერ ეწყობიან. ეს აბსოლუტურად არანორმალურია, მაგრამ იმავდროულად დღევანდელი მმართველობის თვალსაჩინო მაგალითიცაა.

http://www.vestikavkaza.ru/interview/Nino-Burdzhanadze-Saakashvili-dolzhen-sidet-na-skame-podsudimykh.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა