logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
„როიტერი“- ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან: „თბილისს თავისი ადგილი ნატოში უკვე მონიშნული აქვს და რუსეთის რისხვას არ შეუშინდება“
„როიტერი“- ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან: „თბილისს თავისი ადგილი ნატოში უკვე მონიშნული აქვს და რუსეთის რისხვას არ შეუშინდება“
16:34 19.10.2014
„თბილისი არ მიიღებს კრემლის „დიქტატს“ და შესაბამისად, გააგრძელებს დასავლეთთან და ნატოსთან ურთიერთობას, ნებას მისცემს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს ტერიტორიაზე საწრთვნელი ცენტრი განალაგოს“, - განაცხადა იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რომელსაც რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში ომი ჰქონდა.
ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „როიტერი“ წერს.
საინფორმაციო სააგნეტო „ნიუსპრესი“ მასალის მიმოხილვას გთავაზობთ:
ხუთდღიანი ომის შედეგად რუსეთის ჯარები საქართველოს სეპარატისტულ ავტონომიებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგდნენ, რომელთა „დამოუკიდებლობა“ მხოლოდ მოსკოვმა და ოკეანეში ჩაკარგულმა ორიოდე ჯუჯა კუნძულოვანმა ქვეყანამ აღიარა. თბილისს ამჟამად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.
საქართველოს ახალმა მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში ორი წლის წინათ მოვიდა, გარკვეული ძალისხმევა მიმართა რუსეთთან ურთიერეთობის დარეგულირების მიზნით. ამ ფონზე მოსკოვმა გააუქმა წინა წლებში გამოცხადებული ემბარგო საქართველოს ექსპორტის მნიშვნელოვან პროდუქციაზე - ღვინოზე, მინერალურ წყალზე და ა.შ. ამასთან, რუსეთი ძველებურად უკმაყოფილოა საქართველოს პროდასავლური კურსით, მით უმეტეს, რომ რამდენიმე თვის წინ ამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან, პარალელურად კი ნატოში გაწევრიანებისაკენ მიისწრაფვის..
„რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან აცილება აუცილებელია. საქართველოს სტაბილურობა სჭირდება“ - განუცხადა „როიტერს“ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, - მაგრამ ჩვენ არასდროს რუსეთისადმი თაყვანისცემას არ დავიწყებთ, რუსეთის დიქტატს არ დავემორჩილებით“.
აპრილში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „როიტერთან“ საუბარში განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია რუსეთის ინტერვენციით უკრაინაში, რის გამოც საქართველო თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში საქართველოს სიმპათიები უკრაინის მხარეზეა: „ჩვენ გვსურს წარმატებული უკრაინა ვიხილოთ და ამ თვალსაზრისით რუსეთის მოქმედებას რეგიონისთვის საფრთხის შემცველად განვიხილავთ“, - ამბობს ირაკლი ალასანია.
რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე ახალი ხელშეკრულების სავარაუდო დადების კომენტირებისას ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ „ეს ფაქტი ერთმნიშვნელოვნად ხელს შეუშლის იმ მცირე პოზიტიური ძვრებს, რომლებიც საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში შეიმჩნევა“. მისი თქმით, ამგვარი ნაბიჯებით მოსკოვი ცდილობს, რომ საქართველო აიძულოს უკვე არჩეული კურსიდან გადაუხვიოს: „მაგრამ თავისუფლება და დემოკრატია ეს ის პრინციპებია, რომლებზეც ვაჭრობა უადგილოა. ჩვენ უკვე ავირჩიეთ, რომ გვსურს ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი ვიყოთ. ჩვენი მომავალი ნატოში და ევროკავშირშია“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კვლავაც გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დასავლეთთან ინტეგრაციის და კერძოდ, ნატოში გაწევრიანების მიზნით.
2008 წელს ნატომ საქართველოს თავის რიგებში მიღება აღუთქვა, მაგრამ რუსეთის მიერ განხორციელებულმა აგრესიამ ალიანსში განწყობა შეცვალა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ უკრაინის მოვლენებმა ეს საკითხი კვლავ დააყენა დღის წესრიგში. ნატოს უელსის სამიტზე გადაწყდა, რომ საქართველოსთან განსაკუთრებული თანამშრომლობა უნდა განვითარდეს.
ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება, არმიის რეფორმასა და ერთობლივი სწავლებების ჩატარებასთან ერთად, საქართველოში ნატოს საწრთვნელი ცენტრის დაარსებაა: „ამ ცენტრის მართვა საქართველოსა და ნატოს მხრიდან ერთობლივად განხორციელდება და ის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი ფაქტორი გახდება“, - ხაზი გაუსვა 40 წლის მინისტრმა, რომელმაც ეს თანამდებობა ორი წლის დაიკავა. მისი განმარტებით, ცენტრი საქართველოს საკუთრებაში იქნება, მაგრამ დაგეგმვა-დაფინასება ერთად განხორციელდება.
გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნატოს მრჩევლები საქართველოს ლოჯისტიკის ცენტრის შექმნაშიც დაეხმარებიან, ერთობლივი წრთვნების ჩატარების კოორდინირების მიზნით. ალიანსის ქვეყნების მაღალჩინოსანი ოფიცრები ქართული არმიის გენერალურ შტაბშიც იმუშავებენ. ირაკლი ალასანიამ დაამატა, რომ საქართველოს უკვე დიდი გამოცდილება აქვს მიღებული ნატოს ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილებით და მზადაა დაეხმაროს ერაყის შეიარაღებულ ძალებს რეფორმების გატარების საკითხში.
http://ru.reuters.com/article/topNews/idRUKCN0I617520141017?sp=true
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა