logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
„ფორინ პოლისი“ (აშშ): საქართველოს პრეზიდენტ-ფილოსოფოსის რთული ცხოვრება; საუბარი გიორგი მარგველაშვილთან
„ფორინ პოლისი“ (აშშ): საქართველოს პრეზიდენტ-ფილოსოფოსის რთული ცხოვრება; საუბარი გიორგი მარგველაშვილთან
16:25 19.10.2014
„საქართველოს პრეზიდენტს რბილი, მაგრამ აკადემიკოსის დამარწმუნებელი ხმა აქვს. თითქმის ერთი წლის შემდეგ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დაწყებიდან, უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, ფილოსოფოს გიორგი მარგველაშვილს ჯერ კიდევ შეუძლია „სახიფათო“ შეკითხვებს გულწრფელი ღიმილით უპასუხოს“, - წერს ჟურნალისტი ანა ნემცოვა ამერიკულ გამოცემა “ფორინ პოლისში“, რომელიც პრეზიდენტს 28 სექტემბერს შეხვდა და ესაუბრა.
პუბლიკაციაში გადმოცემულია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თვალსაზრისი როგორც შიდაპოლიტიკურ, ასევე საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
ა) შიდაპოლიტიკური საკითხები
„პრეზიდენტი გულწრფელი იყო საქართველოში ერთ-ერთ მგრძნობიარე თემაზე ლაპარაკის დროსაც: მის დაპირისპირებაზე ქვეყნის ყველაზე გავლენიან ადამიანთან - ბიძინა ივანიშვილთან. კონფლიქტი დრამატიზებულია ამ ორი ადამიანის „გეოგრაფიული მდებარეობითაც“ კი: პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სასახლე პირდაპირ უყურებს „ქართული ოცნების“ დამაარსებელ ბიძინა ივანიშვილის ულტრათანამედროვე სასახლეს. მარგველაშვილის თქმით, თავის ყოფილი მფარველი უკვე დიდი ხნის განმავლობაში არ უნახავს, მათ ტელეფონითაც კი არ უსაუბრიათ...
პრეზიდენტობა გიორგი მარგველაშვილისათვის ცხოვრების ბედნიერი ეტაპი არ არის. ბიძინა ივანიშვილმა, როცა იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, ჯერ მხარი დაუჭირა მას არჩევნებში, მაგრამ მოგვიანებით მილიარდერმა აღიარა, რომ გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტებით მან შეცდომა დაუშვა, „იმედი გაუცრუვდა“. ისინი ვერ შეთანხმდნენ სასამართლო რეფორმის ასპექტებზე, ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელების მიმართ სამართლებრივი დევნის საკითხებთან დაკავშირებით. მილიარდერი განსაკუთრებით გაღიზიანებული გიორგი მარგველაშვილის ღია უთანხმოებით მთავრობასთან, რასაც პრეზიდენტი „დემოკრატიული სახელმწიფოში ნორმალურ მოვლენად“ მიიჩნევს. ბიძინა ივანიშვილმა ამასწინანდელ ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტს უსაყვედურა, რომ მისი მოქმედება მთავრობისადმი კონკურენციას ჰგავს და რომ ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.
ბიძინა ივანიშვილს ადრეც ხშირად გამოუთქვამს პოლიტიკაში მონაწილეობისადმი თავისი უარყოფითი დამოკიდებულება. ამიტომაც, როცა იგი შეწუხდა ხშირი პოლიტიკური შეხვედრები და საერთაშორისო ვიზიტების მჭიდრო გრაფიკით, ივანიშვილმა გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნები ხელისუფლების გადასაცემად გამოეყენებინა მისთვის, ვისაც იგი ენდობოდა. რასაკვირველია, მილიარდერი კმაყოფილი არ იქნება იმით, რომ მისი რჩეული ადამიანი საკვანძო საკითხებში მის პოზიციას არ იზიარებს. „პრეზიდენტმა ამოიოხრა, როცა ჩვენ ყველაზე გავლენიანი კაცის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ მკვეთრ კრიტიკაზე ვსაუბრობდით“, - წერს ავტორი.
გააჩერეთ რომელი თბილისელიც გნებავთ ქუჩაში და შეეკითხეთ, რომელი ლიდერი მოსწონს - ივანიშვილი, მარგველაშვილი თუ ღარიბაშვილი. პასუხად ბევრი გეტყვით, რომ მოსწონს პრეზიდენტი, მაგრამ მას რეალური ძალა და უფლებები არ აქვსო. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ამასწინანდელი გამოკითხვის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი 69%-ია, გიორგი მარგველაშვილისა კი - 56%.
გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკურ ამბიციები არ აქვს. საუბრისას იგი ამბობს, რომ მას არცერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერობა არ სურს, მას უფრო მეტად ის უნდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის ჯანსაღი ატმოსფერო შეიქმნას.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეებისადმი სამართლებრივი დევნის საკითხს: განა ეს საქართველოსთვის საზიანო არ არის? პრეზიდენტმა აღიარა, რომ ეს ძალიან მტკივნეული პროცესია, თუმცა მას სჯერა, რომ „საქართველო ამ რთული სიტუაციიდან ღირსეულად და ამაყად, გამარჯვებული გამოვა“. არაა გამორიცხული, რომ პრეზიდენტის ეს განცხადება ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის თემა გახდეს.
ბ) საგარეო-პოლიტიკური საკითხები
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთს თავის გვერდით სტაბილური მეზობლების არსებობა უნდა აინტერესებდეს. მე შევეკითხე, რატომ არაა რუსეთის საელჩო თბილისში. მან მიპასუხა, რომ „საქართველოს არ შეუძლია ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, სანამ მოსკოვი არ აღიარებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის საქართველოს ნაწილებია... ჩვენ მუდამ ვფიქრობთ ჩვენს მოქალაქეებზე სოხუმსა და ცხინვალში, მუდამ ვფიქრობთ საქართველოს გამთლიანებაზე“.
საუბარი სირიასა და ერაყში მიმდინარე კონფლიქტსაც შეეხო: პირდაპირი ხაზით საქართველოსთან ერაყი უფრო ახლოა, ვიდრე ყირიმი. „პრეზიდენტთან საუბრამდე ერთი დღით ადრე მე პანკისის ხეობაში ვიყავი, სადაც ძირითადად ეთნიკური ჩეჩნები ცხოვრობენ. გიორგი მარგველაშვილს მოვუყევი პანკისელებთან საუბრის თაობაზე, რომლებიც აღფრთოვანებით ლაპარაკობდნენ იმ ახალგაზრდა მუსლიმანებზე, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოში“ წავიდნენ და „გმირი ჯიჰადისტების სახელით“ იბრძვიან. პრეზიდენტმა ფილოსოფიურად ამიხსნა, თუ რატომ უნდა მოეკიდოს სახელმწიფო ფრთხილად ამ პრობლემას: მისი თქმით, საბოლოო ჯამში საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, კანონის გამკაცრება კი შეიძლება მხოლოდ მოკლევადიანი გადაწყვეტილება იყოს“.
ამას წინათ ნატოს ექსპერტების ჯგუფი საქართველოს ეწვია, გაიმართა მოლაპარაკება თემაზე, რომელიც პრეზიდენტმა ასე მოიხსენია: „მეტი საქართველო ნატოში, მეტი ნატო საქართველოში“. პრეზიდენტი ემზადება აგრეთვე ლექციის წასაკითხად ქართველთა თვითმყოფადობის (იდენტურობის) შესახებ.
http://www.foreignpolicy.com/articles/2014/10/17/the_complicated_life_of_georgias_philosopher_president
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა