logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
 „რადიო ამერიკის ხმა“ სააკაშვილ-გეგეშიძის დაპირისპირებაზე წერს
„რადიო ამერიკის ხმა“ სააკაშვილ-გეგეშიძის დაპირისპირებაზე წერს
13:10 16.10.2014
რადიო „ამერიკის ხმა“ ჟურნალისტ იულია სავჩენკოს სტატიას აქვეყნებს, სადაც ის, ვაშინგტონში, პოლიტიკური კვლევითი ინსტიტუტის CATO-ს საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ში საქართველოს ელჩ არჩილ გეგეშიძეს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე წერს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ აღნიშნული მასალის თარგმანს გთავაზობთ:
„ოთხშაბათს კატონის ინსტიტუტის მიერ ვაშინგტონში გამართულ ფორუმზე გამოსვლისას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი ოპტიმისტურად უყურებს საქართველოს განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას, მაგრამ იმავდროულად გულისტკივილით განიცდის იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.
დისკუსიაზე ბერლინის კედლის დაცემის შემდგომ მსოფლიოში მომხდარი პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესების შესახებ იმსჯელეს. თავისი მმართველობის პერიოდზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობის ძალისხმევით საქართველო „შუასაუკუნეობრივი ინსტინქტების ბატონობისაგან“ გათავისუფლდა: „ჩვენ რეფორმები დავიწყეთ და პრაქტიკულად არცერთ რჩევას ყური არ ვუგდეთ, რომლებსაც სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი გვაძლევდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ გიჟები ხართო. ჩვენ მხოლოდ ვთხოვეთ - გვაცალეთ ექვსი თვე და შედეგებს ნახავთ... და აი, როცა ნახევარი წელი გავიდა, ყველა წარმატებას გვილოცავდა, ასეთ მიღწევებს ჩვენგან არავინ ელოდა“.
კატონის ინსტიტუტის მკვლევარებმა, თავის მხრივ, გამოაქვეყნეს მონაცემები, რომელთა თანახმად, საქართველომ ეკონომიკის თავისუფლების გლობალურ რეიტინგში მე-16 საპატიო ადგილი დაიკავა. წარმატებული პროექტების სახით მიხეილ სააკაშვილმა დაასახელა პოლიციის რეფორმა და ქართველი ახალგაზრდების დასაქმება მმართველ სტრუქტურებში: „ერთ-ერთი რჩევა, რომელიც მე შემიძლია ჩემს თანაკურსელ პეტრო პოროშენკოს მივცე, ის არის, რომ ხელისუფლების ორგანოებში 25 წლის ასაკის მქონე ბევრი ახალგაზრდა მიიყვანოს. საერთოდ, ჩემთვის წარმატების მთავარი კრიტერიუმი ჰორიზონტალური სოციალური მობილურობაა“. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ახალი მმართველი ძალის მოსვლის შემდეგ მთელ რიგ სფეროებში, სადაც ადრე რეფორმები წარმატებით გატარდა, უკუქცევითი პროცესები დაიწყო: „ყველაზე ბოლო პროექტი, რაც კი უკანასკნელ წლებში განხორციელდა, ეს პრეზიდენტის ბიბლიოთეკის დაარსებაა“, - აღნიშნა მან.
დისკუსიის მსვლელობის დროს მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა აგრეთვე მისი თანაგუნდელების სამართლებრივი დევნის თაობაზე, რომლებიც რეფორმების გატარებაში მონაწილეობდნენ: „ამ ადამიანებს [შრომისა და ცხოვრების] აუტანელი პირობები შეუქმნეს, ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ ქვეყნიდან წასულიყვნენ. მათ გარკვეული ვალდებულებები ჰქონდათ აღებული ბანკების წინაშე - ზოგს კრედიტი ჰქონდა გამოტანილი, ზოგს მანქანა განვადებით, მაგრამ ხელისუფლებამ მხედველობაში არაფერი არ მიიღო“, - განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.
დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძეც, რომელმაც თქვა, რომ იგი კარგად იცნობს მიხეილ სააკაშვილს და მასთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა. ამასთან, ელჩმა მოუწოდა ექს-პრეზიდენტს, რომ ნუ დამალავს და მიაჩუმათებს მისი მმართველობის პერიოდში მომხდარ მთელ რიგ არცთუ მთლად წარმატებულ ფაქტებს და წინასწარგანზრახულად მუქ ტონებში ნუ დახატავს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობას: „მინდა ამ ფონზე გაგახსენო ანდაზა - „რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის“, - მიმართა არჩილ გეგეშიძემ მიხეილ სააკაშვილს. „ყოველ შემთხვევაში, ჩვენს დროს ის ბრწყინავდა“, - უპასუხა ექს-პრეზიდეტმა.

http://www.golos-ameriki.ru/content/saakashvili-savchenko/2485253.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა