logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
 „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგი“ (შვეიცარია): კრემლი აფხაზეთს უტევს
„ნოიე ციურჰერ ცაიტუნგი“ (შვეიცარია): კრემლი აფხაზეთს უტევს
11:38 16.10.2014
„თარიღი, როგორც ჩანს, შემთხვევითი არ არის: საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერიდან სულ რაღაც ოთხი თვე გავიდა და რუსეთმა აფხაზეთს „კოოპერირებ-ინტეგრირების“ ხელშეკრულების დადება შესთავაზა“, - აღნიშნულია შვეიცარიული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - დენიელ ვეხლინი).
„პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია საქართველოს ამბოხებული რეგიონის უფრო მეტად და მტკიცედ მიბმა რუსეთის ფედერაციასთან: ინტეგრირების სფეროები მოიცავს როგორც სოციალურ, ასევე სამხედრო სფეროებს, მოსკოვი ხელმძღვანელისა და მაკონტროლებლის ფუნქციებს ღებულობს. ფაქტიურად, ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთი ევრაზიულ საბაჟო კავშირს უახლოვდება. თბილისი პროტესტს აცხადებს და ხაზს უსვამს, რომ ეს კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯია აფხაზეთის ანექსიის საკითხში რუსეთის მიერ.
სხვათა შორის, პარლამენტის სპიკერი ვალერი ბღანბა საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი ამ პროექტის მიმართ და მასში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას ითხოვს, რომელიც რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვას ითვალისწინებს.
აფხაზეთი შავიზღვისპირა ქვეყანაა, რომელიც საქართველოსთან 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ, იზოლირებულია და სიღარიბეში ცხოვრობს. მისი ბიუჯეტი 70%-ით მოსკოვიდან ფინანსდება, ყველანაირი პროდუქციის იმპორტი რუსეთიდან ხდება. უფრო მეტიც - 240 ათას აფხაზს ჯიბეში რუსეთის მოქალაქის პასპორტი უდევს. მოსკოვმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა, მის შემდეგ კი კრემლი სოხუმს მფარველობას უწევს. აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზებია დისლოცირებული დაახლოებით 5000-იანი კონტინგენტით, საქართველოსთან საზღვარს კი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეები აკონტროლებენ.
აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობა უარყოფითად მოქმედებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე. უნდა ითქვას, რომ აფხაზეთი საკმაოდ განსხვავდება სამხრეთ ოსეთისაგან, რომელიც, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ასევე საქართველოს ეკუთვნის, თუმცა დე-ფაქტოდ მასაც რუსეთი აკონტროლებს. ამ რამდენიმე თვის წინათ აფხაზებმა გარკვეულწილად რუსეთის მიერ გატარებული პოლიტიკაც გააკრიტიკეს რესპუბლიკაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით - მძიმე კრიმინალური და სოციალური ფონის გამო. ზაფხულში საპროტესტო აქციები გაიმართა, რამაც ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია,“ - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა