logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნიკოლაი პატრუშევი: ქართველ დიქტატორს ბლიცკრიგის განხორციელება სურდა...
ნიკოლაი პატრუშევი: ქართველ დიქტატორს ბლიცკრიგის განხორციელება სურდა...
13:36 15.10.2014
რუსული გამოცემა „როსსიისკაია გაზეტა,“ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს,
სადაც პატრუშევი უკრაინის კრიზისს, რუსეთისა და აშშ-ის წინააღმდეგობრივ ურთიერთობას, კავკასიის პრობლემებსა და სხვა საკითხებს ეხება (ესაუბრება ჟურნალისტი ივან ეგოროვი).
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„ბოლო 20 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები განსაკუთრებით თავხედურად და უაპელაციოდ მოქმედებდა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ისარგებლა რა საბჭოთა კავშირის დასუსტებითა და დაშლით, ვაშინგტონმა თავისი გავლენა გაავრცელა ნედლეულით მდიდარ ცენტრალური აზიაზე, თითქმის სრული კონტროლი დაამყარა სატრანტიზო გზებზე კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე, კავკასიის გავლით. ყველა ეს ტერიტორია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების ზონად იქნა მიჩნეული. ვაშინგტონის წინსვლის ერთადერთ ბარიერად და ხელშემშლელ ფაქტორად კი მხოლოდ რუსეთიღა რჩებოდა.
ამერიკელი სტრატეგოსები რუსეთის ფაქტორის ლიკვიდირებას, მისი სახელმწიფო ხელისუფლების სრულ მოშლასა და ტერიტორიული მთლიანობის დაშლაში ხედავდნენ. მათი აზრით, რუსეთის ყველაზე სუსტი წერტილს ჩრდილოეთ კავკასია წარმოადგენდა. ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ჩეჩნეთს, რომელიც დასავლეთის თითქმის ფაქტიური კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა: ექსტრემისტებს და მათ მომხრეებს რუსეთში მხარს უჭერდნენ დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების, ევროპისა და ისლამური ქვეყნების სპეცსამსახურები. ასეთ სიტუაციაში რუსეთის ხელისუფლებამ მკვეთრი და პრინციპული პოზიცია დაიკავა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად. საბოლოო ჯამში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მტკიცე პოლიტიკური ნებისა და უდიდესი ძალისხმევის შედეგად ჩვენი მტრების მიზნები ჩაიფუშა - ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დარჩა.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერორორისტული აქტების შემდეგ დასავლეთი მიხვდა, რომ ამგვარ საფრთხესთან ბრძოლა მხოლოდ ერთობლივად შეიძლებოდა, შესაბამისად, იძულებული გახდა რუსეთთან თანამშრომლობა დაეწყო. ამ პერიოდში დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკა შენელდა: ისინი შედარებით ნაკლებად აპროტესტებდნენ ჩვენს ანტიტერორისტულ ოპერაციებს ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩვენ კი მათ ოპერაციებს ავღანეთში. ვაშინგტონი თითქოსდა მზადყოფნას გამოხატავდა მოსკოვთან ურთიერთქმედებისათვის, თუმცა მაინც უარს არ ამბობდა რუსეთის „შეკავებაზე“ - ნატო ჩვენს საზღვრებს სულ უფრო უახლოევდებოდა, საერთაშორისო სამართალი კი „ძალის სამართლით“ იცვლებოდა (ერაყში, ლიბიაში...).
2008 წლის 7-8 აგვისტოს შემდეგ კი, როცა საქართველოს ხელმძღვანელობამ, შეერთებული შტატების მხარდაჭერით, სამხრეთ ოსეთის განადგურება განიზრახა, მსოფლიო კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად შეიცვალა: პირველად, მრავალი ათეული წლის განმავლობაში, ვაშინგტონმა პირდაპირი დახმარება გაუწია უცხო სახელმწიფოს, რომელიც თავს დაესხა რუსეთის მოქალაქეებს და რუს მშვიდობისმყოფლებს.
ფსონი უეცარ, მოულოდნელ მოქმედებაზე დაიდო: ქართველ დიქტატორს იმედი ჰქონდა, რომ მსოფლიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს განხორციელებული სამხედრო შეჭრა რუსეთს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა, ქართველები კი ამით ისარგებლებდნენ და თავიანთ „ბლიცკრიგს“ („ელვისებურ ომს“) განახორციელებდნენ. მაგრამ რუსეთის ხელმძღვანელობამ ოპერატიული რეაგირება მოახდინა სიტუაციის მკვეთრ გამწვავებაზე - მიღებული იქნა ზომები აგრესიის შესაჩერებლად“, - ამბობს ინტერვიუში ნიკოლაი პატრუშევი.

http://www.rg.ru/2014/10/15/patrushev.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა