logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
„კასპიი“ (აზერბაიჯანი): იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ ფუქნციონერები ჩაკეტილ, საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ
„კასპიი“ (აზერბაიჯანი): იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ ფუქნციონერები ჩაკეტილ, საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ
11:32 15.10.2014
აზერბაიჯანული გამოცემა „კასპიი“, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან და ამერიკის ელჩის მიერ გიორგი მარგველაშვილის მიმართ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, მასალას აქვეყნებს, რომლის მიმოხილვასაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
„საქართველოში სახელისუფლებო კრიზისი გრძელდება. პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის არსებული უთანხმოება სხვადასხვა საკითხის მიმართ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დამოკიდებულებაშიც აირეკლა“, - ნათქვამია ყოველკვირეული გაზეთის სტატიაში (ავტორი - ფუად ფაშაბეილი).
რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარია მომენტია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების კრიტიკა ექს-პრეზიდენტსა და მის გუნდთან მიმართებით: დაისაჯონ თუ არ დაისაჯონ ყოფილი მმართველები? ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მოუწოდებს თბილისს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სამართლებრივი დევნა უნდა შეწყვიტოთო. ამ დოკუმენტის შემდეგ ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მინიშნება გაგებულ იქნა და ამ საკითხში რაღაც ცვლილებები მოსალოდნელია. მაგრამ დრომ აჩვენა, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ თავისას აგრძელებს. რასაკვირველია, ასეთმა სიტუაციამ ბევრი ჩააფიქრა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც, ანუ ისინიც, რომლებიც საქართველოს მფარველობენ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები.
იმედგაცრუება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ამას წინათ აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საჯაროდ უთხრა საყვედური პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომ ხელისუფლება ძალიან დიდი დროს უთმობს ექს-პრეზიდენტის დევნას, სხვა საქმეებიც უნდა აკეთოთ, უპირველესად კი ქვეყნის განვითარებაზე უნდა იზრუნოთო. პრეზიდენტმა შეატყო, რომ საქართველოს ხელისუფლება მკაცრი გამოწვევის წინაშე დგას, თავის პასუხში მიანიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, პრინციპში, შესაძლებელია.
საინტერესო ისაა, რომ რიჩარდ ნორლანდის მკაცრი გაფრთხილება მმართველ კოალიციაში „მეგობრულ რჩევად“ აღიქვეს. ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მართლაცდა, ძალიან გასაოცარი ახსნაა, არ გეჩვენებათ? „მეგობრული რჩევა“, რომელიც მკაცრია... განა ასე „მეგობრულად“ უნდა ელაპარაკოს რომელიმე უცხოელი ელჩი სუვერენული ქვეყნის მეთაურს? სასაცილოა პირდაპირ... იქმნება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ ფუქნციონერები რაღაც ჩაკეტილ, საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ...
უფრო რეალური აღმოჩნდა ოპოზიციის კომენტარები, ამ მხრივ თვალსაჩინოა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის ნათქვამი, „ასეთი საკითხები ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას ყოველთვის დახურულ კარს მიღმა წყდებოდაო“, აგრეთვე „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის კომენტარი, რომლის თანახმად, პოლიტიზებული სასამართლო პროცესები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას მოახდენსო“.
მართლაცდა, ამერიკელი დიპლომატის ამგვარი ღია დემარში ქართულ უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოა და ანალოგს ვერ მოუძებნი. სახეზეა ვაშინგტონის დაუფარავი უკმაყოფილობა. შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ კარგი არაფერი მოჰყვება იმას, თუ ეს გართხილება უყურადღებოდ დარჩება. თუმცა...
ახლახან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საინტერესო რამ განაცხადა: „ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს საქართველოს ტერიტორიაზე თავისი შეიარაღებული ძალების განლაგებას, ხელისუფლების ნებართვის გარეშეო“. ირაკლი ღარიბაშვილმა ასეთი პასუხი გასცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოხატულ უკმაყოფილებას, რომელიც ნატოს სამხედრო წრთვნების ბაზის გახსნას ეხებოდა. მართალია, ამ საკითხზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამაც ახლახან ილაპარაკა, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის „მეგობრულ რჩევას“ დროში ზუსტად დაემთხვა. რა არის ეს, ვაჭრობა? ძალიან ჰგავს...
http://www.kaspiy.az/news.php?id=17741

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა