logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
 „ნოვიე იზვესტია“ - პანკისის ხეობის პრობლემა: რატომ მიდიან ქისტები შორეულ სირიაში საომრად?
„ნოვიე იზვესტია“ - პანკისის ხეობის პრობლემა: რატომ მიდიან ქისტები შორეულ სირიაში საომრად?
15:37 14.10.2014
რუსული გამოცემა „ნოვიე იზვესტია“ პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების საომრად წასვლის ტენდენციების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომლის მიმოხილვასაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სალაპარაკო თემას სირიის მოვლენები და მათში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა წარმოადგენს, რომლებიც ძირითადად პანკისის ხეობიდან არიან. სულ ახლახანს პანკისის ხეობაში შეტყობინება მიიღეს, რომ სირიის ქალაქ კობანის შტურმის დროს 22 წლის პანკისელი გურამ გუმაშვილი დაიღუპა“, - ნათქვამია სტატიაში.
„რამდენი პანკისისხეობელი იბრძვის სირიაში ე.წ.„ისლამური სახელმწიფოს“ ჯარების შემადგენლობაში, ზუსტად არავინ იცის. ქართულ პრესაში წერენ, რომ დაახლოებით 50 ქისტი მებრძოლიო, მაგრამ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიელი ქალების კონგრესის“ ხელმძღვანელი მექა ხანგოშვილი ამბობს, არაა გამორიცხული, რომ მათი რაოდენობა ასზე მეტიცაა. უკვე საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ზოგიერთმა ქისტმა მებრძოლმა სირიაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და ხელმძღვანელ პოსტებზეც არიან წარმოჩენილი, მაგალითად, ომარ ალ-შიშანი, რომელიც, მართალია, „ჩეჩენის“ სახელით კი არის ცნობილი, მაგრამ ფაქტია, რომ იგი - თარხან ბათირაშვილი - საქართველოს მოქალაქეა, მამა ქართველი ჰყავს და სოფელ ბირკიანიდანაა. ამას წინათ, როგორც ამერიკული საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგი“ იტყობინება, ომარ ალ-შიშანი რუსეთს დამუქრებია - მამამისთან სატელეფონო საუბარში უთქვამს, რომ „ჩამოვალთ და რუსებს სეირს ვაჩვენებთო“. თუმცა, ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ თარხან ბათირაშვილის მუქარები გადაჭარბებულია - საეჭვოა, რომ ომარ ალ-შიშანი თავის დანაპირებს შეასრულებს.
საქართველოს ხელისუფლება აღიარებს, რომ ეს პრობლემა აქტუალურია: „ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ პანკისში არსებული ვითარება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იქაურები ჯერ ლეგალურად მიდიან თურქეთში, იქიდან კი სირიაში გადადიან და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
მექა ხანგოშვილის მტკიცებით, პანკისელების დიდი ნაწილი ადგილობრივი ახალგაზრდობის შორეულ ომში მონაწილეობის წინააღმდეგია, მაგრამ ვაჰაბიტები მაინც ახერხებენ ზოგიერთი ახალგაზრდის გადაბირებას - ისინი ჯერ თურქეთში ვითომდა სამუშაოდ მიდიან, შემდეგ კი ვაჰაბიტებს სირიაში გადაჰყავთ საომრად.
ექსპერტთა რჩევები საქართველოს ხელისუფლებისადმი ტრადიციულია: პანკისის ხეობაში საჭიროა პროფილაქტიკური ღონისძიებების გაძლიერება და ტრადიციული ისლამის მხარდაჭერა. ასევე აუცილებელია რეგიონის ეკონომიკური განვითარება და ადგილობრივი ახალგაზრდების შრომითი მოწყობა., რომლის გარეშე „საბრძოლო ემიგრაციის“ რისკი ყოველთვის იარსებებს“, - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

http://www.newizv.ru/world/2014-10-14/208949-sem-bed.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა