logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ბლუმბერგი“: თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი: „მამაჩემო, არ ინერვიულო, ჩამოვალთ და რუსებს სეირს ვაჩვენებთ“
„ბლუმბერგი“: თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი: „მამაჩემო, არ ინერვიულო, ჩამოვალთ და რუსებს სეირს ვაჩვენებთ“
10:12 10.10.2014
გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ბლუმბერგი“, ერაყში მებრძოლი პანკისელი ქისტის, თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ-შიშანის შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

როცა ისლამური სახელმწიფოს ჯარების მეთაურმა ომარ ალ-შიშანმა („ომარ ჩეჩენი“) მამამისს დაურეკა და უთხრა, რომ მათ ერაყის არმიის ქვედანაყოფები გაანადგურეს და ქალაქი მოსული აიღეს, იქვე დაამატა, რომ შემდეგი რუსეთი იქნება. „ასე მითხრა, მამაჩემო, შენ არ ინერვიულო, ჩამოვალთ და რუსებს სეირს ვაჩვენებთო“, - ამბობს თემურ ბათირაშვილი, რომელიც თავის სახლში, პანკისის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან, ჩეჩნეთთან ახლოს იმყოფება, - „ჩემთან ერთად ათასობით მებრძოლი მოდის, უფრო მეტიც იქნება, რუსეთსაც მივწვდებით და შური უნდა ვიძიოთო“.
აშშ და ევროპული ქვეყნები საკმაოდ მაღალ დონეზე აფასებენ ჯიჰადისტების მოქმედების რისკს, როცა ისინი ახლო აღმოსავლეთიდან თავიანთ სამშობლოში დაბრუნდებიან. ასეთი არასტაბილურობა კავკასიის რეგიონზეც აისახება, რომელიც რუსეთს, თურქეთსა და ირანს შორისაა მოქცეული, სადაც სამი ათეული წლის წინათ უამრავი ცხელი წერტილი წარმოიქმნა - ჩეჩნეთიდან მთიან ყარაბაღამდე და საქართველოში.
თემურ ბათირაშვილის ვაჟი თარხანი, წარმოშობით იმ მხარიდანაა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ათ წელზე მეტ ხანს ებრძოდა დასამორჩილებლად. მაშინ, როცა რუსეთის ლიდერს ყურადღება უკრაინის კონფლიქტისკენ აქვს მიპყრობილი, ქართველებს ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომში მიყენებული შეურაცხყოფა, როცა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმს ხელი შეუწყო. დღეს თარხან ბათირაშვილი, ჟღალწვერა მეთაური, ცნობილია ომარ ალ-შიშანის სახელით, რომელსაც ათასზე მეტი მებრძოლი ჰყავს სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე ისლამური ხალიფატის შესაქმნელად. მის ჯარში მსახურობს ათობით ახალგაზრდა პანკისის ხეობიდან, რომლებიც იქედან უმუშევრობის გამო და კავკასიაში რუსეთის ბატონობის პროტესტის ნიშნად, ჯიჰადში („წმინდა ომში“) მონაწილეობის მისაღებად წამოვიდნენ.
როგორც ვაშინგტონში არსებული დემოკრატიის დაცვის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი დევიდ გარტენშტაინ-როსი ამბობს, ბოლო ხანებში ომარ ალ-შიშანმა „ბრწყინვალე მანევრები“ განახორციელა და ბაღდადის დასავლეთით ანბარის პროვინცია დაიპყრო, ფელუჯასთან ბრძოლის დროს ერაყის არმიის 500-მდე სამხედრო მოსამსახურე გაანადგურა და 180-მდე ტყვედ აიყვანა.
„ომარ ალ-შიშანის რაზმში დაახლოებით ათასი რუსულენოვანი ჯიჰადისტი იბრძვის, სირიელებისა და ერაყელების გარდა“, - ამბობს მოსკოვში არსებული სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი და ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ელენე სუპონინა. მათი უმრავლესობა პანკისის ხეობიდან ჩასული ჩეჩნები არიან. ამ ხეობაში, რომლის სიგრძე 8 კილომეტრია და ჩეჩნეთისა და სამხრეთ ოსეთისაგან მაღალი მთაგრეხილი ჰყოფს, 11 ათასი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, ისინი ეთნიკურ ქისტებს (ჩეჩენთა ქვეჯგუფს) მიეკუთვნებიან.
„ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან რუსეთის უშიშროების ორგანოებისთვის პანკისის ხეობა ყოველთვის საფრთხის შემცველი იყო ჯერ კიდევ ჩეჩნეთის პირველი ომის დროიდან“, - განაცხადა ელენე სუპონინამ 7 ოქტომბერს სატელეფონო საუბრის დროს, - „თბილისი პანკისის ხეობას ვერ აკონტროლებს, ამიტომაც იქედან ახლო აღმოსავლეთში წასვლა მაინც და მაინც ძნელი არ არის. პანკისის ხეობა - ეს კავკასიის უსაფრთხოების შავი ხვრელია“.
რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტის ფესვები ისტორიაში უნდა ვეძიოთ. პირველი აჯანყება 1785 წლითა თარიღდება, იმის შემდეგ სამხედრო მოქმედებები თითქმის პერმანენტულად მიმდინარეობდა, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 25 წლის წინათ, როცა ჩეჩნეთის პირველი ომი დაიწყო. 1999 წელს, როცა მოსკოვში საცხოვრებელი კორპუსები ააფეთქეს და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩეჩნებმა სამხედრო მოქმედებები დაღესტანზეც გაავრცელეს, ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის წინააღმდეგ მეორე ომი დაიწყო. თავისი პრეზიდენტობის პირველ პერიოდში მან მოახერხა ჩეჩნეთზე კონტროლის აღდგენა და იქ ლოიალური რეჟიმი დაამყარა.
პანკისის ხეობა, სადაც უმუშევრობა 90%-ს აღწევს, მოხუცები და ახალგაზრდები უსაქმურობის გამო ხეებქვეშ სხედან და ბავშვებთან თამაშით ერთობიან. მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლები უცხოეთში სამუშაოდ წასული ნათესავების მიერ გადმორიცხული თანხებით გამოიხატება, რასაც კარგად მოვლილი სახლებიც ადასტურებს.
სამუშაოდ წასვლა ზოგიერთისათვის მხოლოდ შირმაა. მაგალითად, 18 წლის ბესო კუშტანაშვილის ოჯახს ეგონა, რომ იგი თურქეთში სამუშაოდ იყო წასული, მაგრამ შემდეგ გაიგეს, რომ ბესო ჯიჰადისტად იბრძოდა და ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა.
იზა ბორჩაშვილი, რომელსაც ბესო ბავშვობიდანვე ახსოვს, ამბობს, რომ ეკონომიკური პრობლემები ის ძირითადი ფაქტორია, რის მიზეზითაც ახალგაზრდები პანკისის ხეობიდან სამუშაოდ უცხოეთში მიდიან, მაგრამ არის კიდევ იდეა, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას. „ისინი ახალგაზრდები არიან და იოლად მისაღწევ მიზანს წარმოადგენენ, ამ ბიჭებს საქმე არ აქვთ, უმუშევრები არიან და ამიტომ უცხოეთში რაღაც ახლისათვის მიდიან“.
პანკისიდან ახალგაზრდების მასობრივმა გაქცევამ დაძაბულობა შექმნა. მოსახლეობას უცხოეთში წასულ მებრძოლებზე ბევრს ვერაფერს ათქმევინებ, თუმცა როგორც სოფლის ასაკოვანმა მცხოვრებმა სოსო ქავთარაშვილმა გვითხრა, იგი ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან ცდილობდა ხეობის დაცვას „ბანდიტ-ბოევიკებისაგან“ და ექსტრემისტებისაგან.
რამდენიმე დღის წინათ ჩეჩნეთში, პანკისიდან 60 კილომეტრის მოშორებით, 19 წლის ტერორისტ-კამიკაძემ თავი აიფეთქა და ხუთი პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა.
რუსეთმა საქართველო დაანაშაულა, რომ თბილისი თვალს ხუჭავს ამაზე და პანკისში თავშესაფარს აძლევს იმ „ბოევიკებს“, რომლებმაც ვლადიმერ პუტინის მოკავშირის - ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის მოკვლა სურთ. ამ მიზნით ომარ ალ-შიშანმა გასულ თვეში ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი დააწესა.
„ალ-შიშანი ისლამურ სახელმწიფოს - ხალიფატს აყალიბებს, - ამბობს ელენა სუპონინა, - როგორც კი იგი მიზანს მიაღწევს, თავისი ხალხით სახლში დაბრუნდება და ბრძოლას დაიწყებს. ეს საშიშია საქართველოსთვისაც. ექსტრემისტები შარიათის დამყარებას ყველგან ეცდებიან, სადაც კი ცენტრალური ხელისუფლება სუსტია“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა უარი თქვა კომენტარზე, როცა მას „ბლომბერგი“ დაუკავშირდა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა კი განაცხადა, რომ ქართული სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს: „ჩვენ დაგეგმილი გვაქვს გადამწყვეტი პროფილაქტიკური ზომები განვახორციელოთ, საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით და აღმოვფხვრათ ის ნაკლოვანებები, რომლებიც ეხება როგორც საზღვარგარეთ ჩადენილ დანაშაულს, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობას“, - გვითხრა მან თბილისიდან, სატელეფონო საუბარში, - „ჩვენი მიზანია წინააღმდეგობა გავუწიოთ იმას, რომ მათ სხვებმაც არ მიბაძონ. მათ არ უნდა ჰქონდეთ საფუძველი იფიქრონ, რომ დაუსჯელები დარჩებიან“.
საქართველოს მთავრობამ პანკისში 2003 წლიდან, „ალ-ქაიდას“ ბოევიკების ხეობიდან განდევნის მიზნით რამდენიმე ანტიტერორისტული ოპერაცია განახორციელა. 2012 წელს აქ 11 ადამიანი დაიღუპა. სწორედ იმ წელს გაათავისუფლეს თარხან ბათირაშვილი ციხიდან, სადაც იარაღის უკანონოდ ფლობის გამო იჯდა. იგი 1986 წელს დაიბადა ქართველი ქრისტიანი მამისა და ჩეჩენი მუსულმანის დედის ოჯახში, იბრძოდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, დაზვერვის ქვედანაყოფში სერჟანტის სამხედრო ჩინით. არმიიდან იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაითხოვეს.
თარხან ბათირაშვილს პატიმრობის დროს მუსულმანური რწმენა განუმტკიცდა. როგორც მამამისი თემური ამბობს, „ციხიდან რომ გამოვიდა, თავისი ფოტოსურათებიც დაწვა და ჩვენიცო“. საქართველოდან წასვლის შემდეგ თარხან ბათირაშვილი ომარ ალ-შიშანად („ომარ-ჩეჩენად“) გადაიქცა, შეკრიბა რამდენიმე ათეული თანამემამულე და მონაწილეობა მიიღო ბრძოლებში ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ ალეპოსთან. სულ მალე იგი ჩრდილოეთ სირიაში მოქმედი ისლამური შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი გახდა. რადგანაც მისი ბრძოლის ამბებმა პანკისშიც ჩააღწია, თარხანი ახალგაზრდებისათვის მისაბაძ ადამიანად იქცა. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, რომელმაც რეპრესიების შიშით სახელი არ გაამჟღავნა და უბრალოდ თქვა, ვაინახი ვარო, მითხრა, რომ მას განზრახული აქვს სახლში დაბრუნებულ ჩეჩნებთან გაერთიანება რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად. ვაინახმა განაცხადა, რომ ეს მისი ოცნებაა იმ დროიდან, როცა პატარა ბიჭი იყო, ხელში პირველად აიღო თოფი და გაისროლა. „მეც ვიომებდი... მათ ხომ ღმერთისა და ძმობის სახელით ჩეჩნეთისათვის შურისძიება სურთ. ისინი უკეთ მომზადებულები და უფრო ძლიერები არიან. მე ამაში დარწმუნებული ვარ“.
მაიკლ უინფრი

http://www.bloomberg.com/news/2014-10-08/how-islamic-state-grooms-chechen-fighters-against-putin.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა