logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„კომერსანტი“ (რუსეთი): საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას შესაძლო სკანდალი ემუქრება
„კომერსანტი“ (რუსეთი): საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას შესაძლო სკანდალი ემუქრება
11:44 09.10.2014
პრეზიდენტმა და მიანიშნა, რომ მზადაა მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ადმინისტრაციის სხვა ჩინოვნიკების შეწყალებისათვის: „მეუბნებიან, რომ ჯერ გაასამართლებენ, შემდეგ კი გადმომცემენ შესაწყალებლად“. მოკლედ, პრეზიდენტმა გეგმები გახსნა.
„საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას შესაძლო სკანდალი ემუქრება: ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საჯაროდ უსაყვედურა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომ ხელისუფლება ძალიან დიდ დროს უთმობს მიხეილ სააკაშვილისა და მის თანაგუნდელთა სამართლებრივ დევნას იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის განვითარებაზე იფიქროს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორი - გიორგი დვალი).
დიპლომატიური საყვედური აშშ-ის სავაჭრო პალატის სახელით გამართული ოფიციალური სადილის დროს გაჟღერდა, სადაც ამერიკელი დიპლომატი და პრეზიდენტი ერთად ისხდნენ ბიზნესმენების გვერდით. რიჩარდ ნორლანდმა სიტყვა ითხოვა და გიორგი მარგველაშვილს შეეკითხა: „ძალიან მაინტერესებს, რას უპასუხებთ აშშ-ში ვიზიტის დროს ამერიკელი სკეპტიკოსების შეკითხვას, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს აკვიატებული აქვს წარსულის [ქექვა] და არა მომავალზე ზრუნვა“? – „ჩვენ, რა თქმა უნდა, მკაცრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, - უთხრა პრეზიდენტმა ელჩს, - ჩვენი ამერიკელი მეგობრები ძალიან არიან შეწუხებულები ყოფილი ჩინოვნიკების დევნით... მაგრამ მე გამოვრიცხავ ვუკარნახო სასამართლოს და გამოძიებას, როგორ უნდა მოიქცეს... ეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ პოლიტიკური ვენდეტა ნამდვილად არ არის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და მიანიშნა, რომ მზადაა მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ადმინისტრაციის სხვა ჩინოვნიკების შეწყალებისათვის: „მეუბნებიან, რომ ჯერ გაასამართლებენ, შემდეგ კი გადმომცემენ შესაწყალებლად“. მოკლედ, პრეზიდენტმა გეგმები გახსნა.
პრეზიდენტის პასუხი ემთხვევა მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ პოზიციას: ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის გასამართლება სურს („სამართალმა რომ იზეიმოს“), თუმცა დაეთანხმება იმას, „თუ ამჟამინდელი პრეზიდენტი ყოფილ პრეზიდენტს შეიწყალებს“.
მმართველ კოალიციაში ამერიკელი ელჩის სიტყვებს მშვიდად შეხვდნენ: „სიმკაცრის მიუხედავად, შეკითხვა მაინც მეგობრული იყო, - განაცხადა „კომერსანტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა, - ელჩმა, უბრალოდ, ჩვენი პრეზიდენტი წინასწარ გააფრთხილა, რა შეკითხვები ელოდება მას ვაშინგტონში ვიზიტის დროს“. ექს-პრეზიდენტის მომხრეები კი ხელისუფლებას ურჩევენ, თავს ნუ დაიმშვიდებენ. „ნაციონალთა“ წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა „კომერსანტს“ განუმარტა, რომ „ყოველთვის ფრთხილმა რიჩარდ ნორლანდმა ხელისუფლებას მიანიშნა, რომ პოლიტიზებული სასამართლო პროცესები უარყოფითად იმოქმედებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე“.
როგორც ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა „კომერსანტთან“ საუბრის დროს აღნიშნა, „ამერიკელი ელჩები ასე საჯაროდ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს არასოდეს არ მიმართავდნენ ხოლმე... მსგავსი საკითხები დახურულ კარსმიღმა წყდებოდა“. პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა კი განმარტა: „ეს დემარში ვაშინგტონის უკმაყოფილების გამოხატულებაა იმ მიზეზით, რომ თბილისს ჯიუტად არ ესმის თხოვნა მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების დევნის შეწყვეტაზე“.

http://www.kommersant.ru/doc/2585508

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა