logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
„კასპიი“ (აზერბაიჯანი): ქართული რღვევა; დაპირისპირება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დემონსტრაციულ ხასიათს იღებს
„კასპიი“ (აზერბაიჯანი): ქართული რღვევა; დაპირისპირება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დემონსტრაციულ ხასიათს იღებს
11:12 08.10.2014
სააკაშვილს ძალიან რთული პერიოდი უდგას. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსგუმაციის თაობაზე, რომლის დაღუპვაში თავიდანვე ეჭვები მიხეილ სააკაშვილზე ჰქონდათ... თუ ექს-პრეზიდენტის მონაწილეობა დადასტურდება, მაშინ მიხეილ სააკაშვილზე ნამდვილი ნადირობა დაიწყება;
აზერბაიჯანული გამოცემის პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია და ყურადღება გამახვილებულია ხელისუფლებაში არსებულ უთანხმოებაზე, ყოფილი და ამჟამინდელი მმართველი პარტიების ურთიერთდაპირისპირებაზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე და ა.შ. (ავტორი - ფუად ფაშაბეილი).
აზერბაიჯანული მედიასაშუალების მიმოხილვის თარგმანს, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ შემოკლებით გთავაზობთ:

„საქართველოში საკმაოდ რთული სიტუაციაა შექმნილი: პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ურთიერთობა თავიდანვე სტაბილურად „გრილი“ იყო, მაგრამ რაც დრო გადიოდა, უთანხმოება მატულობდა და უკვე მწვავე დაპირისპირებაში გადავიდა. საქმე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხს ეხება.
უკანასკნელ ხანს ურთიერთდაპირისპირებამ დემონტრაციული ხასიათი მიიღო, რაც, რასაკვირველია, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ბიძინა ივანიშვილი, რომლის აზრი დღევანდელ საქართველოში საბოლოო სიტყვად მიიჩნევა, მხარს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უჭერს, მაგალითად იმ საკითში, ვინ უნდა წასულიყო გაეროს კონფერენციაზე: „მე ვნახე მათი სია, ვინც გაეროს სხდომას ესწრებოდა საპარლამენტო რესპუბლიკებიდან. როგორც წესი, იქ პრემიერები არიან წარმოდგენილნი“-განაცხადა ივანიშვილმა. ვერაფერს იტყვი, ერთმნიშვნელოვნადაა ნათქვამი...
ის, რომ ბიძინა ივანიშვილი უპირატესობას თავის მიერ დაყენებულ კაცს - ირაკლი ღარიბაშვილს აძლევს, რომელიც მისი საქმის უშუალო გამგრძელებლად ითვლება, აშკარად იგრძნობა. უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი ნიკას ჩიტაძე ამაში გვეთანხმება და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა „ერთიანი ეროვნული მოძრაობის“ მიმართ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრის სხვადასხვა თვალსაზრისის გამო.
„ექს-პრემიერს უფრო რადიკალური პოზიცია აქვს, რომელიც მას არაერთხელ გამოუხატავს მთავარი ოპოზიციური ძალის - „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. გიორგი მარგველაშვილი კი უფრო ზომიერ პოლიტიკოსად ითვლება“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.
თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც მარჯვედ და მოხერხებულად მანევრირებს, შეძლო თავის მხარეზე საკმაოდ ბევრი ადამიანი გადაეყვანა და მხარდამჭერთა გუნდი ჩამოეყალიბებინა. გიორგი მარგველაშვილი მოქნილი პოლიტიკოსია: თუ საზოგადოებრივი აზრი რომელიმე კანონის წინააღმდეგოა, მაშინ პრეზიდენტი საზოგადოებასთან ერთადაა და [კანონს ვეტოს ადებს], მაგრამ როგორც კი პარლამენტი ვეტოს დასაძლევად აუცილებელ ქვორუმს აგროვებს, იგი შესაშური მოხერხებულობით იცვლის თავის ადრინდელ პოზიციას.
თუმცა დღევანდელ საქართველოს მხოლოდ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაპირისპირება არ აღელვებს. ქვეყანაში საკმაოდ ბევრი პრობლემაა დაგროვილი, რომლებიც დაუყონებლივ გადაჭრას მოითხოვენ. ამასვე მოუწოდებენ საქართველოს მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტები.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ამ რამდენიმე დღის წინათ განიხილა მოხსენება საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ და ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების სამართლებრივ დევნაზე. მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შეეცადნენ ასამბლეის დეპუტატების დარწმუნებას, რომ სასამართლო განხილვები პოლიტიკასთან არავითარ კავშირში არ არისო, მაგრამ მათ, თავის მხრივ, ქართველებს უკრაინის აწ დამხობილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ ჩადენილი საქმეები გაახსენეს, რომელიც ასევე „აქტიურად გზავნიდა ციხეში პოლიტიკურ ოპონენტებს“.
მოხსენებაში დაფიქსირებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოპონენტებზე სერიოზული ზეწოლის განხორციელება დაიწყო... ყოველივე ეს, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა სამართლებრივი დევნის ფაქტები, პერსონალური გვარ-სახელების მითითებით, რეზოლუციაში აისახა.
რაც შეეხება თვითონ მიხეილ სააკაშვილს: ექსპრეზიდენტს ძალიან რთული პერიოდი უდგას. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსგუმაციის თაობაზე, რომლის დაღუპვაში თავიდანვე ეჭვები მიხეილ სააკაშვილზე ჰქონდათ... სხვათა შორის, საქართველოში ახსოვთ, რომ პრემიერ-მინისტრის სიკვდილს კიდევ რამდენიმე ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, რომელიც ძალიან ჰგავდა „კვალის დაფარვას“ - დაიღუპა პრემიერ-მინისტრის აპარატის თანამშრომელი, ნდობით აღჭურვილი პირი, შემდეგ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომელიც თანაკლასელმა მოკლა და შემდეგ თვითონაც თავი მოიკლა...
თუ ეს მრავალუცნობიანი და საკმაოდ მღვრიე ისტორია გაიხსნება, ვიღაც-ვიღაცეებს საქმე ცუდად წაუვათ. და თუ ექს-პრეზიდენტის მონაწილეობა დადასტურდება, მაშინ მიხეილ სააკაშვილზე ნამდვილი ნადირობა დაიწყება“, - ნათქვამია სტატიაში.

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა