logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„კავკაზსკაია პოლიტიკა“: ავარეთ-კახეთის გზა: ყოფნა თუ არყოფნა?
„კავკაზსკაია პოლიტიკა“: ავარეთ-კახეთის გზა: ყოფნა თუ არყოფნა?
10:54 07.10.2014
„ავარეთ-კახეთის საავტომობილო გზა დაღესტანს საქართველოსთან, კავკასიის მთავარი ქედის უღელტეხილის გავლით დააკავშირებს. ეს პროექტი დიდი ხანია განიხილება და მასზე ძალიან დიდი ფულია დახარჯული. არიან კრიტიკოსებიც, მაგრამ თვითონ ისინიც კი აღიარებენ, რომ ამ გზის რეალიზებას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - ნათქვამია რუსული გამოცემის სტატიაში (ავტორი - იულია რაზბეჟკინა).
პუბლიკაციაში გადმოცემულია პროექტის ისტორია მე-19 საუკუნიდან დღემდე. საინტერესოა, რომ 1990-იან წლებში გზის მშენებლობა კერძო მეწარმემ - ინჟინერმა მაჰომედ კებედოვმა ითავა: მან სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ კოოპერატივ „მშენებლის“ მეშვეობით, საკუთარი ფინანსური დანაზოგით და ბანკში აღებული კრედიტით 55-კილომეტრიანი მშენებლობა დაიწყო და დაასრულა კიდეც, - აღნიშნავს ავტორი.
გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ მთიან დაღესტანსა და კახეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა გააქტიურდა. სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო ნაკადის გასაკონტროლებლად საჭირო გახდა საქართველოს საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის შექმნა, რისი განხორციელებაც დაიწყო - 1997 წლის 22 თებერვალს რუსეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ჩერნომირდინმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა. ამ მიზნით დაღესტნის მთავრობამ 500 მილიონი რუბლი გამოყო, მაგრამ... გზაზე მომხდარი ერთ-ერთი ავტოავარიის შემდეგ ამ სატრანსპორტო ავტომაგისტრალმა, რუსი მესაზღვრეების გადაწყვეტილებით, თავისი ფუქნციონირება შეწყვიტა. მოუვლელობით გზის დიდი ნაწილი ისევ უვარგისი გახდა, გამოყოფილი ფული კი სად გაქრა, არავინ იცის, ხოლო ბიზნესმენმა მაჰომედ კებედოვმა, რომელმაც ამდენი იშრომა და იწვალა, ვალების გასტუმრება მხოლოდ წლების შემდეგ მოახერხა.
ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის იდეა ბოლო ხანებში კვლავ გამოცოცხლდა, პროექტით დაინტერესდა დაღესტნის მეთაური რამაზან აბდულატიპოვი, უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, სამშენებლო ინფრასტრუქტურის შექმნა... გზის სიგრძე 80 კილომეტრი იქნება, აშენდება ხუთი გვირაბი და 25 ხიდი. ავტომაგისტრალი ერთმანეთთან დააკავშირებს კასპიისა და შავი ზღვების აუზს. აღსანიშნავია, რომ დაღესტანში შამილის რაიონამდე გზა უკვე მოასფალტებულია, ბეჟთიდან საქართველოს საზღვრამდე კი რემონტია საჭირო. თუ ეს გზა აშენდება და მისი ექსპლოატაცია დაიწყება, ის ამჟამად მოქმედ საქართველოს სამხედრო გზას მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევს.
თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ყველა პროექტს თავისი მოწინააღმდეგე ჰყავს, ასეა ამ შემთხვევაშიც: პოლიტოლოგი მაჰმუდ საგირხანოვი მიიჩნევს, რომ ავარეთ-კახეთის გზა მორიგი „დოლგოსტროის“ („ხანგრძლივი მშენებლობის“) გამოხატულებაა და მასში საბიუჯეტო თანხების „ჩარეცხვა“ მოხდება. ექსპერტის თქმით, დღევანდელი არასტაბილური სიტუაციის გათვალისწინებით, გზის მშნებლობა შეიძლება ათეულ წელზე მეტი ხანი გაგრძელდეს.
„უმჯობესია, საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განახორციელოს, თავის დროზე ხომ იგი ლობირებდა საქართველოს საზღვარზე საბაჟო ტერმინალის გახსნას“ - აცხადებს საგირხანოვი.
მაჰმუდ საგირხანოვს ეთანხმება საგზაო მშენებლობის ვეტერანი რამაზან ველიხანოვიც: „ჩვენთან, დაღესტანში ყველაფერი გაჭიანურებით კეთდება, ყველას თავი ხელმძღვანელად წარმოუდგენია... ჩეჩნეთს კი ერთი უფროსი ჰყავს: იტყვის და გააკეთებს კიდეც“.
http://kavpolit.com/articles/byt_li_puteprovodu_gruzija_dagestan-10091/
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა