„თუ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება, ეს ფაქტი სომხეთთან ურთიერთობაში არავითარ ცვლილებებს არ გამოიწვევს“,
- განაცხადა სააგენტო „ნოვოსტი არმენიის“ კორესპონდენტთან საუბარში ნატოს ოფისის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, ელჩმა უილიამ ლაჰიუმ. იგი შეეხო ერევან-თბილისის ურთიერთობის საკითხებს საქართველოს ნატოში სავარაუდო გაწევრიანების შემთხვევაში, როცა ორი ქვეყანა უასაფრთხოების სხვადასხვა სისტემებში აღმოჩნდება.
ამჟამად სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის - „ოდკბ“-ის წევრია, რუსეთთან და დსთ-ის სხვა ქვეყნებთან ერთად.
დიპლომატის თქმით, ნატოს ყოველი წევრი სახელმწიფო თავის საგარეო პოლიტიკას თვითონ განსაზღვრავს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან.
„სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, ნატო თავის წევრებს არა კარნახობს იმას, თუ რომელ სახელმწიფოსთან როგორი პოლიტიკა გაატაროს. შესაბამისად, საქართველო როგორც სუვერენული სახელმწიფო, თვითონ განსაზღვრავს თავისი ურთიერთობების ხასიათს სომხეთთან მიმართებით. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ამ საკითხთან არავითარი კავშირი არ აქვს, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ, - ნატო საქართველოს მხოლოდ თავდაცვის ქოლგით უზრუნველყოფს.... რაც შეეხება რუსეთს, ალიანსი მასში მტერს ნამდვილად არ ხედავს, მაგრამ განიხილავს ისეთ ფაქტორად, რომელიც ევროპაზე მადესტაბილიზებელ გავლენას ახდენს, უკრაინის მოვლენების გამო“-აცხადებს დიპლომატი.
http://news.am/rus/news/232277.html