logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ბი ბი სი“ - საქართველო: „ღია კარის“ პოლიტიკის დასასრული?
„ბი ბი სი“ - საქართველო: „ღია კარის“ პოლიტიკის დასასრული?
15:24 04.10.2014
გავლენიანი ბრიტანული მედიასაშუალება „ბი ბი სი“, საქართველოში შემოსვლისას სავიზო რეგულაციების ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით მასალას აქვეყნებს, რომლის მიმოხილვასაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

„ახალმა კანონმა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სამართლებრივ სტატუსს არეგულირებს, ბევრ უცხოელს შეუქმნა პრობლემები“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - ნინა ახმეტელი).
„კანონით, რომელიც ძალაში 2014 წლის პირველ სექტემბერს შევიდა, შემცირებულია იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიდანაც საქართველოში ვიზის გარეშე შემოსვლა შეიძლება. ხელისუფლება განმარტავს, რომ ასეთი რეჟიმი სავსებით შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას და მიგრაციული პროცესების ეფექტური მართვის უზრუნველყოფისკენაა მიმართული. ბევრი კი მიიჩნევს, რომ ახალი საკანონმდებლო აქტი დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერებს უქმნის უცხოელებს და ეს ნეგატიურად იქნება ასახული საქართველოს ეკონომიკაზე“, - აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი იმოწმებს ერთ-ერთი უცხოელის, 25 წლის ნიგერიელი სტუდენტის მაქს ტელას თვალსაზრისს, რომელიც საქართველოში სასწავლებლად 2012 წლიდან იმყოფება და ბაკალავრის წოდების მიღება სურს. როცა იგი თბილისში ჩამოვიდა, ვიზა აეროპორტშივე აიღო, ახლა კი ახალი ვიზის მისაღებად, სწავლის გაგრძელების მიზნით, იგი აფრიკის რომელიმე ქვეყანაში არსებულ საქართველოს საელჩოში უნდა მივიდეს:
„ახალი კანონის თანახმად, მე საქართველოდან წასვლა მომიწევს. აქ ხომ ნიგერიის საელჩო არ ფუნქციონირებს, უნდა ჩავიდე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ეგვიპტეში ან ეთიოპიაში, სადაც საქართველოს საელჩოები არიან, დავწერო თხოვნა, შემდეგ კიდევ ერთი თვე ველოდო... ეს ხომ თანხების ხარჯვას იწვევს? გარდა ამისა, მე სწავლის გაცდენაც მომიწევს“, - ამბობს მაქს ტელა. სხვათა შორის, მსგავსი პრობლემები შეექმნათ ასობით სხვა სტუდენტსაც, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ცოდნას ეუფლებიან - ისინი იძულებულნი გახდნენ სამშობლოში (ან სხვა სახელმწიფოში) დაბრუნებულიყვნენ, ვიზა აეღოთ და ისევ საქართველოში ჩამოსულიყვნენ. როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ია ავალიანი ამბობს, საკანონმდებლო ცვლილებით პრობლემები დაახლოებით 400-მდე სტუდენტს შეექმნა.
საქართველოს ხელისუფლების განმარტებით, ახალი კანონი საშუალებას იძლევა უფრო ნათლად იქნეს ნაჩვენები მიგრაციული პროცესები, გაკონტროლდეს, თუ ვინ რა მიზნით შემოდის და რატომ რჩება საქართველოში.
„საბოლოოდ კი ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს სწორი მიგრაციული პოლიტიკა შემუშავდეს“, - ამბობს „ბი ბი სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ინგა კიკვაძე.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორის მარკ გულსტის თქმით, ზოგადად, საქართველოს ახალი კანონმდებლობა მიგრაციის საკითხებში დადებითად შეიძლება შეფასდეს.
„საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ლიბერალური სავიზო რეჟიმის გამო, ხშირად სატრანზიტო ქვეყანა ხდებოდა ევროპაში მიგრანტების დიდი ჯგუფებისათვის, პროცესები არ რეგულირდებოდა და არ კონტროლდებოდა, ახლა კი ეს კანონი, კონტროლის ბერკეტს იძლევა“, - ამბობს მარკ გულსტი „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბრის დროს და ხაზს უსვამს, რომ რიგი ქვეყნებიდან საქართველოში შემოსვლის მომენტში უცხოელებისათვის ვიზების გაცემის პრაქტიკის გაუქმება სავსებით გამართლებულია:
„რა თქმა უნდა, პირველი ფაზა ყოველთვის რთულია, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვიზების აეროპორტში გაცემა იმ პირისათვის, რომლის ვინაობა წინასწარ ცნობილი არ არის, საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ასეთი მიდგომები არასერიოზულია, არცერთი ქვეყანა ასე არ აკეთებს და ამ მხრივ საქართველო დიდი ხნის მანძილზე ერთადერთი სახელმწიფო იყო“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის პირველ ნახევარში საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის 32 შემთხვევაა დაფიქსირებული, სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტებში თითქმის 5 ათას უცხოელს უარი ეთქვა შემოსვლაზე, ყველაზე ხშირად კი ერაყის მოქალაქეებს (1017-ჯერ), რუსეთის მოქალაქეებს (895-ჯერ) და ირანელებს (853-ჯერ).
რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები ამგვარ სიტუაციასთან მიმართებით? როგორც ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, „ნაციონალური“ ხელისუფლების დროს, როცა მიგრაციული პროცესები ნაკლებად კონტროლდებოდა, ლიბერალური სავიზო პოლიტიკა პრობლემებს მართლაც ქმნიდა, მაგრამ გაუგებარია, რატომ დაწესდა ახლა სავიზო რეჟიმი იმ ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით, რომლებიდანაც არალეგალური მიგრაციის საფრთხე არ არსებობს, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებიდან:
„ერთია, რომ ადრე შესაძლოა მართლაც არ იყო საჭირო ლიბერალური კანონის მიღება, მაგრამ ახლა სავიზო რეჟიმის გამკაცრება ევროპის სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის, ეს, რა თქმა უნდა, მიზანშეუწონელია“- აცხადებს ექსპერტი.
ზაზა ბიბილაშვილი, საერთაშორისო კომერციული პალატის წევრი, რომელიც იმავდროულად ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ საბჭოს წევრიცაა, ამბობს, რომ ახალი წესები უარყოფით გავლენას მოახდენს არა მარტო საქართველოში ინვესტიციების შემოტანაზე, არამედ ქვეყნის ეკონიმიკაზე საერთოდ.
„ეს ეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებთაც, ძველი რეჟიმის შესაბამისად, საქართველოში ყოფნის უფლება 360 დღის განმავლობაში ჰქონდათ, ისინი აქ ბიზნესით იყვნენ დაკავებულები, ინვესტიციები შემოჰქონდათ, მუშაობდნენ, ვაჭრობდნენ და საქართველოს რეკლამირებას ახდენდნენ... ახლა კი ისინი იძულებულნი არიან 90 დღის შემდეგ წავიდნენ, მოიცადონ კიდევ 90 დღე და შემდეგ ისევ საქართველოში დაბრუნდნენ... აბსოლუტურად გაუგებარია, რისთვის და რა მიზნით დააწესეს ეს შეზღუდვები და რა დადებითი შედეგების მოტანა შეუძლიათ ასეთ ბარიერებს“, - აღნიშნავს ზაზა ბიბილაშვილი ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის კორესპონდენტთან საუბარში. მისი თქმითვე, საქართველომ სავიზო რეჟიმი დაუწესა იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც შიდა ეროვნული პროდუქტი საქართველოზე მაღალია, „ანუ არ იყო იმის საშიშროება, რომ იმ სახელმწიფოებიდან შემოსული პირი ჩვენთან დარჩებოდა და ზედმეტი ტვირთი გახდებოდა საქართველოს ბიუჯეტისა და სოციალური სამსახურებისათვის“.
ზაზა ბიბილაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ახალ რეგულაციებს ნეგატიური შედეგი მოჰყვება, საქართველოში ნაკლები ტურისტი და ინვესტორი შემოვა, ხოლო ის უცხოელები, რომლებიც უკვე ცხოვრობენ, ქვეყნიდან წასვლას დაიწყებენ: „ეს ერთმნიშვნელოვნად საქართველოს იზოლირებისაკენ გადადგმული ნაბიჯია“- მიიჩნევს ის.

http://www.bbc.co.uk/russian/international/2014/10/141003_georgia_open_policy.shtml

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა