საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- ევგენი, არ მინდა გაწყენინოთ, მაგრამ შესაძლოა თქვენ ვიღაცას სულელი ეგონეთ? ხომ იცით, რომ ყველა ქვეყანას თავისი სულელები ჰყავს, ვისაც საკუთარი თავი პრეზიდენტად ან მინისტრად წარმოაუდგენია...
- იცით, როცა მე 2007 წელს საქართველოს ეკონომიკის მინისტრს დავურეკე, მასთან იმწუთშივე მალაპარაკეს. სწორედ ამით განსხვავდება [საქართველო სხვა ქვეყნებისაგან], რომელმაც თავისი მოქალაქეების ცნობიერებაში საბჭოური აზროვნება დაამარცხა. კარგი, გასაგებია, არ მოვეწონე... არ უნდათ და ნუ უნდათ. შეიძლება სხვა დროს...
- საქართველოშიც საკუთარი თავი მინისტრად შესთავაზეთ?
- არა, მე კახა ბენდუქიძეზე უფრო კარგი მინისტრი მაინც ვერ ვიქნებოდი, მით უმეტეს, რომ მე მაშინ „ევროქსელის“ თანამფლობელი ვიყავი...
- ვთქვათ, რომ უკრაინის ეკონომიკის მინისტრის სავარძელში ზიხართ. რას გააკეთებდით და რით დაიწყებდით პირველ დღეს?
- ჯერ დავიქირავებდი უკრაინული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მერე დავიწყებდი თანაშემწის ძებნას, მივიწვევდი აქტიური თანამშრომლობისათვის ქართული რეფორმების ავტორებს, დავურეკავდი იგივე წინადადებით ანდრეი ილარიონოვს - ვლადიმერ პუტინის ყოფილ თანაშემწეს ეკონომიკურ საკითხებში...
- თქვენ თვლით, რომ უკრაინაში რეფორმები საქართველოს მსგავსად სწრაფად განხორციელდება?
- უკრაინა საქართველოზე უფრო დიდი ქვეყანაა, ამიტომ აქ სწრაფი ტემპები არ იქნება, თუმცა ლიბერალური რეფორმები საწყის ეტაპზეც საკმაოდ სწრაფ ეფექტს იძლევიან...
- რეფორმების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა ჯერ კიდევ ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობს...
- როგორ ცხოვრობდნენ ისინი რეფორმამდე, 2003 წელს? შედარებაც კი არ შეიძლება...