logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  „კომერსანტი“: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიხეილ სააკაშვილს გამოესარჩლა
„კომერსანტი“: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიხეილ სააკაშვილს გამოესარჩლა
11:28 02.10.2014
რუსული გამოცემა „კომერსანტი“-ს სტატიაში გადმოცემულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე „საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ“ მოხსენების განხილვა და მასთან დაკავშირებული დებატების მიმდინარეობა (ავტორები - პავლე ტარასენკო, გიორგი დვალი).
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, საპარლამენტო ასამბლეამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების სისხლის სამართლებრივ დევნას. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შეეცადნენ თავიანთი ევროპელი კოლეგების დარწმუნებას - სასამართლო განხილვებ პოლიტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვსო, თუმცა მათ გაახსენეს უკრაინის ექს-პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მაგალითი, რომელიც „ასევე აქტიურად გზავნიდა ციხეში თავის პოლიტიკურ ოპონენტებს“.

„საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ“ ანგარიშის რეზოლუციასა და თანდართულ განმარტებით ბარათში გაანალიზებულია საქართველოში 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი სიტუაცია. მოხსენების ავტორებმა - ლატვიელმა ბორის ცილევიჩმა და დანიელმა მიქაელ იენსენმა განაცხადეს, რომ „საქართველო სწორი მიმართულებით მიდის“, თუმცა „ქვეყანას წინ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი“ [დემოკრატიისაკენ]. რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით დეპუტატებმა რეგრესული ტენდენციებიც კი შენიშნეს, რისთვისაც პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრეს.
მოხსენებაში დაფიქსირებულია, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თავის ოპონენტებზე სერიოზული ზეწოლის განხორციელება დაიწყო. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართულ ოცნებაში“ იწყეს გადასვლა. თავიანთი პარტიულობა შეიცვალეს აგრეთვე რიგი ქალაქების მერებმაც. მოხსენების ავტორები იმოწმებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებსაც იმის შესახებ, რომ სამსახურებიდან გათავისუფლებული იქნა [„სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებით“] სამინისტროების, უწყებების და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დაახლოებით 2 ათასამდე თანამშრომელი.
„საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ვალდებულებად აიღო წარსული შეცდომების გამოსწორება. ამ თვალსაზრისით რიგი პოზიტიური ძვრები სახეზეა, მაგრამ არ შეიძლება თვალის დახუჭვა უკვე ახალი ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე“, - განაცხადა დებატების დროს ტინი კოკსმა (ნიდერლანდები), რომელმაც თბილისს მოუწოდა „არ დაუშვას პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება“. საქმე ეხება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და „ნაცმოძრაობის“ რიგი ლიდერების სამართლებრივ დევნას, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული.
„ჩვენ არასდროს არ დავთანხმდებით, რომ საქართველოში ვინმე კანონზე მაღლა დადგეს“, - განაცხადა „კომერსანტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკატერინე ბესელიამ, - ჩვენთან სასამართლო დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას თვითონ იღებს“.
„როგორ შეიძლება საპარლამენტო ასამბლეამ თავის რეზოლუციაში კონკრეტული გვარები ჩაწეროს? ეს ხომ არღვევს იმ პრინციპს, რომ სასამართლოს საქმეებში ჩარევის უფლება არავის არ აქვს“, - აღშფოთებული ამბობდა იგი დებატების დროს.
ასეა თუ ისე, საქართველოს ხელისუფლების დამცველები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე უმცირესობაში აღმოჩნდნენ. „ჩვენ საქართველოდან დიდი იმედებით წამოვედით და გვეგონა, რომ დემოკრატიისა და პროგრესის გზაზე მდგარი ქვეყანა დავინახეთ“, - განაცხადა ბრიტანელმა როჯერ გეილმა, რომელიც 2013 წლის დეკემბერში საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების დროს დამკვირვებელთა მისიის წევრი იყო, - მაგრამ „ქართული ოცნება“ [ქვეყანას] კოშმარად მოუტრიალდა“.
ბევრმა გამომსვლელმა საქართველოში არსებული სიტუაცია უკრაინულს შეადარა. მაგალითად, ანდორელმა დეპუტატმა მერიცელ მატიემ კოლეგებს იულია ტიმოშენკოსთან თავის შეხვედრაზე მოუთხრო (უკრაინის ექს-პრემიერი სტრასბურგში ორშაბათს ჩავიდა) და აღნიშნა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩიც ასე ამბობდა, „კანონზე მაღლა არავინ არ უნდა იდგესო“, მაგრამ მისი ნათქვამი ტყუილი გამოდგა. ახლაც იგივე განცხადებები გვესმის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“. „ჩვენ ვიცით, როგორი ბედი ეწია ვიქტორ იანუკოვიჩს“, - დაამატა უკრაინელმა დელეგატმა ვლადიმერ არევმა.
იგივე პათოსით გამოვიდნენ დისკუსიაზე ქართველი დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“ - მაგალითად, გიორგი კანდელაკმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობას ოლიგარქები აკონტროლებენ. ბიძინა ივანიშვილი („ქართული ოცნების“ ჩრდილოვანი ლიდერი - „კომერსანტი“) ვიქტორ იანუკოვიჩის გზით მიდის“. „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შურისძიებისა და რევანშის განზრახვა ქვეყნის ევროპული გზით სვლას ვერ უზრუნველყოფს“, - ამ სიტყვებით მოუწოდებდა დეპუტატებს ჩიორა თაქთაქიშვილი რეზოლუციის მხარდაჭერისაკენ.
მოხსენების ავტორები, როგორც ჩანს, ასეთ რეაგირებას არ ელოდნენ. „ჩვენ არ შეგვიძლია ვუთხრათ ჩვენს ქართველ მეგობრებს - „ნუ დაიჭერთ ამ კაცს, რადგან ის მინისტრი იყო“, - განაცხადა დებატების დასასრულს ბორის ცილევიჩმა და დასძინა: საკითხი ეხება მართლმსაჯულების ყველა პრინციპის მკაცრი დაცვის აუცილებლობას. მისი თქმით, „მმართველ კოალიციასა და ოპოზიციას ბევრი რამ აერთიანებთ, მათ შორის ევროპულ ფასეულობებზე ორიენტაცია, ამიტომ ერთმანეთში კონფრონტაცია ქვეყანას ზიანს მოუტანს“.
თუმცა ქართველმა დელეგატებმა, როგორც ჩანს, მისი ნათქვამი ვერ გაიგონეს.

http://www.kommersant.ru/doc/2580097

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა