ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეში აზერებაიჯანის დელეგაციის მეთაურმა სამედ სეიდოვმა, ევროსაბჭოს, კრიტიკისაგან თავშეკავება და ამ ორგანიზაციის წევრქვეყნებში საკუთარ იმიჯზე დაფიქრებისაკენ მოუწოდა. მისი განცხადების მიზეზი გახდა ასამბლეის სხდომაზე დაწყებული დისკუსიის დროს გამოთქმული ბრალდებები, რომელთა თანახმად, აზერბაიჯანის ხელისუფლება ადამიანის უფლებებს არღვევს.
„თქვენ ამბობთ, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სიტუაცია არადამაკმაყოფილებელია, მე კი გეტყვით, რომ არადამაკმაყოფილებელი სწორედ თქვენი მოქმედებაა. განა ევროსაბჭომ არ მისცა რეკომენდაციები საქართველოს სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით? საქართველომ ყველაფერი გააკეთა, შეასრულა ის, რასაც ითხოვდით, საბოლოო ჯამში კი ტერიტორიები დაკარგა. უკრაინამაც ყველა თქვენი რეკომენდაცია შეასრულა, ამის სანაცვლოდ კი უბედურებაში აღმოჩნდა, დაკარგა ტერიტორია და ათასობით ადამიანის სიცოცხლე. იგივე შეიძლება ითქვას მოლდოვასთან დაკავშირებითაც.
იბადება კითხვა: რატომ გგონიათ, რომ აზერბაიჯანთან მიმართებით თქვენი რეკომენდაციები წარმატებულ შედეგამდე მიგვიყვანს? შეიძლება თქვენ თვითონ არასწორად მსჯელობთ? კარგი იქნებოდა, რომ იმაზე დაფიქრებულიყავით, თუ როგორი იმიჯი აქვს ევროსაბჭოს წევრ-სახელმწიფოებს შორის“, - აღნიშნა აზერბაიჯანის დელეგაციის მეთაურმა.
ელენა ოსტაპენკო