logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„სეგოდნია“ : კავკასიის საუკეთესო კლოუნი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკული ვიზის გარეშე დარჩა?!
„სეგოდნია“ : კავკასიის საუკეთესო კლოუნი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკული ვიზის გარეშე დარჩა?!
11:58 01.10.2014
რუსული გამოცემა „სეგოდნია“ ქართული მედიის მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის შესახებ წერს, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამუშაო ვიზაზე უარი უთხრა.
გამოცემის სტატიის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

„ქართულ პრესაში კავკასიის საუკეთესო კლოუნის, ქვეყნის ექს-პრეზიდენტის საინტერესო და სახუმარო-თავშესაქცევი დეტალები ქვეყნდება. როგორც გაზეთი „ალია“ იუწყება, მიხეილ სააკაშვილისთვის თურმე აშშ-ში სამუშაო ვიზაზე უარი უთქვამთ. მანამდე კი ტაფტის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამაც აღარ მოისურვა მასთან კონტრაქტის გაგრძელება ლექციების წაკითხვის თაობაზეო“, - ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორი - მაქსიმ კუპინოვი).
გამოცემის თანახმადვე, ჯერ-ჯერობით უცნობია, რატომ აღარ სურს ცნობილ უნივერსიტეტს მიხეილ სააკაშვილის სალექციო ტალანტის გამოყენება.
„ ნუთუ იგი ლექციებზეც აცინებდა სტუდენტებს თავისი კლოუნადის სოლონომრებით? ანდა შეიძლება იმას აჩვენებდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ამერიკის ცაზე რუსული თვითმფრინავების გამოჩენისას? ან როგორ დაეწყნარებინათ ემოციები ჰალსტუხის მეშვეობით?
ასეა თუ ისე, ახლა მიხეილ სააკაშვილი უმუშევარია. არადა, ქართველი ხალხისადმი უანგაროდ სამსახურისთვის მან „დამსახურებული ჯილდო“ მიიღო - იმდენი ქონება დააგროვა, რომ ხუთას წელს ეყოფა განცხრომით ცხოვრებისათვის, ინფლაციის გათვალისწინებით.
მაგრამ ამქვეყნად ხომ მარადიული არაფერია... საქართველოს პროკურატურამ ამას წინათ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ქონებას და ანგარიშებს ყადაღა დაედო. ეს ნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტს დაფიქრება მართებს - ვაითუ, მშიერი დარჩეს...
მიხეილ სააკაშვილს სამუშაო ვიზა სხვა მიზნითაც სჭირდება: იგი ძებნილია, მას ბრალდებები აქვს წაყენებული. თუ ექს-პრეზიდენტი აშშ-ის სამუშაო ვიზას ვერ მიიღებს, მას უკვე ამ ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. არადა, არის ცნობები, რომ ვიზა მას სწორედ ამ მიზნისთვის სჭირდება - პოლიტიკური დევნილის სტატუსის მისაღებად კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებში.
კაცმა რომ თქვას, ამერიკელები ექს-პრეზიდენტს მაინც და მაინც კარგად არ ექცევიან. დაავიწყდათ ალბათ პრინციპი - „იგი არამზადაა, მაგრამ ჩვენი არამზადაა“. რატომ არ შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილისათვის თავშესაფრის მიცემა, განა რა მოხდებოდა ამით?
მაგრამ მეორე მხრივ, თუ ამერიკის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი ადამიანები ყველა ისევ მფარველებთან გაიქცევა, მაშინ შეერთებული შტატები როგორ ქვეყნად წარმოჩინდება? დღეს მიხეილ სააკაშვილი, ხვალ პეტრო პოროშენკო, ზეგ კიდევ ვიღაც...
შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის მაგალითით ვაშინგტონს სურს მის მიერ დასმული ზოგიერთი მმართველი გააფრთხილოს: ატლანტიკის გადაღმა თქვენ ვერაფერს მიიღებთ, თუ ტირილი გინდათ, ბებერ ევროპაში იტირეთო? ხელისუფლება თქვენვე უნდა შეინარჩუნოთ, თორემ არავისთვის საჭირო არ იქნებითო. საინტერესოა, გაიგებენ და მიხვდებიან ამ პოლიტიკური სიგნალის აზრს „ვაშინგტონის ცეკას“ მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი ხალხი?“ - წერს გამოცემა.

 

http://www.segodnia.ru/content/148412

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა