პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შვეიცარიაში ტრადიციულ ფორუმზე, პირადად ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციის ხელმძღვანელმა კლაუს შვაბმა მიიწვია. „როგორც ბატონმა შვაბმა თქვა, საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს გათვალისწინებით, დავოსის ფორუმში პრეზიდენტის მონაწილეობა მიზანშეწონილი იქნებოდა“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურის [პრეზიდენტის] მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება წასვლა-არწასვლაზე „სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით მოხდებაო. აშკარაა, რომ ასეთი ფორმულირებით პრეზიდენტის გარემოცვა ისეთი სკანდალების განმეორებას ერიდება, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოხდა ბრიუსელში გამგზავრებასთან დაკავშირებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად, მოგვიანებით კი გაეროს სამიტთან მიმართებით.
როგორც ჩანს, მთავრობა ამჯერადაც ცდილობს პრეზიდენტის ამბიციების შეზღუდვას, რომელიც, საქართველოს [მრავალჯერ შეცვლილი] კონსტიტუციის თანახმად, მართალია, სახელმწიფოს მეთაურად ითვლება, მაგრამ მას მხოლოდ სიმბოლური უფლებამოსილებანი აქვს. აღსანიშნავია, რომ, როგორც კი ცნობილი გახდა გიორგი მარგველაშვილის დავოსის ფორუმზე მიწვევის ფაქტი, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დაუყონებლივ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ფორუმზე გიორგი მარგველაშვილზე უფრო ადრე, ჯერ კიდევ 14 მაისს მიიწვიეს და აქედან გამომდინარე, შვეიცარიაში ის უნდა გაემგზავროსო.
პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ამტყდარი დავა შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით მოგვარდეს: „ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ მიმართვას პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს?“, - გაოცებას გამოხატავს „კომერსანტთან“ საუბარში ავთანდილ დემეტრაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს ექსთავმჯდომარე. მისი აზრით, გიორგი მარგველაშვილს ჯერ კიდევ მაშინ შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა, როცა მას ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა აუკრძალეს, „სარჩელის რიგგარეშე, ოპერატიულად განსახილველად“.
როგორც „კომერსანტს“ პრეზიდენტის გარემოცვიდან შეატყობინეს, გიორგი მარგველაშვილი ამ საკითხში საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარევას გამორიცხავს.
http://www.kommersant.ru/doc/2579271