რუსეთის უკრაინულ-ყირიმულმა მანევრებმა პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით კი ყახაზეთში, ბევრი შეაფიქრიანა, რადგან ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში უმეტესად რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს და არაა გამორიცხული, რომ ყირიმის მსგავსი მოვლენები აქაც განმეორდესო. ასეთი ემოციური ფონი რამდენიმე მომენტმაც გაამწვავა, მათ შორის განცხადებამ, რომლის თანახმადაც: „ნურსულთან ნაზარბაევმა უნიკალური საქმე გააკეთა: მან სახელმწიფო შექმნა იმ ტერიტორიაზე, რომელზედაც სახელმწიფო არასდროს არ ყოფილა. ყახაზებს სახელმწიფოებრიობა არ გააჩნდათ, ის ნაზარბაევმა შექმნა“ - ეს სიტყვები ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის, რომელიც მან სელიგერის ახალგაზრდულ ფორუმზე, აგვისტოს ბოლოს წარმოსთქვა.
შეცდომებისაგან დაზღვეული არავინ არ არის, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც. გასაგებია, რომ მას ამით უნდოდა ხაზი გაესვა ნურსულთან ნაზარბაევის დამსახურებისათვის, მაგრამ ცოტა სხვაგვარად გამოუვიდა. ყაზახეთის პრეზიდენტის ისტორიული დამსახურება ის კი არ არის, რომ სახემწიფოებრიობა შეუქმნა თავის ხალხს, არამედ ის, რომ დამოუკიდებლობის მიღების კრიტიკულ მომენტში მან თავისი ქვეყანა სწორი გზით წაიყვანა და „საჭის ძლიერი ვიბრაციის“ მიუხედავად, შეძლო არჩეული კურსის შენარჩუნება.
საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორია კი ათეულობით საუკუნეებს ითვლის, შესაბამისად, ქართველებს ყაზახებზე ბევრად მეტი გამოცდილება უნდა ჰქონოდათ [და შეცდომები არ უნდა დაეშვათ]. ამის მიუხედავად, 1990-იან წლებში, როცა რესპუბლიკას ავანტიურისტული და ქსენოფობიური მიმართულების რომანტიკოსი ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა, საქართველო დაშლის პროცესში შევიდა და სამოქალაქო ომის მორევში გადაიჩეხა. საღი აზროვნებით დაჯილდოებულმა პრაგმატიკოსმა და ინტერნაციონალისტმა ნურსულთან ნაზარბაევმა კი არ დაუშვა, რომ მსგავსი მოვლენები ყაზახეთშიც მომხდარიყო. აი, სწორედ ესაა მისი როგორც პრეზიდენტის, როგორც ხელმძღვანელის დამსახურება“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
http://www.mk.ru/politics/2014/09/29/sammit-putinnazarbaev-slukhov-mnogo-skandala-net.html