logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„კასპიი“ (აზერბაიჯანი): არაშემთხვევითი განცხადებები
„კასპიი“ (აზერბაიჯანი): არაშემთხვევითი განცხადებები
11:43 30.09.2014
რა კავშირშია ერთმანეთთან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა და რუსული პროექტები?
„ქართული საზოგადოება ბოლო ხანებში ორმა ახალმა ამბავმა ააღელვა: პირველი ისაა, რომ თითქოსდა თბილისს ვაშინგტონისათვის თავის ტერიტორიაზე სირიელი ოპოზიციური მებრძოლებისათვის მოსამზადებელი ბაზის შექმნა შეუთავაზებია, მეორეს თანახმად კი, თითქოსდა რუსეთი უახლოეს ხანში საქართველოსთან კონკრეტული ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას აპირებს (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადების მიხედვით)“, - ნათქვამია აზერბაიჯანული გამოცემა „კასპიი“-ს პუბლიკაციაში.
სტატიაში ასევე მოცემულია ქართველი ექსპერტების თვალსაზრისი ამ საკითხებთან დაკავშირებით:
პოლიტოლოგ ჯუმბერ კირვალიძის თქმით, რუსულ-ქართული ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ლაპარაკი უბრალოდ ბლეფია, რადგან არავითარი ერთობლივი პროექტები არ არსებობს.
„გრიგორი კარასინის მესიჯი პოლიტიკური კონიუნქტურითაა ნაკარნახევი: ამით მოსკოვი აჩვენებს დასავლეთს, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან, დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებშიც კი, გიგანტური პროექტები, რაღაც ტრანსკავკასიური მაგისტრალების მშენებლობა განახორციელოს, თქვათ, დაღესტნის საზღვრის მონაკვეთზე. ცხადია, რომ თუ ორი ქვეყნის ურთიერთობა არ გაუმჯობესდება, ისე ვერავითარი პროექტები ვერ განხორციელდება. ბავშვისთვისაც კი გასაგებია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოუგვარებლად, არავითარ რუსულ-ქართულ მასშტაბურ თანამშრომლობაზე შეთანხმება არ მოხდება. რასაკვირველია, საქართველოს ტრანზიტული გზები სჭირდება, რუსეთთან დამაკავშირებლი ერთადერთი სატრანსპორტო კომუნიკაცია დარიალის ხეობაზე გადის, რომელიც არასტაბილურად მოქმედებს, რაც შეეხება სოხუმის (თბილისი-სამტრედია-სოხუმი-ფსოუ) და ცხინვალის (თბილისი-ცხინვალი-როკის გვირაბი) მიმართულებებს, ისინი კონფლიქტების გამო უფუნქციოდ არიან დარჩენილნი. აქედან გამომდინარე, საქართველოში კომუნიკაციური პროექტების განხორციელება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზეა დამოკიდებული. აშკარაა, რომ მოსკოვმა, უკრაინის კრიზისის ფონზე, რომელიც რუსეთ-დასავლეთის კონფრონტაციაშიც გამოიხატა, ჩათვალა, რომ საჭიროა კავკასიის მიმართულებით გააქტიურება, განსაკუთრებით კი საქართველოსთან მიმართებით. რა და როგორ განხორციელდება, სათქმელად ძნელია, თუმცა რუსეთის წინადადება, ალბათ, იგივე იქნება: „საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფასურად. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პროტესტებზე რეაგირებას რუსეთი თავის თავზე აიღებს.
რაც შეეხება საქართველოში სირიელ ამბოხებულთა საწრთვნელი ბაზის შექმნას, ვფიქრობ, რომ თბილისი მხოლოდ ჰუმანიტარულ ასპექტებში მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო სახის თანამშრომლობა დიდი რისკებთანაა დაკავშირებული და შეიძლება ტერორისტული აქტების ტალღა გამოიწვიოს“, - ამბობს ჯუმბერ კირვალიძე.
პოლიტოლოგი თენგიზ აბლოთია კი ეჭვის თვალით უყურებს გრიგორი კარასინის მიერ გაჟღერებულ განცხადებას და ამბობს, რომ „ჩერქეზეთიდან და დაღესტნიდან საქართველოსაკენ გზების მშენებლობაში, ცხადია, საშიში არაფერია, მაგრამ ისიც ნათელია, რომ რუსეთს ეს კეთილი სურვილებით არ მოუფიქრებია, რაღაც ტყუილისა და ბლეფის სუნი ასდის. ვინ გაიყვანს გზებს რთული რელიეფის პირობებში და ვინ დააფინანსებს ამ პროექტებს? ამაზე ლაპარაკიც არ ღირს.
რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ვფიქრობ, ეს შეუძლებელია. ამერიკა „ერაყ-ლევანტის ისლამისტთა სახელმწიფოს“ პოზიციებს ჯერ მხოლოდ ბომბავს და იქნება თუ არა სახმელეთო ოპერაციები, არავინ იცის. ჩემი აზრით, საქართველო მხოლოდ სიმბოლურად მიიღებს მონაწილეობას და ამაზე უკვე ითქვა. კიდევ ერთი მომენტი, რომელიც საწრთვნელი ცენტრის გახსნა-არგახსნას შეეხება: მინდა ავღნიშნო, რომ პირველი - ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, იყო თუ არა ამაზე კონკრეტული მოლაპარაკება და თუ იყო, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს. მე პირადად „ფორინ პოლისს“ უფრო ვუჯერებ, ვიდრე ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ ახლა, ამჟამად, ზუსტად არაფრის თქმა არ შემიძლია; მეორე - როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ვაშინგტონი ცდილობს მოამზადოს პროდასავლური და ლოიალურად განწყობილი მებრძოლები არა იმდენად „ერაყ-ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ უფრო სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ. ნატოს უელსის სამიტზე საწრთვნელი ცენტრების მშენებლობის გადაწყვეტილება რომ მიიღეს, ეს ნიშნავს, რომ იქ სირიელი ამბოხებულების მომზადებაც შეიძლება. რატომაც არა? რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სპეციალურად სირიელების მოსამზადებელი ობიექტი... გვექნება ნატოს ცენტრი და თუ იქ ხანდახან ვიღაც სირიელები შემოირბენენ, ამით არაფერი დაშავდება, ეს შესაძლებელია“, - ამბობს თენგიზ აბლოთია.

http://www.kaspiy.az/news.php?id=17108

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა