logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ნეზავისიმაია გაზეტა“: საქართველო წინაკრიზისულ მდგომარეობაში შედის
„ნეზავისიმაია გაზეტა“: საქართველო წინაკრიზისულ მდგომარეობაში შედის
11:13 29.09.2014
„პროგნოზები, რომ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავის არსებობას დაასრულებს ან პარტიულ ბრენდს შეცვლისო, ნაადრევი აღმოჩნდა“, - ნათქვამია სტატიაში, რომლის ავტორია თბილისელი პოლიტოლოგი ალექსანდრე რუსეცკი. იგი ხაზს უსვამს, რომ მასობრივი სიძულვილის პირობებში, რომელიც გამოწვეული იყო „ნაციონალთა“ მმართველობის პერიოდში ჩადენილი მრავალრიცხოვანი დანაშაულით, პარტიამ შეძლო არამარტო თავის გადარჩენა, არამედ ის ქვეყანაში მთავარ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიად გადაიქცა.
მაინც რამ განაპირობა „ნაციონალთა“ სიცოცხლის გახანგრძლივება?
არსებობს რამდენიმე მიზეზი:
პირველი - კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეთა იმედები ვერ გაამართლა. რამდენიმე რეფორმა, პოლიპატიმრების გათავისუფლება და ფერმერების მდგომარეობის გაუმჯობესება საკმარისი არ აღმოჩნდა. პირიქით, გაუარესდა სამშენებლო ბიზნესის მდგომარეობა, შემცირდა გზების შეკეთებას სამუშაოები, ამნისტიის გამო მოიმატა დამნაშავეობის დონემ, სახელმწიფო სტრუქტურებში შეიმჩნევა პროფესიონალი კადრების კრიზისი და კომპეტენტურობის დონის დაცემა, დაპირებები ძირითადად არ სრულდება... ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი უმოქმედობით თვითონვე მისცა საშუალება მოწინააღმდეგე პარტიას პოზიციები განემტკიცებინა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
გამოცემის თანახმად, მეორე მიზეზი ისაა, რომ მმართველი პარტია, ოპოზიციურისაგან განსხვავებით, პოლიტიკურ ბაზარზე ნაკლებად აქტიურობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი აშშ-ში და ევროკავშირის ქვეყნებში გეგმაზომიერად და მრავალმხრივად მუშაობს. „ნაციონალები“ აქტიურად სარგებლობენ აგრეთვე თავიანთი პარტიული კავშირებით ევროპულ პარტიებთან (განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა ევროპის სახალხო პარტიასთან მიმართებით), რითაც მმართველ კოალიციას ნეგატიური იმიჯი შეუქმნეს, თვითონ კი საკუთარი თავი ქვეყანაში ერთადერთ დასავლურ ძალად და პოლიტიკური გადატრიალების მსხვერპლად წარმოადგინეს, რომელიც „რუსეთის დახმარებით განხორციელდა“;
მესამე: კოჰაბიტაციურმა რეჟიმმა, რომელიც გარკვეულწილად გარედან ჩარევის შედეგად დამკვიდრდა, პოლიტიკურ არენაზე სხვა ოპოზიციური პარტიების შეზღუდვა გამოიწვია, ისინი ფაქტიურად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. „ნაციონალებმა“ არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით პარლამენტში არაპროპორციული რაოდენობის ადგილები მიიღეს, ხოლო ოპოზიციური პარტიების მოწოდებამ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე მმართველ კოალიციაში გამოხმაურება ვერ ჰპოვა. შეიძლება ითქვას, რომ გარეშე ძალების შუამავლობით მოხდა სეპარატიული გარიგება, რომლის შედეგად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არათუ არ ჩაიძირა, არამედ მან მთავარი ოპოზიციური პარტიის ყველა პრივილეგია მიიღო;
მეოთხე: „ნაციონალებს“ ჰყავთ თავიანთი „გავლენის ჯგუფები“ ხელისუფლების სხვადასხვა სისტემებში. ზოგიერთ სფეროში ფარული საბოტაჟის ფორმებიც კი ჩანს, რომელიც ჩილეში მემარჯვენეთა მიერ განხორციელებულ საბოტაჟს შეიძლება შევადაროთ: პრეზიდენტს სალვადორე ალიენდეს მმართველობის პერიოდში, 1973 წლის აგვისტოში, მისი მხარდამჭერი პარტია პარლამენტში მისივე მოწინააღმდეგეებთან გაერთიანდა, რომლის შედეგად პრეზიდენტი [საყრდენი ძალის] გარეშე დარჩა. რა მოხდა შემდეგ, 11 სექტემბერს, სანტიაგოში, ყველასათვის ცნობილია... მსგავსი სცენარი საქართველოშიც შეიძლება განხორციელდეს: ერთი მხრივ, ხელისუფლების არაკონსტიტუციური შეცვლის საფრთხე არსებობს, მეორე მხრივ, თვითონ ხელისუფლებაც შეიძლება იყოს პროვოცირებული და ამ დროს განხორციელებული დაუფიქრებელი და კონტრპროდუქტიული ქმედებები ქვეყანას ზიანს მიაყენებს;
მეხუთე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ კიდევ აქვს გავლენა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, პარტია აკონტროლებს ტელეკომპანიებს და დომინირებს სოციალურ ქსელებში. გარკვეული ფონდებიდან ფინანსდება ბლოგერების მომზადება და საინფორმაციო შეტევები. რესურსები, რომლებიც „ნაციონალების“ მიერ საინფორმაციო პოლიტიკაშია ჩადებული, უზარმაზარია;
მეექვსე: საკუთარი რესურსების გარდა, „ნაციონალები“ აქტიურად სარგებლობენ გრანტების რესურსებითაც: მათ სრულად ან ნაწილობრივ ექვემდებარება არასამთავრობო ორგანიზაციების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომლებიც დასავლური გრანტებით იკვებებიან. აქ არამხოლოდ ფინანსური, არამედ საკადრო მხარდაჭერაც ჩანს - არასამთავრობოები ახალგაზრდა ტალანტური კადრების აქტიურ რეკრუტირებას ეწევიან და მათ თავიანთ სტრუქტურებში ამუშავებენ, კოალიციაში კი მხოლოდ რესპუბლიკური პარტია ცდილობს „ნაციონალებს“ წარმატებული კონკურენცია გაუწიოს. თვით ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც საკუთარი ნებით წავიდა არასამთავრობო სექტორში, ჯერ-ჯერობით თავისი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა, იგი „ქართველი ჯორჯ სოროსი“ ვერ გახდა;
მეშვიდე: აუცილებელია იმის თქმაც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებს იმ პირობებში, როცა პარტიის ლიდერები ციხეში სხედან (ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა..), გარკვეულ სამართლებრივ დევნას განიცდიან ლიდერთა ახლობლები... ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტაში იზრდება შიში - „ვინ იქნება შემდეგი?“. საკითხი ეხება არამხოლოდ პარტიის ელიტის ბედს, არამედ მრავალმილიარდიან კაპიტალს. ცხრა წლის მანძილზე ყოფილი მმართველი პარტია, რომელიც ქვეყნის შიგნით ვითომდა კორუფციას ებრძოდა, ქვეყნის გარეთ მილიარდებს აგროვებდა. სწორედ ამიტომ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილსაც კი გაუჭირდა მათთვის კისერის მოგრეხვა, სწორედ ამიტომ ჯერაც მოსალოდნელია „ნაციონალთა“ მხრიდან განხორციელებული არაორდინალური ქმედებები, რომლებიც არსებული პოლიტიკური რეჟიმის არაკონსტიტუციური შეცვლისკენ იქნება მიმართული.
როგორ შეიცვლება სიტუაცია საქართველოში, ეს დამოკიდებულია უპირველესად ძალთა ბალანსის გეპოლიტიკურ ცვლილებებზე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი სუამ-ის სივრცეში გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებიან. ამის დადასტურებაა ის, რომ აშშ-ის სენატმა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, ამერიკის მოკავშირეებად გამოაცხადა. რუსეთიც საპასუხო ნაბიჯებს ახორციელებს - სერგეი ლავროვმა უკრაინის (ანუ სუამ-ის ქვეყნებისაც) ნეიტრალიტეტით დაინტერესება გამოხატა, გრიგორი კარასინმა კი მიანიშნა სტრარტეგიული გზების მშენებლობა, რომლებითაც რუსეთი, საქართველოს მეშვეობით, სომხეთს და ირანს დაუკავშირდება. ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისი ვაშინგტონს საქართველოს ტერიტორიაზე ახლო აღმოსავლეთში გასაგზავნ მებრძოლთა მოსამზადებელი ცენტრის შექმნას სთავაზობს... მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ უარყო აღნიშნული ინფორმაცია, ფონი მწვავდება“ - ნათქვამია პუბლიკაციაში.

http://www.ng.ru/courier/2014-09-29/11_gruzia.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა