logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ტვ როსსია-1“: მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ წითელი ტრუსები და ველოსიპედი შერჩა
„ტვ როსსია-1“: მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ წითელი ტრუსები და ველოსიპედი შერჩა
11:06 29.09.2014
ვრცელი ტელერეპორტაჟი, რომელიც 28 სექტემბერის საღამოს რუსეთის ტელევიზიის პროგრამა „ვესტი ნედელით“ (20.00) გადაიცა, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხება, რომელსაც პროკურატურის მიერ რიგი სისხლის სამართლის ბრალდებები აქვს წაყენებული.
როგორც პროგრამის წამყვანმა დიმიტრი კისელევმა აღნიშნა, ბრალდებებს მიხეილ სააკაშვილი უარყოფს და საქართველოს ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობის გაუარესებით ემუქრება. კაცმა რომ თქვას, მისი მუქარები უსაფუძვლო არ არის. ცნობილია, რომ დასავლელმა პოლიტიკოსებმა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გადადება სთხოვეს - ჯერ ხელი მოაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, შემდეგ კი ბრალდება წაუყენეთო.
„ლოგიკა ისეთი იყო, რომ თუ ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმეს შეთანხმებაზე ხელმო-წერამდე აღძრავდნენ, მაშინ იმ პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება, რომელიც დამნაშავის მიერ იყო დაწყებული, ქართული საზოგადოების თვალში მაინც და მაინც კეთილშობილურად არ იქნებოდა აღქმული. თბილისში ასეც გააკეთეს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 27 ივნისს მოეწერა, 28 ივლისს კი მიხეილ სააკაშვილს ბრალდებები წაუყენეს. ყველაფერი სუფთად განხორციელდა. ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული საქმე ახალი ბრალდებებით ფართოვდება“, - ამბობს გადაცემის შესავალში დიმიტრი კისელევი და სიტყვას „ვესტი ნედელის“ კორესპონდენტს დიმიტრი კაისტროს გადასცემს, რომელიც ცოტა ხნის წინათ საქართველოში იმყოფებოდა და სპეციალური ვიდეოსიუჟეტი მომაზადა.
ვიდეომასალაში ასახულია საქართველოს მევენახეობის რეგიონის - კახეთის პეიზაჟი, ზვრები, რთველი... საუბრობს კორპორაცია „ქინძმარაულის“ გენდირექტორი ნუგზარ ქსოვრელი; რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა უდიდესი შესაძლებლობებით, რუსები კი ჩვენთვის ახლობელი ხალხი... ჩვენ ტურიზმითაც ვარ დაკავებული, მიმდინარე წელს 50% რუსი ტურისტები იყვნენ. ეს ძალიან კარგია, ჩვენ უფრო მეტს ვმუშაობთ რუსულ ბაზარზე... ბაზარზე, რომელიც საქართველომ წლების წინ დაკარგა. ქართული ბიზნესი კი მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის კაპრიზებზე იყო დამოკიდებული. მეღვინეები და საერთოდ, ყოველი ბიზნესმენი ხელისუფლების მიმართ ლოიალური თუ იქნებოდა, მისი გაკოტრება გარდაუვალი იყო, მით უმეტეს, რომ თვითონ მიხეილ სააკაშვილი კახეთში „ჩაეწერა“. აი, მისი სახლი-აგარაკი კახეთის გულში, რომელიც ექს-პრეზიდენტმა ჯერ კიდევ თავისი მმართველობის განთიდზე აიშენა. იგი აქ ხვდებოდა სტუმრებს, დროს ატარებდა და განუზომელი რეფორმატორული შრომის შედეგად დაღლილი ისვენებდა ხოლმე. დღეს მისი ვილა დაყადაღებულია და, ალბათ, აქ იგი ვეღარასოდეს დაბრუნდება... ველოსიპედზე „კატაობდა“ და კინაღამ მთელი საქართველო „დააკატავა“, ფლანგავდა სახელმწიფო სახსრებს, საბიუჯეტო ფულს საკუთარი სიამოვნებისთვის ხარჯავდა...“, - ნათქვამია ვიდეოსიუჟეტში.
კორესპონდენტი საუბრობს პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრ ბესიკ ტაბატაძესთან. რესპოდენტი იხსენებს 2011 წლის მაისის მიტინგს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით სისხლში ჩაახშვეს:
„პირდაპირ ხოცვა-ჟლეტა იყო, რამდენიმე ჩვენი მხარდამჭერი დაიღუპა, ბევრი მძიმედ დაშავდა. მე მარცხენა თვალი დავკარგე, სამი მეტრის დისტანციიდან ათამდე რეზინის ტყვია მესროლეს“.
ვიდეოსიუჟეტში საუბრობენ აგრეთვე პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე და პოლიტიკოსი კახა კუკავა (დასავლური დახმარების განიავება ექს-პრეზიდენტის მიერ), თეა სიჭინავა (იხსენებს „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრას) და სხვები.
„ბრუკლინელმა „დევნილმა“, რომელიც დასავლეთში ხელში აყვანილნი დაჰყავდათ როგორც სანიმუშო დემოკრატიის შემოქმედი, ათი წლის შემდეგ თავის დასავლელ კურატორებს და მშობლიურ ხალხს იმედები გაუცრუა. „სააკაშვილის თავგადასავალი ყველა მგზნებარე რეფორმატორისა და რევოლუციონერისათვის ჭკუის სასწავლი გაკვეთილი უნდა იყოს“, -ამბობენ თბილისში.
გასული წლის ზამთარში მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდა „ევრომაიდნის“ მხარდასაჭერად და დემოკრატიისთვის ბრძოლაში თავისი გამოცდილების გასაზიარებლად. აქაც მისი რეკომენდაციები და რჩევები სისხლიანი ტრაგედიების სახით განხორციელდა: „უკრაინაში ტრაგიკული შეცდომები იქნა დაშვებული. იქაურმა პოლიტიკოსებმა იგივე შეცდომები გაიმეორეს, რაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა... მოხდა იგივე ტერიტორიული დანაკარგები... მე იმ პოლიტიკოსებს კარგად ვიცნობ, კარგი ურთიერთობა მქონდა. ვეუბნებოდი, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის გზით მიდიან, მაგრამ არ დამიჯერეს’, - ამბობს ნინო ბურჯანაძე, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, რომელიც 2003-2004 წლებში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.
„მიხეილ სააკაშვილი რომ ციხეში უნდა იჯდეს, დღეს ამ აზრს პოლიტიკური სპექტრის თითქმის ყველა ფლანგზე ეთანხმებიან’, - ნათქვამია ვიდეოსიუჟეტში.

http://www.vesti7.ru/news?id=43499

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა