ამერიკული გამოცემა „ემერიქენ ქონსერვათივ“ -ი, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დენიელ ლარისონის მასალას აქვეყნებს,
რომლის მიმოხილვასაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
მართალია, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და უკრაინაში დღეს მიმდინარე კონფლიქტს შორის გარკვეული მსგავსება არის, მაგრამ მათ შორის განსხვავება უფრო დიდია: მთავარი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია იმდროინდელი კონფლიქტის ესკალაციაში. რასაკვირველია, რუსეთსაც ეკისრება თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის პროვოცირებაში, მაგრამ იგი ბრიყვულად წამოეგო სატყუარაზე. მან შეცდომით ივარაუდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეეები დაეხმარებოდნენ, თუ იგი უბედურებაში აღმოჩნდებოდა. მიხეილ სააკაშვილი ამ ნაბიჯის გადადგმაზე წააქეზა როგორც ამერიკის [გაუფრთხილებელმა] რიტორიკამ და [არასწორმა] მხარდაჭერამ ნატოში გაწევრიანების თაობაზე, ასევე საერთოდ დასავლეთის [არაადექვატურმა] ენთუზიაზმმა „ვარდების რევოლუციის“ მიმართ.
საბოლოო ჯამში, ცხინვალზე შეტევის გადაწყვეტილებასა და რუსეთთან ომის გამოწვევაში, რის შედეგადაც საქართველომ დიდი ზარალი განიცადა, სააკაშვილს სოლიდური პასუხისმგებლობა ეკისრება.
მან ასევე შეუბრალებლად დაარბია ოპოზიციური საპროტესტო მიტინგი 2007 წელს, რომლის შედეგად ასეულობით ადამიანი დაშავდა. აშკარად სინამდვილეს შეესაბამება აგრეთვე ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ აღარ მისცეს ხმა მის პარტიას 2012 წელს.
ეს ფაქტები ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის უგუნურ მოქმედებას და ხელისუფლებით ბოროტად სარგებლობას. ის, თუ რას ფიქრობს ექს-პრეზიდენტი სხვა ქვეყნებში მომხდარ მოვლენებზე, მათ შორის უკრაინის კონფლიქტზე, მცირედითაც კი არ ამართლებს მის მოქმედებას.
დენიელ ლარისონი