logo2
logo2
არქივი
« მაისი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ნეიშენელ ინთერესთ“ - საქართველო ნატოსკენ მიმავალ გზაზე: ალიანსმა 2008 წლის დაპირება უნდა შეასრულოს
„ნეიშენელ ინთერესთ“ - საქართველო ნატოსკენ მიმავალ გზაზე: ალიანსმა 2008 წლის დაპირება უნდა შეასრულოს
14:11 05.09.2014
„მაპ“-ის ნაცვლად თბილისს [5 სექტემბერს] დამამშვიდებელ პრიზს - „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს“ შესთავაზებენ.
პოპულარული ამერიკული გამოცემა „ნეიშენელ ინთერესთ“ , აშშ-ის Heritage Foundation-თან არსებული საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პრობლემების შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტის ლიუკ კოფის მიმოხილვას აქვეყნებს, რომელიც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხს ეხება.
ექსპერტის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

1738 წელს სპარსეთის მმართველმა ნადირ-შაჰმა, ავღანური ქალაქი ყანდაარი დაიპყრო, შემდეგ კი მან თავისი არმიის ინდოეთში ლაშქრობისთვის - დიდ მოგოლთა იმპერიის ხელში ჩასაგდებად მომზადება დაიწყო. ნადირ-შაჰის არმიაში იმ დროს ქართველთა რაზმიც იბრძოდა.
სინდისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც დღეს პაკისტანის ერთ-ერთი პროვინციაა, ნადირ-შაჰის არმიამ დაინახა ქვის სვეტი წარწერით, რომლის თანახმად, სიკვდილი უწევდა ყველას, ვინც ამ სვეტს გვერდს აუვლიდა და წინ წავიდოდა. სპარსელთა არმია დაიზაფრა, ახალგაზრდა ქართველმა მეფისწულმა ერეკლე მეორემ კი გამოსავალი მონახა: ქვის სვეტი სპილოზე დატვირთეს და ლაშქარს წინ გაუმძღვარეს. საბოლოო ჯამში, სპარსელებმა სინდი დაიმორ-ჩილეს, ნადირ-შაჰმა კი მოხერხებულობისა და ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის ერეკლე მეორეს კახეთის სამეფო უბოძა. ნაწილობრივ ამ ფაქტმაც შეუწყო ხელი ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესს, რომელსაც დღეს საქართველო ჰქვია.
ამჟამად ქართველი მებრძოლები ისევ ავღანეთში და ისევ ყანდაარში იმყოფებიან - 750 ქართველი ჯარისკაცი ნატოს სამხედრო ძალებში მსახურობს. რა ჯილდოს მიიღებენ ისინი თავიანთი სამსახურისათვის?
აშკარაა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას („მაპ“) ვერ მიიღებს. ამის თაობაზე ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა ალიანსის გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც თავის პოსტს სულ მალე დატოვებს. „მაპ“-ის ნაცვლად თბილისს [5 სექტემბერს] დამამშვიდებელ პრიზს - „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს“ შესთავაზებენ, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ალიანსში ინტეგრირებას.
გარდა ამისა, ამერიკამ და ნატოს სხვა წევრებმა, საქართველოსადმი მხარდაჭერის დემონსტრირებისათვის სამი რაღაც უნდა გააკეთონ:
პირველი: - ვაშინგტონმა ყველაფერი უნდა იღონოს, რომ სამიტის დეკლარაციაში ნათლად დაფიქსირდეს: ა) სანამ საქართველო ზუსტად ასრულებს ყველა ვალდებულებას, მას ნატოში გაწევრიანება უზრუნველყოფილი ექნება და ბ) ვერცერთი ქვეყანა, რომელიც ნატოს წევრი არ არის (მათ შორის რუსეთიც), საქართველოს გაწევრიანებას ხელს ვერ შეუშლის.
ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიან-სში მიღება ჯერ კიდევ 2008 წელს აღუთქვეს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე, მაგრამ მოგვიანებით ზოგიერთმა წევრმა ამ დაპირებას უღალატა. პირველ რიგში ეს ეხება ბლოკის იმ წევრებს, რომლებსაც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებთ. მათი მოქმედება გარკვეულ უხერხულობას ქმნის და შეშფოთებას ბადებს. ახლა ამ ქვეყნებმა თავიანთი სიტყვა უნდა თქვან.
მეორე: - ამერიკამ და ნატოს სხვა წევრებმა საქართველოს თავდაცვითი იარაღი უნდა მიაწოდონ - ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო აღჭურვილობა. ყოველ ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება და თუ იარაღი თავდაცვითი იქნება, მაშინ მის მიწოდებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს;
მესამე: - ამერიკამ და ნატოს სხვა წევრებმა საქართველოსთან ერთობლივი სამხედრო სწავლებები უნდა გააგრძელონ, ავღანური ოპერაციის დასრულების შემდეგაც. რაც უფრო დიდხანს იფრიალებს ნატოს დროშა საქართველოს თავზე, ქართველი ხალხი მით უფრო მეტ ერთგულებას გამოიჩენს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
ნათლად, მკვეთრად და არაორაზროვნად უნდა გაცხადდეს, რომ: საქართველომ ეს მხარდაჭერა დაიმსახურა.
როცა რუსეთი 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეიჭრა, შემდეგ კი მისი ტერიტორიის 20%-ის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპირება მოახდინა, თბილისმა თავისი შეიარაღებული ძალების რეფორმირება განახორციელა. დღეს საქართველო მხარს უჭერს და მონაწილეობს ალიანსის მიერ დაგეგმილ თითქმის ყველა ოპერაციებში...
საქართველომ თავისი მებრძოლები გაგზავნა ერაყსა და ავღანეთში, ასობით მშვიდობისმყოფელი - კოსოვოში, ახლა კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველო ამას აკეთებს ისე, რომ ნატოს წევრიც არ არის! თბილისი მოქმედება ბევრი ევროპული ქვეყნისათვის სამაგალითოა.
ნატოს ზოგიერთ წევრს იმის შიში აქვს, რომ თუ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი გახდება, ეს ავტომატურად გამოიწვევს რუსეთთან ომს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო. ქართველი ხელმძღვანელები კერძო საუბრებში აცხადებენ, რომ ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ისინი თანახმა იქნებიან, რომ მე-5 მუხლის ძალა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს მანამ, სანამ ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით არ გადაწყდება. ამ საკითხზე თავისი მზადყოფნის დემონსტრირება რომ მოეხდინა, თბილისმა ცალმხრივად აიღო ვალდებულება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სამხედრო ძალის არგამოყენების თაობაზე, რაც რუსეთს არ გაუკეთებია.
ქართველებმა ბრძოლებში თავიანთი სიქველე დაამტკიცეს. ისინი ახორციელებენ თავდაცვის სფეროს გარდაქმნას, რომელიც სამაგალითოდ ითვლება ნატოსთვის. დღეს დაწყებული უელსის სამიტი ალიანსს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დაადასტუროს თავისი განაცხადი ამ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ და ამ მიზნით საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერება დაიწყოს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას განმტკიცებას.
ალიანსმა თავისი 2008 წლის დაპირება უნდა შეასრულოს და ხელი შეუწყოს საქართველოს წინსვლას ნატოში გაწევრიანების მიზნით.

http://nationalinterest.org/feature/keep-georgia-the-path-nato-11194

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა