logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„კავკაზსკაია პოლიტიკა“ - შუძლია თუ არა უკრაინის მოვლენებს მოსკოვ-თბილისის ურთიერთობის გამწვავება?
„კავკაზსკაია პოლიტიკა“ - შუძლია თუ არა უკრაინის მოვლენებს მოსკოვ-თბილისის ურთიერთობის გამწვავება?
10:52 01.09.2014
რუსული გამოცემა „კავკაზსკაია პოლიტიკა“, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს შესახებ ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს, რომელსაც სააგენტო „ნიუსპრესი“ მცირე შემოკლებით გთავაზობთ:
საქართველო უკრაინის მოვლენებისგან განზე არასდროს არ დარჩენილა. ჯერ კიდევ „ევრომაიდნის“ პერიოდში, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართებოდა. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ მმართველი პოლიტიკური ელიტის შეცვლის მიუხედავად, კიევი და თბილისი თითქმის ყოველთვის ერთად იყვნენ. ამასთან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში ანტირუსული რიტორიკა შესუსტდა. სანამ უკრაინაში მოვლენები ვითარდებოდა, თბილისი ერთ მიმართულებას იცავდა: „გმობდა“ რუსეთის მოქმედებას, მაგრამ „წითელ ხაზზე“ არ გადადიოდა. ეს ტენდენცია ყირიმის ანექსიის შემდეგაც გრძელდებოდა. ასეთი „რბილი დაგმობები“ სრულად კომპენსირდებოდა მიხეილ სააკაშვილის „მკაცრი განცხადებებით“, რომელმაც უკრაინაში პირდაპირ ფრთები გამოისხა - ყველგან „დაფრინავდა“ და ანტირუსულ რიტორიკას აფართოებდა, თან რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდის დროს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებსაც იხსენებდა.
ექს-პრეზიდენტის მოქმედებამ ოფიციალური თბილისი საკმაოდ დააფიქრა - შეიძლებოდა უკრაინული მაიდნის იმპორტი მომხდარიყო. მით უმეტეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ონლაინ-რეჟიმში მკვეთრად იმუქრებოდა და იმპერატორ პავლე პირველის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილს მასმედიის მეშვეობით ბრძოლაში იწვევდა. აშკარაა, ეს იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ „სააკაშვილის პიროვნების კულტის“ გამომჟღავნება.
მიხეილ სააკაშვილის ანტირუსული განცხადებები საქართველოს ხელისუფლებისათვის საკმაოდ კარგი თავშეკავებითი ფაქტორი გამოდგა. გარდა ამისა, ქართული პროდუქციისათვის რუსული ბაზრის კარის გაღების შემდეგ, თბილისი ბევრს ფიქრობდა და აწონილ-დაწონილად უდგებოდა, სანამ ჩრდილოელ მეზობელს რაიმე არასასიამოვნო ეპითეტით შეამკობდა. ყველა შემთხვევაში ეკონომიკური ფაქტორი სერიოზული საბაბი აღმოჩნდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაში.
მაგრამ რუსული ბაზრით მიღებული მოგება უკრაინის მოვლენებმა და ევროპულმა ორიენტაციამ ეჭვქვეშ დააყენა. ქართულ მმართველ ელიტის მოქმედებაში ნელ-ნელა შეიმჩნევა რუსეთის კრიტიკა. აბა, დავაკვირდეთ: მოსკოვმა და ბრიუსელმა ერთმანეთს არასახუმარო სანქციების ომი გამოუცხადეს. რუსეთის ბაზარზე დასავლური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ვაკუუმი შეიქმნა, რითაც ისარგებლეს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რაც უფრო ცუდია საქართველოსთვის, აფხაზეთმაც. გარდა ამისა, თბილისში ტრადიციულად უარყოფითად შეაფასეს ასევე ტრადიციული რუსული მხარდაჭერა აფხაზეთში გამართული პრეზიდენტის არჩევნების მიმართ. რუმინეთში ყოფნის დრო კი, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და ყირიმის ანექსია.
და მაინც, საქართველო გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდა: ერთი მხრივ, მას არ შეუძლია სოლიდარობა არ გამოხატოს უკრაინელი ხალხისადმი და მეორე მხრივ, არსებობს უკრაინული „მაიდნის“ იმპორტისა და რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების რისკი, რაც ქართულ ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
ასეა თუ ისე, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს რიგი პრინციპული საკითხების გადაწყვეტა: როგორ გააგრძელოს კავშირები რუსეთთან, როგორ მოაგვაროს თავისი პროდუქციის გასაღება, რეალურია თუ არა მიხეილ სააკაშვილის მუქარები და რას მისცემს ევროინტეგრაცია საქართველოს, უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების ფონზე.
ამ ვითარებაში უკრაინის აჩრდილი ქართულ მმართველ ელიტას ცხოვრებას ურთულებს, მით უმეტეს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი „მეოცენებეთა“ მიერ გატარებული პოლიტიკით უკმაყოფილოა.
შეიძლება ხელისუფლების ტაქტიკა მარტივი აღმოჩნდეს: ოფიციალურ დონეზე თბილისი მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარებითაც, ხოლო ქვეყნის შიგნით ყველანაირი მინიშნება უკრაინულ თემატიკაზე მკაცრად იქნება აღკვეთილი, რუსული მეთოდების მსგავსად.

ნადანა ფრიდრიხსონი

http://kavpolit.com/articles/ukrainskoe_perepute_dlja_gruzii-8957/

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა