logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ვესტნიკ კავკაზა“ - საქართველო და უკრაინის კრიზისი: ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა?
„ვესტნიკ კავკაზა“ - საქართველო და უკრაინის კრიზისი: ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკა?
10:37 01.09.2014
რუსული გამოცემა „ვესტნიკ კავკაზა“, საქართველოსთან დაკავშირებით მიმოხილვას აქვეყნებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ მცირედი შემოკლებით გთავაზობთ:

დღეს საქართველოს ხელისუფლება „ორ სკამზე ჯდომის“ პოლიტიკას ატარებს - სხვას ვერაფერს დაარქმევ იმ მოქმედებას, რომელიც ერთდროულად უკრაინის დასახმარებლად დასავლეთის ძალისხმევის მხარდაჭერასა და რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის შენარჩუნებაში გამოიხატება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თბილისს ბრიუსელთანაც სურს კარგი დამოკიდებულების შენარჩუნება და მოსკოვთანაც. საქართველო ფრთხილ სოლიდარობას უცხადებს კიევს, თან შიშობს, რომ მოსკოვთან ეკონომიკურად ძალზე მომგებიანი კონტრუქციული სავაჭრო დიალოგი არ ჩაიშალოს. მართალცდა საკვირველია, რომ რუსეთმა, რომელმაც დასავლეთს (ევროკავშირის წევრებს) და პროდასავლურ ქვეყნებს (მაგალითად, მოლდოვას), საპასუხო სანქციები გამოუცხადა, ამ ფონზე ქართულ პროდუქციას ემბარგო კი არ დაუწესა, არამედ ქართველებს შესთავაზა მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შეიტანონ რუსულ ბაზარზე. 2006-2012 წლების აკრძალვების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება, უბრალოდ, ბედნიერია, რომ კვლავ შეუძლია რუსეთში ტრადიციული საექსპორტო საქონლის - ღვინის, მინერალური წყლის, ხილის, ბოსტნეულის და ციტრუსების გატანა და „ყურადღებას არ აქცევს“ ბრიუსელის მოწოდებებს რუსეთთან ვაჭრობის შემცირების თაობაზე.
არადა, ასეთი მოწოდებები მართლაც ისმის. მაგალითად, 15 აგვისტოს განცხადებაში ევროსაბჭომ „პარტნიორ ქვეყნებს“ სთხოვა, რომ არ ისარგებლონ შექმნილი ვითარებით და არ დაიკავონ რუსულ ბაზარზე „ევროპული ნიშა“, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციების შემდეგ წარმოიქმნა. ამის მიუხედავად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თავის რუს კოლეგებთან წარმატებით ჩაატარა მოლაპრაკებები, რის შედეგად რუსეთი ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდაზე დათანხმდა. „ჩვენი ექსპორტი რუსეთში იმდენად მიზერულია, რომ ევროკავშირის მოწოდებები არ გვეხებაო“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. აშკარაა, საგარეო საქმეთა მინისტრი ან ძალიან დიპლომატიურობას ამჟღავნებს, ან ცბიერობს: საქმე ხომ იმდენად მიწოდებებს არ ეხება, რამდენად თვითონ პრინციპს - ივაჭროს თუ არა საქართველომ რუსეთთან. მით უმეტეს, რომ ამას წინათ მაია ფანჯიკიძემ ანტირუსულ სანქციებს „ნაკლებად პროდუქტიული“ უწოდა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობამ უარყო უმცირესობის („ნაციონალების’) წინადადება ანტირუსული სანქციების გამკაცრების თაობაზე. როგორ არ ცდილობდა ოპოზიცია, მაგრამ მაინც ვერ დაითანხმა უმრავლესობა, რომ განცხადებაში სიმკაცრე შეეტანა. საბოლოო ჯამში უკრაინის მოვლენებთან გაკეთებულ განცხადებაში გამოიხატა მხოლოდ „შეშფოთება“ და „ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, სიტყვა „აგრესორს“ კი დოკუმენტში ვერ ნახავ.
მეორე მხრივ, დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად არ სურს, ამიტომაც უკრაინასთან სოლიდარობისათვის რაღაც სიმბოლური ნაბიჯები მაინც იდგმება - აგერ, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგიენკო კიევში ჩავიდა, თავის უკრაინელ კოლეგას მოელაპრაკა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის საკითხში... თუმცა ეს ის მაქსიმუმია, რაც დღეს საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია. ბევრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ „მაიდნისშემდგომ“ უკრაინაში არცერთი მინისტრი აღარ ჩასულა. ერთადერთი გამონაკლისი, გიორგი მარგველაშვილის ყოფნაა თავისი უკრაინელი კოლეგის ინაუგურაციაზე, მაგრამ მაშინ კიევში არჩასვლა სკანდალის ტოლფასი იქნებოდა. ყველა სხვა შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა ძალიან ფრთხილობს, თუმცა კიევი ელოდა, რომ თბილისიდან თუ თავდაცვის მინისტრი არა, ევროინტეგრაციის მინისტრი მაინც ეწვეოდა.
მთავრობის წევრები კიევში ჩაუსვლელობას საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაციით ამართლებენ: გავიხსენოთ შს მინისტრის განცხადება თბილისში მოსალოდნელი „ადგილობრივი მაიდნის“ შესახებ. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ეშმაკობს და სურს ამით შენიღბოს უკრაინის მიმართ გამოჩენილი ფრთხილი დამოკიდებულება: თბილისს ნამდვილად არ სურს ისევ გაფუჭდეს რუსეთთან ძლივს აწყობილი ეკონომიკური ურთიერთობა - ვაითუ, კვლავ ემბარგო დაგვიწესოს, ან უფრო უარესი გამწვავება არ მოხდეს კონფლიქტებთან მიმართებითო.
თბილისი ხედავს, რომ დასავლეთი უფრო სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ქართულ პოლიტიკურ კლასს ეგონა ბოლო 25 წლის მანძილზე. ზოგადად ეს დასკვნა „უკრაინის კრიზისის“ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია საქართველოსთვის. პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მკვეთრად „მოაკეტინა“ „ევროსოლიდარობის“ ზედმეტად მოყვარულებს და აუხსნა, რომ „მეტი რაღა გინდათ, საქართველომ რუსეთს უკვე გამოუცხადა ყველაზე უმკაცრესი სანქცია - დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტაო“. მინიშნება გასაგებია: დასავლეთის არცერთ სახელმწიფოს, რუსეთთან [სამკვდრო-სასიცოცხლოდ] მებრძოლ უკრაინაზე რომ არაფერი ვთქვათ, მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გაუწყვეტია, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი მინსკის სამიტზე თვითონვე განაცხადა, უკრაინას საბაჟო კავშირის ქვეყნებთან (ანუ რუსეთთან) სავაჭრო ურთიერთობის შენარჩუნება უნდაო.
მხოლოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტი ამჟღავნებს რადიკალიზმისადმი ერთგულებას: მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაქოქილივით დარბის, თავბრუდამხვევ ვირაჟებს აკეთებს კიევიდან ხარკოვში, ხარკოვიდან დნეპროპეტროვსკში, ლვოვში და უკრაინელებს „პუტინის წინააღმდეგობისკენ“ მოუწოდებს, დასავლეთს რუსეთის წინაშე კაპიტულაციას საყვედურობს, ხოლო ქართულ ხელისუფლებას კი „სირცხვილის გრძნობას უღვივებს“. მაგრამ ექს-პრეზიდენტის ამ ეპატაჟურ განცხადებებს თბილისის სტრატეგიაზე გავლენის მოხდენა უკვე აღარ შეუძლია. „ქართული ოცნება“ უარს არ ამბობს ევროინტეგრაციაზე, კვლავ ისწრაფვის ნატოსაკენ, მაგრამ იმავდროულად „უკრაინის კოცონზე ზედმეტ შეშას არ აყრის“. აბა რა, როცა დასავლეთი დაბნეულია და არ იცის, რით უპასუხოს უკრაინის გამოწვევას, ქართველები თავიანთ ქვეყანას ხომ არ დაწვავენ?

http://www.vestikavkaza.ru/analytics/Gruziya-pytaetsya-peresidet-ukrainskiy-krizis-na-dvukh-stulyakh.html



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა