logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„კომსომოლსკაია პრავდა“ - სააკაშვილი თანაკურსელ პოროშენკოს დახმარებით თბილისში არეულობას ამზადებს
„კომსომოლსკაია პრავდა“ - სააკაშვილი თანაკურსელ პოროშენკოს დახმარებით თბილისში არეულობას ამზადებს
15:01 15.08.2014
რა კავშირშია პროგნოზირებულ არეულობასთან უკრაინული „პრივატ-ბანკი?“
რუსული გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდა“-ს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინელ ოლიგარქს, დნეპროპეტროვსკის ოლქის ოდიოზურ გუბერნატორ იგორ კოლომოისკის შორის გარიგებაა დადებული, რომლის ძალითაც სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების დამხობას გეგმავს.
წყაროდ კი, გამოცემა „საქართველოს სახალხო კრების“ წევრს ზურაბ ხუბულაშვილს ასახელებს და მასთან ინტერვიუს აქვეყნებს.

- ზურაბ, საიდან გაქვთ ეს მონაცემები?
- კოლომოისკის შტაბი დღეს ნაკერებზე იხევა, იქიდან ინფორმაცია მდინარესავით მოდის. მე დამირეკეს და მითხრეს:newspress.ws.com.ge დღის სამ საათზე სააკაშვილსა და კოლომოისკის შორის შეხვედრა გაიმართაოა. ამის დამადასტურებელი ფაქტები მაქვს. შეხვედრაას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ვაშაძე. იქ მსჯელობდნენ იმაზე, თუ როგორ განახორციელონ კოლომოისკის კუთვნილ „პრივატ-ბანკში“ ფულის შეტანა ოფშორული ზონებიდან, სადაც თავის დროზე ნაციონალებმა გაიტანეს. ეს კოლოსალური რაოდენობის ფული - 19 მილიარდი დოლარი! ამ ფულით „ნაციონალების“ მხარდამჭერები საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზებას გეგმავენ.
- მაგრამ რატომ კონკრეტულად კოლომოისკი?
- დავიწყოთ იმით, რომ პოროშენკო და სააკაშვილი თანაკურსელები არიან, ორივემ კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართლის ფაკულტეტი დაამთავრეს. ახლა ექს-პრეზიდენტი თავის მეგობართან მრჩევლად მუშაობს. [უნივერსიტეტში] მათთან ერთად სწავლობდა აჭარის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძეც. გარდა ამისა, დღეს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვა იმყოფება, მაგალითად, ეკონომიკის ექს-მინისტრი კახა ბენდუქიძეც იქაური მთავრობის მრჩეველია... ხედავთ, რამდენი დამთხვევაა?
- მაინც რა სურს კონკრეტულად სააკაშვილს?
- მან გამოაცხადა საქართველოს გადარჩენის შტაბის შექმნა და ნათელია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენას შეეცდება. ამისათვის საჭიროა საქართველოში დიდი ფულის შემოტანა. „ნაციონალებს“ სურდათ ამ მიზნით აზერბაიჯანის საზღვარი გამოეყენებინათ, მაგრამ როცა ორი დეპუტატი მილიონი დოლარი ნაღდი ფულით დააკავეს, აშკარა გახდა, რომ ეს არხი დაიხურა. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა დასავლელმა მფარველებმა გადაწყვიტეს იგორ კოლომოისკის კუთვნილი „პრივატ-ბანკით“ ესარგებლათ. ამ ბანკს ხომ საქართველოში თითქმის 200-მდე ფილიალი აქვს! სხვათა შორის, ახლა [ფულის გადმორიცხვის წინ] ბანკის ფილიალების ხელმძღვანელებს უფრო საიმედო ხალხით ცვლიან, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პოპულარულია მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში. მართალია, „ნაციონალებმა“ ბოლო არჩევნები წააგეს, მაგრამ იქ ხმების 50 პროცენტი მაინც მოაგროვეს. სწორედ იქ გეგმავენ არეულობის მოწყობას.
- რას ნიშნავს „არეულობა’?
- „ნაციონალებთან“ კავშირში მყოფი კრიმინალი დასავლეთ საქართველოში სიტუაციას დაძაბავს. ტყუილად კი არ გამოუშვა ციხიდან მიხეილ სააკაშვილმა თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში მრავალი მკვლელი და მანიაკი... უფრო მეტიც - ძალოვანი სტრუქტურების ის წარმომადგენლები, რომლებმაც თბილისში ოპოზიციურ მიტინგებს სისხლში ახშობდნენ, ახლა კიევში არიან და საქართველოში დასაბრუნებლად ემზადებიან. არეულობის მომზადებისთვის ხომ ფულია საჭირო... „ნაციონალები“ გამოსვლებს შემოდგომისთვის გეგმავენ. ამ დროისთვის მათი მფარველები უკრაინის საკითხებს მოამთავრებენ და საქართველოს მოუბრუნდებიან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მათ ეს არ გამოუვათ - საქართველოს ახალი ხელისუფლება დღეს ძალიან პოპულარულია ხალხში.
- მაშინ გაუგებარია, რისი იმედი აქვთ სააკაშვილის მომხრეებს?
- „ნაციონალებს“ აქვთ საკმაოდ დიდი ფრაქცია პარლამენტში - დაახლოებით 50-მდე დეპუტატი, რაც მათ საშუალებას აძლევთ სიტუაციაზე გავლენა მოახდინონ. გარდა ამისა, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ არაერთგვაროვანია - იქ არის პროქართული პატრიოტული ბანაკი და პროდასავლური. როგორ პოზიციას დაიკავებენ პროდასავლურები, არავინ იცის. სწორედ ამიტომ მათ და სააკაშვილს ერთი პატრონი ჰყავთ.
- ვინ?
- ის, ვინ უკრაინას სინამდვილეში ხელმძღვანელობს, ვინც მიხეილ სააკაშვილი გამოზარდა...
- აშშ?
- დიახ, ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ მე მხედველობაში მყავს სენატორ ჯონ მაკკეინის მსგავსი პერსონაჟები.
- კოლომოისკი დათანხმდა გარიგებაზე?
- გინდაც რომ უკვე დათანხმებული იყოს, ეს მათ ვერაფერში დაეხმარება. ახლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მისი კუთვნილი ბანკის საქმიანობას ძალიან ყურადღებით დააკვირდება.


ავტორი: ვლადიმერ ვოლოშინი


http://www.kp.ru/daily/26269/3147141/

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა