logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საგარეო უწყების საშინაო ტრაგედია ანუ ტიმორ-ლესტედან პალაუმდე
საგარეო უწყების საშინაო ტრაგედია ანუ ტიმორ-ლესტედან პალაუმდე
11:43 11.08.2014
რამდენიმე დღის წინ საქართველოში ამბასადორიალი გაიმართა, რომელიც, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მშვენივრად იყო ორგანიზებული და იმედია ღონისძიების შედეგიც, მისი ორგანიზებულობის პირდაპირპროპორციული იქნება.

ამბასადორიალის ბოლო, დასკვნით დღეს, უცხოეთში ქართველი ელჩების ცოლებს სუფრის გაწყობაშიც კი ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგი, რომ სადმე კუალა-ლუმპურში, ქართველი ელჩის ოჯახში შემოსწრებულ მაპუტუელ კოლეგასთან თავი არ მოგვეჭრას და ელჩის ცოლმაც სუფრასთან საცივი დესერტთან ერთად არ მიიტანოს.

რა თქმა უნდა, ამ ფრიად ღირშესანიშნავ ღონისძიებას თავისი დატვირთვა გააჩნდა და სავარაუდოდ ის თავის შედეგს აუცილებლად მოიტანს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენმა საგარეო უწყებამ თავი ამბასადორიალამდეც კარგად წარმოაჩინა და უცხოეთში, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რამდენიმე ვიზიტიც განახორციელა.

პირველი ვიზიტი ამ ცოტა ხნის წინ, არც მეტი არც ნაკლები, ტიმორ-ლესტეს რესპუბლიკაში შედგა, სადაც ქართულ დელეგაციას მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა.

უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ დილიში, ჩვენი საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ შეხვედრა პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანთან მურადე მურარგისთან გამართა. ჩვენი საგარეო უწყების დელეგაცია ასევე შეხვდა ტიმორ-ლესტეს პრემიერ-მინისტრს ქეი რალა ქსანანა გუსმაოს და ასე განსაჯეთ, ტიმორ-ლესტეს საგარეო საქმეთა და თამაშრომლობის ვიცე-მინისტრს კონსტანციო და კონცეჩაო პინტოს.

თუ რომელიმე მკითხველი აღნიშნული შეხვედრებით უკვე ისეა აღფრთოვანებული, რომ ემოციების მოთოკვა უჭირს, ვურჩევთ ძალები სულ ორიოდე წამით შემოინახოს, რადგან ტიმორ-ლესტეში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია აგრეთვე შეხვდა გვინეა-ბისაუს, ანგოლასა და მოზამბიკის დელეგაციებს.

აქ კი ოვაციები ნამდვილად დროულია, ვინაიდან, როცა ისეთი ქვეყნის საგარეო უწყების დელეგაცია, რომელ ქვეყანასაც გამოწვევებს შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია აქვს, ხვდება მოზამბიკის დელეგაციას და თან ეს შეხვედრა ტიმორ-ლესტეში იმართება, საქმე ნამდვილად საზარზეიმოდ გვაქვს.

და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შეხვედრებზე მხარეებმა თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობები განიხილეს, წლის სამინისტროდ, აქედანვე შეგვიძლია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დავასახელოთ.

საინტერესოა რა დაჯდა ქართული დელეგაციის ტიმორ-ლესტეში ვიზიტი, მათი გაფრენა-გამოფრენა, სასტუმრო, კვება, სუვენირები და სხვა ფინანსებთან დაკავშირებული ნიუანსები და რა წამოიღო სანაცვლოდ ჩვენმა საგარეო უწყებამ იქედან.

ერთადერთი სანუგეშო ისაა, რომ ჩვენი დელეგაცია, ქალაქ დილიში ვიზიტისას, პორტუგალიურენოვანი ქვეყნების ღონისძიებაზე იმყოფებოდა და თუ ეს ღონისძიება პორტუგალიურენოვან მედიაში გაშუქდა, უეჭველია სადმე ჩამონათვალში საქართველოც იქნებოდა ნახსენები. ასეთ შემთხვევაში, მოზამბიკელთა და გვინეა-ბისაუს მოსახლეობის წერა-კითხვის მცოდნეთა ნაწილი, აუცილებლად გაიგებდა დედამიწის ზურგზე ისეთი ულამაზესი და დალოცვილი ქვეყნის არსებობას, როგორიც ჩვენი სამშობლოა.

ეს და მსგავსი ვიზიტები საოცრად წააგავს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დაისის დროს განხორციელებულ ვიზიტებს, როცა ის, ენით ძნელადგამოსათქმელ და რუკაზე კიდევ უფრო ძნელადმოსაძებნ ქვეყნებში ჩადიოდა და თან დარწმუნებული იყო, რომ საქართველოს სასიკეთო საქმეს ვუკეთებ და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საქმეში უდიდესი წვლილი შემაქვსო.

საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილის ტიმორ-ლესტეში ვიზიტიდან ზუსტად რამდენიმე დღეში კი, დელეგაციითურთ, თავად საგარეო უწყების პირველი პირი გაემგზავრა, თანაც პალაუს რესპუბლიკაში.

როგორც საგარეო უწყება ოფიციალურად იტყობინება, მაია ფანჯიკიძე პალაუს რესპუბლიკაში ბილი კუარტიეს მიწვევის საფუძველზე ჩასულა, ეს ბილი კუარტიე კი ამ ქვეყნის სახელმწიფო მინისტრი ყოფილა.

ხედავთ საიდან სად?

დელეგაციამ, სტუმრის სტატუსით, წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფოთა ფორუმის 45-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის მთავარი სამუშაო თემა - „ოკეანე: სიცოცხლე და მომავალი“ იყო.

მართალია საქართველოს საოკეანო აკვატორია არ გააჩნია, მაგრამ თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ მოწოდების სიმაღლეზე დადგება, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის საზღვრები ისე გაფართოვდეს, რომ რომელიმე ზვიგენებიანი საოკეანო სანაპიროს მფლობელებიც კი გავხდეთ. აი, სწორედ აქ გამოგვადგება საგარეო უწყების დღევანდელი წინდახედული ვიზიტი.

გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციითვე, პალაუში ვიზიტისას ორმხრივი შეხვედრები გაიმართა პალაუს სახელმწიფო მდივანთან, ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრთან და ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში, შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ფორუმის გენერალურ მდივანთან ნერონი სლეიდთან.

„კუნძულოვან სახელმწიფოთა ფორუმის გენერალურმა მდივანმა ქართულ მხარეს ფორუმისათვის გაწეული დახმარებისა და პოზიტიური ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა“ - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თქვენი არ ვიცი და ყველა ხარჯი, რაც სამინისტრომ პალაუში გასამგზავრებლად გაიღო, სხვა თუ არაფერი, ბატონი სლეიდის მადლობად და ქართული მხარის პოზიტიურ ჩართულობად ნამდვილად ღირდა.

ასე, რომ სანამ მსოფლიო გადანაწილების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, სანამ ჩვენს გაშემო ცხელი წერტილები სოკოებივით მრავლდება, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს, თუმცა უბრალოდ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ტიმორ-ლესტეში, პალაუსა და სხვა მსგავსი სტრატეგიული დანიშნულების ქვეყნებში ვიზიტი, საშინაო ტრაგედიად გვექცეს.


გიორგი აბრამიშვილი


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა