logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ვაკეში მამაკაცს თავს აქლემი დაესხა
ვაკეში მამაკაცს თავს აქლემი დაესხა
13:56 30.06.2014
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეს თავს აქლემი დაესხა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
როგორც გაირკვა, 70 წლამდე მამაკაცი, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცირეწლოვან შვილიშვილს ასეირნებდა, რა დროსაც მოულოდნელად მას აქლემი დაედევნა. როგორც „ნიუსპრესისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მამაკაცი განრისხებული ცხოველისგან თავის დაცვას შეეცადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანება მიიღო. აქლემის შეჩერება კი მხოლოდ მისმა მეპატრონემ შესძლო. მართალია 70 წლის მამაკაცს სიცოცხლისთვის საშიში ტრამვა არ მიუღია, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის მისვლამდე ის შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და რეალობას ვერ აღიქვამდა.
შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას, თავდაპირველად, აქლემი თბილისის ზოოპარკიდან გამოქცეული ეგონა, თუმცა ეს ვერსია მას შემდეგ გამოირიცხა, რაც აქლემის მეპატრონემ ცხოველის პასპორტი და სხვა საჭირო დოკუმენტაცია წარმოადგინა.
არსებული ინფორმაციით, ცხოველის მეურვე შვეიცარიის მოქალაქეა. ის საქართველოში აქლემთან ერთად გადმოსახლდა და ვაკე-საბურთალოს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს.
როგორც სააგენტო „ნიუსპრესმა“ გაარკვია, მომხდარი შემთხვევის გამო შვეიცარიის მოქალაქე ამ ეტაპზე მხოლოდ დაჯარიმებულია და ქართული კანონმდებლობით, არც მას და არც მის აქლემს ქვეყნიდან გაძევება არ ემუქრება.
რა მოხდა ვაკეში რამდენიმე დღის წინ და რა კვალიფიკაცია მიეცა ფაქტს, ამის შესახებ „ნიუსპრესის“ კითხვებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში უპასუხეს:
- გიდასტურებთ, აღნიშნული ფაქტი ნამდვილად დაფიქსირდა, კერძოდ თბილისში და 70 წლამდე მამაკაცია დაზარალებული. შემთხვევა ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მოხდა, აქლემის პატრონი კი შვეიცარიის მოქალაქე გახლავთ. საქმეზე მოკვლევა უკვე ჩატარდა და ცხოველის, კერძოდ აქლემის მეპატრონე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 85-ე მუხლით დაჯარმიდა.
–ჯარიმა გასაგებია, მაგრამ ეს აქლემი ისევ თბილისში რჩება?
–კანონით, ჩვენ მხოლოდ დაჯარიმების უფლება გვაქვს.
85 მუხლის თანახმად კი, შვეიცარიის მოქალაქეს 1300 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს. აქლემის და მისი პატრონის წინააღმდეგ სხვა სანქციების განხორციელების შესაძლებლობას კანონი არ იძლევა, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებული მამაკაცი, უცხოელი მოქალაქის წინააღმდეგ, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში ჩივილს აპირებს. ამის შესახებ დაზარალებულმა აქლემის მეპატრონეს უკვე აცნობა და დიდი ალბათობით, შვეიცარიელი მოქალაქისა და მისი აქლემის წინააღმდეგ დავა სასამართლოში გაგრძელდება.
რედაქციისგან: ამ უჩვეულო და დაუჯრებელ ისტორიაში, იმედია სასამართლო მაინც გამოარკვევს, როგორ შეძლო უცხოეთის მოქალაქემ ცხოველის ქვეყანაში უპრობლემოდ შემოყვანა და მისი ქალაქის პრესტიჟულ უბანში დასახლება. იქნებ ამ პრეცედენტულმა საქმემ მაინც გამოკვეთოს ქართული კანონმდებლობის უუნარობა, რადგან გარდა ცხოველის აგრესიისა, საინტერესოა მოწმდება თუ არა საზღვარზე ცხოველების ჯამრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა საშიშ გადამტან დაავადებებზე. სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხი ოფიციალურ უწყებებში არ აღმოაჩნდათ.
რა რეაგირება ექნება ჩვენს მიერ მოძიებულ ფაქტს, ამაზე საუბარი წინასწარ შეუძლებელია. მანამ კი, სანამ ქართული კანონმდებლობა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ცხოველების შემოყვანს არ უკრძალავს, ისღა დაგვრჩენია ფრთხილად ვიყოთ, შვეიცარიიდან ჩამოყვანილიაქლემი ისევ ვაკეში ცხოვრობს და საბალახოდაც იქვე დადის.


ირაკლი მამალაძე



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა