logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილი - ახალი ფენომენი მსოფლიო ფსიქიატრიაში
მიხეილ სააკაშვილი - ახალი ფენომენი მსოფლიო ფსიქიატრიაში
13:46 30.06.2014
მსოფლიო ფსიქიატრიული პრაქტიკა უამრავი სახის დაავადებას, მანიასა (მათ შორის განდიდების) და ფობიას იცნობს, მაგრამ, მიუხედავად ფსიქიატრიულ მეცნიერებაში ჩემი დილეტანტიზმისა, დარწმუნებული ვარ, რომ ამ სფეროში მიხეილ სააკაშვილი სრულიად ახალი ფენომენია, რომლის შესწავლითაც შესაძლოა მსოფლიო ფსიქიატრია ახალი აღმოჩენებისა და ფენომენის წინაშე დადგეს.
მოგეხსენებათ, ფსიქიატრიული პტრაქტიკა იცნობს დაავადებებს, როდესაც ადამიანები საკუთარ თავს ისტორიის ამა თუ იმ ძლევამოსილ პიროვნებად წარმოიდგენენ და ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში ალექსანდრე მაკედონელები ან თომას ჯეფერსონები არიან.
ამ მხრივ, ფსიქიატრიულად დაავადებულთათვის ყველაზე პოპულარული პერსონაჟი ნაპოლეონია და სტატისტიკურად, გიჟების უდიდესი ნაწილიც სწორედ ნაპოლეონობას იბრალებს. ამის მიზეზი ნაწილობრივ ისიცაა, რომ არსებობს ნაპოლეონი როგორც ისტორიული პიროვნება და მხედართმთავარი და არსებობს ნაპოლეონი, როგორც კონიაკი და ნამცხვარი.
შესაბამისად, ფსიქიურად დაავადებულთა ნაწილი სავარაუდოდ თავს მხედართმთავრად, ნაწილი კონიაკად, ნაწილი კი ტორტად მიიჩნევს.
აი რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი ფენომენალურობაც სწორედ ამაშია, რომ არცერთი ისტორიული პიროვნების სახელს არ ითვისებს და მან საკუთარ წარმოსახვაში შექმნა ძლევამოსილი პიროვნება სახელით და გვარით - მიხეილ სააკაშვილი. ამასთან, ექსპრეზიდენტი დღემდე დარწმუნებულია, რომ მის წარმოსახვაში არსებული ტიტანი - მიხეილ სააკაშვილი, მსოფლიოს მსხნელადაა მოვლენილი.
როდესაც წარმოსახვაში ადამიანს მსოფლიოს მხსნელად ჰყავს თავი წარმოდგენილი, მას შესაბამისად, სამიზნეც სათანადო უნდა ჰქონდეს. მიხეილ სააკაშვილი აქაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და მოწინააღმდეგედ ისეთი ქვეყანა აირჩია, როგორიც რუსეთია.
სამწუხაროდ, საქართველომ და ქართველმა ხალხმა საკუთარ თავზე იწვნია მიშა სააკაშვილის მძლეთამძლეობისა და ბაქიბუქის შედეგი, რაც ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა და ამავდროულად, მას თავისმა „ძლევამოსილმა მხედართმთავარმა“ ისეთი სირცხვილი დაუტოვა, რომელსაც საქართველო, სამწუხაროდ ათეულ საუკუნეების განმავლობაშიც კი ვერ ჩამოირეცხავს.
ეს სირცხვილი კი არც მეტი არც ნაკლები, იმ მთავარსარდლის ქმედებას უკავშირდება, რომელმაც თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე ჯერ სტუმრები და ჟურნალისტები მიატოვა და 100 მეტრ დისტანციაზე სირბილში მსოფლიო რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, ხოლო შემდეგ, თავი დაცვის ლაჯებში გაყო და იქედან იყურებოდა წაშლილი სახით.
მეორე სირცხვილი, რასაც სამწუხაროდ ასევე ვერასდროს ვერ ჩამოვირეცხავთ, სააკაშვილის მიერ საკუთარი ჰალსტუხის ღეჭვა იყო, როდესაც ბაჭიასავით შეშინებული მიშა მსოფლიოსთვის შველის თხოვნას პირდაპირი ეთერით აპირებდა.
ამად და კიდევ უფრო უარეს შედეგებად დაუჯდა ქვეყანას სააკაშვილის წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა, რომელიც ვერც ნაპოლეონმა და ვერც ჰიტლერმა ვერ დაამარცხა, სწორედ მისი დასამარცხებელ-დასაშლელი იყო.
სააკაშვილს გულწრფელად სჯეროდა, რომ რუსის ,,დაჟანგული“ ტანკები საქართველოს საზღვრებამდე ვერც კი მოაღწევდა და თუ რომელიმე მაინც მოგვიახლოვდებოდა, მას ადგილზე დაადუღებდა.
სააკაშვილს გულწრფელად სჯეროდა, რომ რუს ჯარისკაცებს არყით დაათრობდა და მათ ისევ პუტინთან საომრად გამოიყენებდა.
სააკაშვილს გულწრფელად სჯეროდა, რომ განგებამ მას უდიდესი მისია, რუსეთის განადგურება განუჩინა და ამ გზაზე მას ვერავინ შეაჩერებდა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მის შესაჩერებლად თვითმფრინავის ხმაც კი საკმარისი გახდა.
როგორც ჩანს, სააკაშვილს 2008 წელს განცდილი შიში და ელდა გაუნელდა, ხოლო მის არცთუ გრილ თავში, რუსეთის განადგურების იდეამ ახალი სიმძლავრით იფეთქა და როგორც ერთ პოპულარულ ქართულ ფილმშია ნათქვამი, - გამჩენი აღარ ასვენებს.
სწორედ ამის გამოვლინება იყო საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადება, რომელიც მან 27 ივნისს, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს გააკეთა.
თურმე ნუ იტყვით და სააკაშვილს „რუსეთის იმპერიის საბოლოოდ მოსპობის“ სურვილი არ განელებია და უფრო მეტიც, ამ მიზნის მისაღწევად, საკუთარი სტრატეგიაც შეუმუშავებია, სადაც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ საკვანძო როლს საქართველო თამაშობს.
„დღეს არის შესაძლებლობა, რომ გაჩნდეს ორი დიდი ცენტრი, რომელიც საბოლოო ჯამში რუსეთის იმპერიის სივრცეს საბოლოოდ მოსპობს. ეს არის კიევი, როგორც ცენტრი, რომელიც ძალიან ბევრ რუს ოპოზიციონერს, მოლდოვას და გარშემო ქვეყნებს მიიზიდავს და საქართველო, რომელიც მიიზიდავს სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიას და შუა აზიის ქვეყნებს. რა თქმა უნდა, რუსეთმა ეს იცის“ - განაცხადა ჩვენმა ყოფილმა მხედართმთავარმა.
ანუ, მიხეილ სააკაშვილის აზრით, მთელი დასავლეთი უკრაინის, ხოლო აღმოსავლეთი - საქართველოს გარშემო უნდა გაერთიანდეს, რუსეთს ერთად შეუტიონ და მისი „საბოლოო მოსპობაც“ გააფორმონ.
დამეთანხმებით, ნამდვილად შესამოწმებელია იმ ადამიანის ფსიქიური ჯანმრთელობა, რომელიც საქართველოს ანტირუსულ ცენტრად გადაქცევის იდეას წამოაყენებს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ელემენტარულად, საქართველოს, როგორც მსოფლიო თანამეგობრობის სუბიექტის პოლიტიკური რუკიდან გაქრობას გამოიწვევს.
ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია განვლილი 9 წლის გამო ღმერთს მადლობა შევწიროთ და ვთქვათ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში კიდევ კარგად გადავრჩენილვართ.
მთელი უბედურება კი ისაა, რომ თავისი „სტრატეგიული გეგმის“ განხორციელების შედეგი სააკაშვილმა ყველაზე კარგად იცის, რადგან ცხვირით მიწის ხვნის სიმწარე ჯერ ბოლომდე დავიწყებული არ ექნება, მაგრამ ის ამ იდეას, მსოფლიოში მხარდამჭერების მოსაზიდად ავითარებს.
ანუ, მიხეილ სააკაშვილი დღეს ქვეყნიდან ქვეყანაში დადის და პოლიტიკურ წრეებს, საქართველოს ანტირუსულ ცენტრად გადაქცევას სთავაზობს, სავარაუდოდ იმ პირობით, თუ დასავლეთი ხელისუფლებაში მის დაბრუნებას უზრუნველყოფს. ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში კი, სააკაშვილს საქართველოს ბედი ზუსტად ისევე შეაწუხებს, როგორც 2008 წელს აწუხებდა და ის რუსეთს კიდევ რამდენიმე ომს ,,მოუგებს“.
მართლაც ფსიქიატრიის თემაა ისეთი ადამიანის ფენომენი, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შუა აზიას განვაწყობო. იმ შუა აზიას, რომლის ეკონომიკაც პრაქტიკულად დღეს ისევეა მიბმული რუსეთთან, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო.
უკაცრავად და ამ ბრიყვული იდეის განხორციელებაში სააკაშვილს დასავლეთი დახმარებას კიდევაც რომ დაპირდეს, რუსეთი ამას ყურთბალიშზე ძილით შეხვდება?
რუსი დათვი, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობის აზრი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, ევროპა-ამერიკის შეშფოთება-აღშფოთების ფონზე ქვეყანას ტანკით გადახნავს და არ არსებობს ძალა მსოფლიოში, რომელიც ჩვენი გულისთვის რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციაში შევა.
სხვათა შორის, გამორიცხული არ არის, რომ სააკაშვილმა ქართულ-უკრაინული ანტირუსული ცენტრების შექმნის იდეით დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური წრეები მართლაც დააინტერესოს, თუმცა იმედია, რომ მიშას ფანტაზია ფანტაზიად დარჩება, ხოლო თუ მისი ფენომენით მედიცინის იმ სფეროს წარმომადგენლები დაინტერესდებიან, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ხელცარიელი არ დარჩებიან და კვლევა-დისერტაციებისთვის საინტერესოზე საინტერესო მასალას აღმოაჩენენ.

გიორგი აბრამიშვილი


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა