logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ტრამვირებული“ სამოქალაქო სექტორი
„ტრამვირებული“ სამოქალაქო სექტორი
13:35 30.06.2014
ქართველი ბიზნესმენი, ქველმოქმედი, ყოფილი პრემიერი და ამჟამად ნომერ პირველი „მოქალაქე“ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქვეყნის ავტორიტარიზმისგან გათავისუფლებაში ლომის წვლილი მიუძღვის, - მისივე თქმით, დღეს ტრამვირებულია.
ტრამვირებულია არა იმის გამო, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად მხოლოდ პირველი პირი და მინისტრთა კაბინეტი შეიცვალა, არა იმის გამო, რომ სამართლიანობის აღდგენის მოლოდინითა და კოჰაბიტაციით დაღლილი ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს უკვე საჩაიეებშიც კი უსწორდება, არა იმის გამო, რომ 1 ლარით გაიაფების ნაცვლად ბენზინი კვლავ პერმანენტულად ძვირდება, არამედ ის ტრამვირებულია ინფორმაციით, რომელიც მინისტრთა კაბინეტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სტრუქტურების მაღალჩინოსანთა პრემიების რაოდენობას ეხება.
სხვათა შორის, ზუსტად ამავე ინფორმაციით, სრულიად საქართველო არათუ ტრამვირებული, არამედ გაცოფებულიც კია და თუ ტენდენცია შენარჩუნდა, მთავრობის წევრთა დიდი ნაწილისთვის, მომავალი ადვილად საპროგნოზო ნამდვილად არ იქნება.
დავიწყოთ იქედან, რომ მინისტრები, რომლებმაც თავიანთი არაადეკვატურად მაღალი პრემიების გამო ივანიშვილს ტრამვა მიაყენეს, ამავე ივანიშვილის მიერ შერჩეულები და ხელდასმულები არიან, თორემ, როგორ აღირსებდა მათ ამომრჩეველი თანამდებობებს ივანიშვილის ფაქტორის გარეშე, ყველასთვის და მათ შორის მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და პარლამენტარებისთვისაც, ნათელია.
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ბიძინა ივანიშვილს სრულიად საქართველოს წინაშე უდიდესი დამსახურება აქვს. ეს დამსახურება ისაა, რომ მან ქვეყანა დიქტატურის რელსებზე გარდამავალი ავტორიტარიზმისგან უსისხლოდ იხსნა და ამით ყველა იმ ადამიანის გული მოიგო, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმის მშვიდობიანად წასვლის იმედი დიდი ხნის გადაწურული ჰქონდათ.
მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის აგრეთვე, ქართული კულტურის მოღვაწეებისა და ამას გარდა, კულტურის ძეგლების გადარჩენის საქმეში, მაგრამ დღეს ივანიშვილი ისეთი ფაქტების წინაშე დგას, რომ ხალხმა მისი დამსახურება შეიძლება დავიწყებას მისცეს.
დღიდან პოლიტიკაში მოსვლისა, ბიძინა ივანიშვილმა საკმაოზე მეტი დაპირება გასცა, რომელთა ნაწილის არამართებულობის შესახებ მოგვიანებით თავადვე აღიარა კიდეც, დაპირებათა ნაწილი შეასრულა, თუმცა შესასრულებელი ჯერჯერობით იმდენია, რომ ხალხის სოციალურ ყოფაზე, ამ დრომდე საგრძნობლად არაფერი ასახულა.
ყველაზე მთავარი დაპირება, რაც ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად დათქმულ ვადებში შეასრულა, ეს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლებიდან გაშვებაა, თუმცა დღეს, როცა იგივე პოლიტიკური ძალა წარმატებით ცდილობს ხელისუფლებაში მობრუნებას და ეს ნაწილობრივ გამოსდის კიდეც, ამ დაპირების სინამდვილეც ეჭვის ქვეშ დგას.
არავის არ აქვს ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ ან ორ წელიწადში ქვეყნის აშენება შეიძლება. ეს ისეთი პატარა ქვეყნისთვისაც კი, როგორიც საქართველოა, - წარმოუდგენელი და შეუსრულებელი ამოცანაა.
მაგრამ, ამ 20 თვის განმავლობაში, ის კონტურები და საფუძვლები მაინც უნდა გამოჩენილიყო, რაზეც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა დაშენდეს.
კიდევ ერთი დაპირება, რაც ბიძინა ივანიშვილმა დათქმულ ვადებში შეასრულა, ეს მისი პოლიტიკიდან წასვლაა. სხვათა შორის, პოლიტიკაში ყოფნა ივანიშვილისთვის აშკარად ტვირთი იყო და ამას არც მალავდა. აქედან გამომდინარე, დაპირების ის ნაწილი, რომ პოლიტიკიდან წავიდოდა, ექსპრემიერმა, როგორც მოსალოდნელი იყო ოპერატიულად შეასრულა, ხოლო რაც შეეხება დაპირების მეორე ნაწილს, რომ ის სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლებდა და იქედან გააკონტროლებდა ხელისუფლებას, - ჯერჯერობით კვლავ შეუსრულებელია.
პოლიტიკიდან ოფიციალურად წასვლის შემდეგ, პრემიერყოფილმა 2-3 თვიანი პაუზა დააანონსა, რომელიც, მისი თქმით, მას ჩამოსაყალიბებლად და საქმიანობის პრიორიტეტების განსასაზღვრად სჭირდებოდა.
რამდენიმე თვეში კი, საზოგადოებამ ივანიშვილის მიერ ახალი ორგანიზაციის „მოქალაქე“-ს დაარსების შესახებ შეიტყო.
საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზენტაციას ივანიშვილმა, თავის დროზე, ჟურნალისტებთან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა მიუძღვნა.
ეს იყო და ეს. თუ არ ჩავთვლით ამ არასამთავრობოში მიმდინარე საკადრო პოლიტიკის რამდენიმე სკანდალს, საზოგადოებას ამ ორგანიზაციის აქტივობის შესახებ აღარაფერი შეუტყვია.
პრაქტიკულად, არავინ იცის სად აქვს ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციას ოფისი, რა არის ამ ორგანიზაციის საკონტაქტო ნომერი ან რომელ დღეებში და რომელ საათებში დადის დამფუძნებელი სამსახურში, ან მუშაობის რა პრიორიტეტები გააჩნია ორგანიზაცია „მოქალაქეს.“
ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში წასვლა საზოგადოების დიდმა ნაწილმა პოზიტიურად იმის გამოც შეაფასა, რომ იმედოვნებდნენ, საკუთარი ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, ივანიშვილის არასამთავრობო კონკურენციას გაუწევდა იმ ანალოგებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და რომელთა განწყობაც, ხშირ შემთხვევაში, ხალხის განწყობას არანაირად არ ასახავს.
ყოველივე ამ მოლოდინების საპირისპიროდ, ქართველმა ხალხმა პრაქტიკულად ისევ ის ბიძინა ივანიშვილი მიიღო, როგორიც პოლიტიკაში მოსვლამდე იყო, ანუ ისევ გაუჩინარებული და საიდუმლოებით მოცული.
სამოქალაქო სექტორში წასვლის შემდეგ, რომ აღარაფერი ვთქვათ მის „ორგანიზაციაზე,“ პრემიერყოფილიც, საზოგადოებამ ტელევიზიით სულ ორიოდეჯერ იხილა.
მათ შორის აღსანიშნავი, ივანიშვილის მიერ პირდაპირ ეთერში გიორგი მარგველაშვილის მიჯირყვნ-მიჭირხვნაა.
შემდეგ ივანიშვილი საზოგადოებამ ერთი-ორ კულტურულ ღონისძიებაზე იხილა, ბოლო გამოჩენისას კი მან კომენტარი მინისტრების მიერ აღებულ პრემიებზე გააკეთა და როგორც აღნიშნა, ის ამის გამო ტრამვირებულია.
ასეთი რა ტრამვა მოგაყენათ ირაკლი ალასანიასა და პაატა ზაქარეიშვილის პრემიებმა ბატონო ბიძინა, რომ სათანადო მოქმედებას და პასუხის მოთხოვნასაც კი ვეღარ ახერხებთ?
თქვენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და როგორც აღვნიშნეთ, ერის წინაშე ნამდვილად დიდი დამსახურების მქონე პიროვნებას, გაქვთ სრული ლეგიტიმაცია, რომ მინისტრების ნებისმიერ საქციელზე, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირების მიერ გამოხატულ დიდ მადაზეც, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროთ.
თქვენს არასამთავრობოს, თუ ის ნამდვილად ფუნქციონირებს, არ უნდა ჰქონდეს იმის ადამიანურ-ინტელექტუალური თუ ფინანსური პრობლემა, რომ სახელმწიფო უწყებები, თუნდაც საჯარო ინფორმაციების მოთხოვნით აკონტროლონ, ხოლო თუ რამე ისე არ აღმოჩნდება როგორც საჭიროა, მაშინ საკუთარი ნეგატიური პოზიციის დაფიქსირების ყველანაირი, მათ შორის მორალური უფლებაც გაქვთ.
დღეს კი, რეალურად, გამოდის, რომ როდესაც თქვენს მიერვე დანიშნული მინისტრთა კაბინეტის რაიმე არაპოპულარული ქმედების შესახებ გებულობთ, ამ ინფორმაციით მხოლოდ ტრამვებს იღებთ.
უფლებამოსილების ფარგლებში მინისტრების ქმედებების მიმართ თუ უფრო რადიკალურ ზომებს არ გაატარებთ და მხოლოდ ტრამვების მიღებით შემოიფარგლებით, მერწმუნეთ, მინიტრთა კაბინეტის ზოგიერთი წარმომადგენლის კომპეტენციიდან და მადიდან გამომდინარე, თქვენ მუდმივად ტრამვების რეჟიმში იქნებით და ეს ტრამვები არასდროს მოგაკლდებათ.
ამიტომ, აჯობებს, რომ თქვენს მიერ დანიშნულ მინისტრებს, ხანდახან თითი თქვენვე, ღიად და საჯაროდ დაუქნიოთ, თორემ ზოგიერთი მათგანის წარსულიდან გამომდინარე, ხვალ შეიძლება განაცხადონ, ივანიშვილისთვის ერთი-ორჯერ მხოლოდ გამარჯობა მაქვს ნათქვამიო.
ტრამვირებას და შოკირებას კი საჯარო მოქმედება სჯობს, ყოველ შემთხვევაში ხალხი თქვენგან ამას ითხოვს და მათი მოლოდინიც ესაა.
იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენს არასამთავრობოს რეალურად აამუშავებთ და მას რეალურად ჩააყენებთ სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების სამსახურში, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის კეთილგანწყობას კვლავ დაიბრუნებთ, ვინაიდან ხალხში მადლიერების გრძნობა ჯერ კიდევ დიდია,.

გიორგი აბრამიშვილი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა