logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ყოფილი პროკურორის სკანდალური აღიარება - როგორ აპატიმრებდნენ „ნაციონალები“ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს
ყოფილი პროკურორის სკანდალური აღიარება - როგორ აპატიმრებდნენ „ნაციონალები“ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს
12:22 14.06.2014
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესმა“ მოიპოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N9 დაწესებულების ყოფილი პატიმრის და ყოფილი პროკურორის, კახა ცნობილაძის განცხადება, რომელიც თავის დროზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას სახელზეა დაწერილი.

ცნობილაძე წერილობით მიმართვაში ყურადღებას იმ დარღვევებზე ამახვილებს, რომლებიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საპროცესო ზედამხედველი პროკურორის თანამდებობაზე მისი ყოფნის დროს ხდებოდა.

ყოფილი პროკურორი, 2009 წლის მაის–ივნისში გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვისა და ტარების ბრალდებით დაკავებული ოთხი პირის სისხლის სამართლის საქმეს იხსენებს, რომელზეც საპროცესო ხელმძღვანელობის გაწევა სწორედ მას დაევალა.

ცნობილაძე ასევე აღნიშნავს, რომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პროკურატურაში მისი მუშაობის პერიოდში პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებულები, მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს.

„ნიუსპრესი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„ყველა იმ პიროვნების მიმართ, რომელიც მთავარ პროკურატურაში ჩემი მუშაობის პერიოდში პოლიტიკური ნიშნით იქნა დაკავებული, მორალური პასუხისმგებლობა მაკისრია. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვალდებული ვარ, მოგახსენოთ შემდეგი:

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რიგითი პროკურორის თანამდებობაზე ვმუშაობდი. ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, არათუ რაიმე საპროცესო გადაწყვეტილების მიღება, არამედ სასამართლო პროცესებზე საკუთარი შეხედულებით ტანსაცმლის ჩაცმაც არ შემეძლო. პროკურორის ყველა მოქმედება კონტროლს ექვემდებარებოდა. პროკურატურა ზედმეტად ცენტრალიზებული იყო და წინასწარი გამოძიების პერიოდში ყველა ჩვენი მოქმედება თუ უმოქმედობა დეპარტამენტის უფროსთან (ბ.თხელიძე) და მის მოადგილესთან, ხოლო არსებითი განხილვის საკითხები მხოლოდ დეპარტამენტის უფროსთან თანხმდებოდა.

2009 წლის მაისის და ივნისის თვეში, ჩემი დეპარტამენტის უფროსის დავალებით, საპროცესო ხელმძღვანელობის გაწევა ოთხ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, კერძოდ, ზაზა ბრეგვაძის, გოჩა წიკლაურის, გია დადეშელის და ტარიელ კამკამიძის ბრალდების საქმეზე დამევალა. იმ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საპროცესო ზედამხედველი პროკურორი ვიყავი. აღნიშნული პირების დაკავების შესახებ ჩემთვის წინასწარ არავის უცნობებია, ამას მათი დაკავების შემდგომ ვიგებდი, რის შემდეგაც, დეპარტამენტის უფროსის მითითებით, საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება მევალებოდა.

აღნიშნული პირები სხვადასხვა პერიოდში, 2009 წლის მაის–ივნისში, გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის და ტარების ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი. მათი დაკავება მეტად საეჭვო პერიოდში, კერძოდ, თბილისში ხალხის მასობრივი გამოსვლების პერიოდში მოხდა. საქმეებს ეტყობოდა, რომ ოთხივე პიროვნება პოლიტიკური მოტივით იყო დაკავებული, რადგან, როგორც ჩემთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, წიკლაური, ბრეგვაძე, დადეშელი და კამკამიძე პოლიტიკურად აქტიური პიროვნებები იყვნენ.

დაკავებულები აცხადებდნენ, რომ იარაღი მათ არ ეკუთვნოდათ და პოლიციის თანამშრომლების მიერ იყო ჩადებული. ბრალდებულებთან შეხვედრის შემდეგ დეპარტამენტის უფროსს მათი პოზიცია მოვახსენე და ვუთხარი, რომ მეტად საეჭვო ვითარება იყო, რაზეც პასუხად მივიღე, რომ გამოძიებას ჩხრეკაში მონაწილე პირები უნდა დაეკითხა და შემდგომ მათი უდანაშაულობის საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტი იყო.

ვხედავდი, რომ ხელმძღვანელობა ამ ოთხი საქმის მიმართ, სხვა სისხლის სამართლის საქმეებთან შედარებით, განსაკუთრებით დაინტერესებული იყო. ჩემი დეპარტამენტის უფროსის მითითებით, ოთხივე ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს მივმართე. აღნიშნულზე მე წინააღმდეგი ვიყავი, ვინაიდან დაკავებულები იყვნენ პოლიციის ყოფილი ოფიცრები და მათ მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვისა და ტარების ბრალდება დიდ სახელმწიფო და საზოგადოებრივ საშიშროებას არ წარმოადგენდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ პირებზე და მათი ბრალდების საქმეზე წერილობით ინფორმაციას სისტემატიურად მთხოვდნენ, რაც ეჭვს უფრო მიმძაფრებდა, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური მოტივით იყვნენ დაკავებულები.

როდესაც გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს ვეკითხებოდი, თუ რა ხდებოდა, ისინი კატეგორიულად აცხადებდნენ, რომ ყველაფერი კანონიერად იყო გაკეთებული, რომ მათ ჰქონდათ იარაღები, თუმცა მე, როგორც რიგით პროკურორს, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, სიმართლეს არ მეტყოდნენ. მე შევასრულე დეპარტამენტის უფროსის მითითება და ოთხივე ბრალდების საქმე საბრალდებოთი სასამართლოში წავმართე.

საქმეების არსებითი განხილვის პერიოდში ზ. ბრეგვაძეს, გ. წიკლაურს და ტ. კამკამიძეს, რამდენადაც მახსოვს, არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება აღმკვეთ ღონისძიებად შეეცვალათ. აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც მე ვიცი, გენერალური პროკურორისგან, ზურაბ ადეიშვილისგან მოდიოდა და მივხვდი, რომ ამ საქმეზე ასეთი დაინტერესება მათი დაკავების პოლიტიკურმა მოტივმა გამოიწვია.

რაც შეეხება გია დადეშელის ბრალდების საქმეს, ჩემი ხელმძღვანელი მის მიმართ განსაკუთრებით არაკეთილ განწყობას ამჟღავნებდა და ვფიქრობ, რომ ეს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პროკურატურის უმაღლესი ხელმძღვანელი პირებიდან მოდიოდა.
გია დადეშელის საქმეზე ინფორმაციას მისი მეუღლე მაწვდიდა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა და მეუბნებოდა, რომ დადეშელი უდანაშაულო იყო. მე ხელმძღვანელობას, კერძოდ, ჩემი დეპარტამენტის უფროსს მისი პოზიცის შესახებ ვეუბნებოდი, რამაც ძალიან გააღიზიანა და მითხრა, რასაც გეტყვი ის გააკეთეო. გია დადეშელი მიხვდა, რომ თავის სიმართლეს ვერ გაიტანდა.

ასევე ტარიელ კამკამიძე, რომელსაც ვიცნობდი, დანაშაულს უარყოფდა. მე დათრგუნული ვიყავი, რადგან რაიმე გადაწყვეტილების მიღება არ შემეძლო. წარდგენილ ბრალდებას უარყოფდა ზაზა ბრეგვაძეც და როგორც ვიცი, სასამართლოში მისი საქმე დღემდე არ განხილულა.

სასამართლოზე, გოჩა წიკლაურის საქმის განხილვის დროს, საქმის გამომძიებლის მიერ მიცემული ჩვენება ფაქტობრივ გარემოებებს სცდებოდა, რის შესახებაც დეპარტამენტის უფროსს მოვახსენე, ვინაიდან მისთვის თითოეული სასამართლო პროცესის ყველა დეტალი უნდა მომეხსენებინა. ხელმძღვანელმა მითხრა, რომ მოსამართლის ფუნქციას ნუ ვითავსებდი. მოწმე ცრუობდა თუ სიმართლეს ამბობდა, ეს მოსამართლის გადასაწყვეტი იყო.
ამის შემდეგ მე გადაწყვეტილი მქონდა, თანამდებობიდან წამოვსულიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ მათ ბედს გავიზიარებდი და ყალბი ბრალდებით დამაკავებდნენ, როგორც ახლა ვარ დაკავებული.

აქვე აღსანიშნავია, რომ პროკურატურაში იყო წესი, რომლის მიხედვითაც, ვინაიდან ბრალდების მხარე ვიყავი, მხოლოდ გამამტყუნებელი მტკიცებულებები უნდა მომეპოვებინა, რაც არ მომწონდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ თუ პროკურორი სასამართლოდან წასვლას გადაწყვეტდა, მთავარ პროკურორთან გასაუბრება უნდა გაევლო და ემტკიცებინა, თუ რატომ მიდიოდი სამსახურიდან“ - ნათქვამია ყოფილი პროკურორის განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ხელს სასჯელაღსრულების N9 დაწესებულების სოციალური განყოფილების სპეციალისტი შ. ბერიტაშვილი აწერს, რომელიც განცხადების შედგენასა და ხელმოწერას ესწრებოდა.

p.s. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პროკურორი კახა ცნობილაძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, მან, უკანონო შემოსავლების მიღების მიზნით, საკუთარი იურიდიული კომპანია შექმნა და თავის წარმოებაში არსებულ საქმეებში ბრალდებულის სტატუსის მქონე პირებისგან, იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ, ფულად გასამრჯელოს იღებდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა