logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ხალხის მოტყუების უნიჭო მცდელობა - ანუ პრემიებიდან სახელფასო დანამატებამდე
ხალხის მოტყუების უნიჭო მცდელობა - ანუ პრემიებიდან სახელფასო დანამატებამდე
11:05 02.06.2014
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაცია ჩინოვნიკების, კონკრეტულად კი მინისტრების მიერ აღებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების რაოდენობის შესახებ, საზოგადოების განხილვის თემა გახდა და მასზე რამდენიმე დღის განმავლობაში ტოპ-ნიუსები იყო აგებული.
დღეს ამ თემამ შედარებით უკან გადაიწია, მაგრამ რჩება ნიუანსები, რომლებიც საკმაოდ მრავლისმეტყველი და დამაფიქრებელია.
პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, საზოგადოების მთავარი ყურადღება ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის მიერ აღებულმა თანხებმა მიიპყრო.
მართალია კახა კალაძის მიერ მიღებული თანხები ახლოსაც ვერ მივა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მიერ აღებულ თანხებთან, რომელმაც გასულ წელს, მხოლოდ პრემიებისა და დანამატების სახით 83 ათასი ლარი შეადგინა, მაგრამ საზოგადოების გაკვირვება ენერგეტიკის მინისტრის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, ის ხელფასს საერთოდ არ იღებს და შრომის ანაზღაურებას მთლიანად ქველმოქმედებას ახმარს.
სწორედ ამან დააბნია საზოგადოება. ანუ რაში სჭირდება პრემია მინისტრს, რომელიც ხელფასსაც კი არ იღებს და რომლის ქონებრივი მდგომარეობაც, მოკრძალებულად სულაც არ გამოიყურება.
ამასთან, საზოგადოებაში მადლიერების გრძნობასთან ერთად გაჩნდა უკმაყოფილების გრძნობაც, რადგან, რა თქმა უნდა ქველმოქმედება კარგია, მაგრამ თუ ამას ბიუჯეტის ფულიდან აღებული პრემიებით აკეთებ, ეს უფრო თვალთმაქცობას ემსგავსება.
აქვე, აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, რომ საზოგადოებაში ბრენდირებულია სიტყვა „პრემია“, ხოლო სახელფასო დანამატის რაობის შესახებ ხალხმა შედარებით ნაკლებად იცის და აქედან გამომდინარე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გავრცელებული მონაცემები, საზოგადოებამაც, მედიის წარმომადგენლებმაც და პოლიტიკოსებმაც მხოლოდ პრემიებს დაუკავშირეს.
შესაბამისად, პრემიებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს სასწრაფოდ მოჰყვა ზოგიერთი მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ამ რაოდენობით პრემია არ აუღიათ.
უფრო მეტიც, ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კახა კალაძეს გასულ წელს პრემია საერთოდ არ აუღია.
ინფორმაციის გადამოწმება სააგენტო „ნიუსპრესმა“ თავად IDFI-ში სცადა, სადაც განგვიცხადეს, რომ კალაძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება, მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, რადგან კალაძეს 48 ათასი ლარის ოდენობით პრემია არ აუღია, მან ამ რაოდენობით მხოლოდ სახელფასო დანამატი აიღოო.
ძაღლის თავიც სწორედ აქაა დამარხული, რომ, როდესაც სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირის პრესსამსახური აცხადებს, მინისტრს გასულ წელს პრემია საერთოდ არ აუღიაო, ავიწყდება განცხადებაშივე მიუთითოს ის, რომ კალაძემ 48 ათასის ოდენობით არა პრემია, არამედ სახელფასო დანამატი აიღო.
დამერწმუნეთ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, რომლებსაც 48 ათასი სიზმარშიც კი არ უნახავთ და მათ უფრო ხშირად ლუკმა პური ესიზმრებათ, ნაკლებადმნიშვნელოვანია რა ერქმევა კალაძის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ 48 ათასს, პრემია თუ სახელფასო დანამატი.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ენერგეტიკის მინისტრი თავის შრომის ანაზღაურებას მართლაც ქველმოქმედებაში ხარჯავს, სავარაუდოდ სინამდვილეს შეესაბამება და არც არანაირი საფუძველი არ გვაქვს მასში ეჭვი შევიტანოთ. სასურველია, რომ კალაძის სახელფასო დანამატიც საქველმოქმედო საქმიანობაში იყოს გახარჯული, მაგრამ აქ ერთი არცთუ სასიამოვნო ტენდენცია იკვეთება:
ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის აპარატმა თავის განცხადებაში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კალაძემ 48 ათასი ნამდვილად მიიღო, საერთოდ დამალა და ისეთ უმარტივეს პიარ-ხერხს მიმართა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, როდესაც მათ აქცენტი მხოლოდ პრემიაზე გააკეთეს და ცნება - „სახელფასო დანამატს“ იგნორირება გაუკეთეს.
ასეთი რამ კი, საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთ ავბედით ხელისუფლებას ახასიათებდა, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თუნდაც ტერმინებით მანიპულაციის გზით, საკმაოდ ხშირად ცდილობდა და ახერხებდა.
საზოგადოებას ეს ძალიან კარგად ახსოვს და არც გასაკვირია, რომ ნებისმიერი მსგავსი ფაქტის წინაშე ხალხს განსაკუთრებული რეაქცია ექნება.
საერთოდ კი, (ეს მხოლოდ კალაძეს არ ეხება) რა სახით მიიღებენ ჩინოვნიკები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასით განსაზღვრულზე მეტ თანხას, ერქმევა მას პრემია, სახელფასო დანამატი თუ ერთჯერადი წახალისება, საზოგადოებისთვის და ბიუჯეტისთვისაც ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

გიორგი აბრამიშვილი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა