logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თავდაცვის სამინისტროში „ნაციონალების“ მხარდამჭერები პირველივე დაძახებისთვის მზად არიან
თავდაცვის სამინისტროში „ნაციონალების“ მხარდამჭერები პირველივე დაძახებისთვის მზად არიან
15:21 14.05.2014
რა ხდება თავდაცვის სამინისტროში, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, რა შეიცვალა უწყებაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და რა განწყობაა ჯარში, ამასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ესაუბრა, რომელიც ერთ-ერთ ნაწილში მსახურობს.
-რა ხდება ჯარში და რატომაა ჯარისკაცებში ნეგატიური განწყობა როგორც შენ ამბობ?
-ჯარში არაფერი არ ხდება და არც მომხდარა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა. უფრო მეტიც, ისინი ვინც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი მხარდამჭერები იყვნენ და მათ ყველა ქმედებას ამართლებდნენ, დღესაც თანამდებობებზე არიან და უფრო მეტიც, დაწინაურდნენ კიდეც. ზოგს ჩინი მოუმატეს, ზოგს კიდევ ხელფასი და თანამდებობა.
თავიდან ჩუმად იყვნენ და ყაზარმაში კი არა, მიხეილ სააკაშვილის ხსენებას პირად საუბრებშიც ვერ ბედავდნენ, დღეს კი აიშვეს და უკვე პოლიტიკურ დისკუსიებს მართავენ.
-ეს იწვევს ჯარისკაცების უკმაყოფილებას?
-კი ეს იწვევს, ყველაფერს ვერ გეუბნებით, მაგრამ ჩვენი ნაწილის ოფიცერი, რომელიც 2012 წელს, სანამ „ოცნება“ გაიმარჯვებდა, ბიძინა ივანიშვილზე ისეთ რაღაცებს ამბობდა, რომ გამეორებაც უხერხულია, მერე ერთად იკრიბებოდნენ და ივანიშვილს ხმამაღლა აგინებდნენ, დღეს ეს ოფიცერი დაწინაურებულია, ამას ყველაფერს ჯარი ხედავს.
-წეღან მითხარი, დაძახების შემთხვევაში იარაღით გამოსასვლელად მზად არიანო...
-იარაღით არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი პოლიტიკური დისკუსიის დროს, ჩვენი ნაწილის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ოფიცერმა პირდაპირ თქვა, დამიძახონ და არწამსვლელის დედაცო.. წასვლაში რას გულისხმობდა თქვენ დაასკვენით. ვერ ვიტყვი, რომ ბევრნი არიან, მაგრამ ჩვენ ნაწილში, თანამდებობრივად, „პარადი“ ისევ მაგათ მიჰყავთ. ასეთი ხალხის გაყრას რა უნდა, არც დიდი პროფესიონალები მყვანან, რო მაგათი წასვლით ჯარს რამე დააკლდეს. მთავარია ხელმძღვანელობიდან მოაშორო ეგეთი ხალხი, ვისაც სამსახურზე მეტად პოლიტიკური ერთგულება აინტერესებს და რიგითებს თავისით დაავიწყდებათ სააკაშვილიც და ახალაიაც. ამ ოფიცრებს თავიანთი თანამოაზრე რიგითები და კაპრალებიც ჰყავთ და მაგათ ზემდეტი ყურადღებით ექცევიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ხომ მოხდა ისე, რომ მარტო ის ხალხი გაუშვეს, ვინც ხელმძღვანელობაში იყო და ვინც სხვებს აიძულებდა პოლიტიკური პოლიციელი ყოფილიყო. არ შეიძლება ასე უმტკივნეულოდ ეს თავდაცვაშიც მოხდეს? რას აკეთებს ალასანია, მითხარით რა გაუკეთა ჯარს გამინისტრების შემდეგ?
ერთადერთი რაც გააკეთა, კომპენსაციების თანხები გაზარდა, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვკვდე ან დავსახიჩრდე, რომ მაგისგან ყურადღება ვიგრძნო? სხვა თუ არაფერი, ამ ნაციონალებისგან მაინც გაწმინდოს სამინისტრო, გული გასკდა ამათი შემყურე.
-ჯარში საკვებით მოწამვლის შემთხვევების გახშირების შესახებ ბოლო დროს ბევრი არასამთავრობო საუბრობს. თქვენთან თუ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევები?
-ჩვენთან საკვებით მოწამვლის შემთხვევა საბედნიეროდ ჯერჯეობით არ დაფიქსირებულა, თუმცა არასამთავრობოების იმ ინფორმაციების დიდი ნაწილი, რომელსაც ისინი ახმოვანებენ და რომლის შესახებაც თქვენ მესაუბრებით, 100 პროცენტიანი სიმართლეა. კი გითხარი ჩვენთან არავინ მოწამლულათქო, მაგრამ დაზღვეულები არა ვართ, რომ მსგავსი ფაქტი ხვალ-ზეგ ჩვენ ნაწილშიც არ მოხდება.
-რატომ?
-იმიტომ, რომ როგორც გითხარი, ჯარში არაფერი შეცვლილა და არც ის ხალხი შეუცვლიათ, ვინც ჯარისკაცების კვებას უზრუნველყოფდა. ადრე კიდევ, ჯარის გამოსაკვებად ტენდერებს როგორ იგებდნენ და ამისთვის როგორ პარტიულ ერთგულებას ითხოვდნენ ყველამ იცის. სწორედ ის ხალხი კვებავს დღესაც ჯარს, ვინც მიხეილ სააკაშვილის დროს კვებავდა და გამორიცხული არ არის, რომ ახალი ხელისუფლების და თუნდაც, იგივე ალასანიას „გაიაფების“ მიზნით, შეგნებულად, მსუბუქი მოწამვლის გამომწვევი ნივთიერებებით წამლავდნენ ხალხს. ამიტომ ვამბობ დაზღვეულები არ ვართ-თქო.
მარტო კამერების წინ „ატჟიმანიების“ კეთება კი არა, ჯარს პატრონობა და მიხედვა სჭირდება, ჯარი ისეთი რამეა პიარით ვერ გააბრიყვებ და ვერც შეურაცხყოფას გადააყლაპებ. ჩვენი პრობლემებით და თავდაცვაში არსებული ვითარებით პირველ რიგში, მინისტრი უნდა ინტერესდებოდეს.

ესაუბრა ნატალია ქობალია

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა