logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პროფესორი ვასილ სახვაძე ივანიშვილის კომპანიას უნიკალური გამოგონების წართმევაში ადანაშაულებს
პროფესორი ვასილ სახვაძე ივანიშვილის კომპანიას უნიკალური გამოგონების წართმევაში ადანაშაულებს
15:10 14.05.2014
პროფესორი ვასილ სახვაძე, რომელიც უნიკალური გამოგონების პატენტის მფლობელია, საკუთარ თავს და ოჯახს „კლასიკურად გაკეთებული აფერის“ მსხვერპლს უწოდებს. მისი თქმით, ამ აფერას ყოფილი პრემიერის სახელს ამოფარებული ჯგუფი, კონკრეტულად კი ივანიშვილის კომპანია „ელიტა ბურჯი“ აკეთებს.

როგორც პროფესორი აცხადებს, შპს „ელიტა ბურჯში" 18-თვიანი მუშაობის შემდეგ, მისი პროექტის ორი მილიონი დოლარით დაფინანსება „ელიტა ბურჯის" გენერალურმა დირექტორმა თენგიზ გვაზავამ მას ჯერ მიულოცა, ხოლო მოგვიანებით, ის ყველაფერს ჩამოაშორა, მერე კი მისი ინტელექტუალური საკუთრებაც მიიტაცა.

„ელიტა ბურჯში" სახვაძეები და მისი პარტნიორები ბიოლოგიურ სასუქს - „ბომსის" აწარმოებდნენ.
მათი მტკიცებით, ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ბაქტერიული შტამებისა და ადგილობრივი ნედლეულის (ტორფი, მდინარის ლამი, მურანახშირი) უნიკალური სინთეზით ბაქტერიულ-ორგანულ-მინერალური სასუქი „ბომს"-ი და მისი წარმოების ტექნოლოგია შეიქმნა, რომელსაც უდიდესი ეფექტი აქვს.

პროფესორი ფინანსების არქონის გამო სასუქის წარმოებას დიდხანს ვერ ახერხებდა. სიტუაცია 2012 წლის თებერვლიდან შეიცვალა, როცა მათ შპს „ელიტა ბურჯში" კუსტარული საწარმო შექმნეს, რომელსაც კვირაში 10 ტონა სასუქის წარმოება შეუძლია. სახვაძის განცხადებით, როგორც კი ელიტა ბურჯის ხელმძღვანელობამ გაიგო, თუ რამხელა სარგებლობის მოტანა შეეძლო ამ სასუქს, ისიც და დედამისიც, რომელმაც სასუქის ფორმულა შექმნა, სამსახურიდან გაუშვა და მისი წარმოება თავად დაიწყო.


,,ნიუსპრესი“ პროფესორ ვასილ სახვაძეს ესაუბრა:


- ბატონო ვასილ, რა სახის თანამშრომლობა იყო თქვენს შორის?
- თვითონ დაგვიკავშირდნენ. თბილისი პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს. ჩვენი ურთიერთობის დაწყება უცებ მოხდა მეთქი რომ გითხრათ, ასე ნამდვილად არ ყოფილა. მანამ წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდით.
- რა გითხრეს, სამსახური რატომ უნდა დატოვოთო?
- თვრამეტი თვის შემდეგ უბრალოდ გვითხრეს, რომ დაფინანსება შეწყდა და ამიტომ სამსახური უნდა დატოვოთო. რაღა უნდა გვექნა, დაფინანსება შეწყდა და მუშაობაც შევწყვიტეთ.
- ხომ არ მისულა თქვენი დავა „ელიტა ბურჯთან“ სასამართლომდე?
- არ მინდა ეს საქმე სასამართლომდე მივიდეს. ინტელექტუალური საკუთრების მითვისება დასჯადი ქმედებაა, მაგრამ მე მათი დასჯა კი არა, ამ მეთოდის სწავლებაში დანერგვა მინდა. ამით საქართველოში ისეთი კარგი რაღაც მოხდება, რასაც ეკონომიკური ბუმი ჰქვია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საჭმელი და სასმელი ეკოლოგიურად სუფთა და ძალიან იაფი იქნება. მსოფლიო მასშტაბით არცერთ დარგში პირველი ადგილი არ გვაქვს, ერთადერთი პირველი ადგილის პრეტენზია რაზეც შეიძლება გვქონდეს ეს ჭიდაობაა, იმ მიმართულებით კი, რომელზეც მე ვსაუბრობ, საქართველო მთელს მსოფლიოში პირველი აღმოჩნდება.
- ასეთი სასუქის გამოშვებაზე უარს მხოლოდ დაფინანსების შეწყვეტის გამო გეუბნებიან? ივანიშვილს ფული გაუთავდა?
- დიახ, მთელი პრობლემაც სწორედ ეგ არის. მე მინდა, რომ ეს ჩვენი პროგრამა წარმოებაში დაინერგოს და ხალხმაც სარგებელი მიიღოს. საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გარდა სხვა ბიზნესმენებიც არსებობენ, რომლებიც ამ საქმის დაფინანსებით დაინტერესებული არიან.
- ბიძინა ივანიშვილმა ამ ყველაფრის შესახებ იცის, თუ ვინმე მის ზურგს უკან მოქმედებს?
- ივანიშვილთან შეხვედრას მისი ახლობლები დამპირდნენ, მაგრამ არ შემახვედრეს. ის სულ სხვა თემებით არის დაკავებული, ასე რომ შეიძლება ამ თემის მნიშვნელობა ვერ გაიგო, ან შეიძლება, ეს ინფორმაცია მასთან არც კი მიიტანეს, ან თუ მიიტანეს - არასწორად. რა ვიცი, შეიძლება უთხრეს, რომ ეს სასუქი გამოვცადეთ და კარგი არ არისო.
- რაიმე დოკუმენტაცია გაქვთ დაამტკიცოთ, რომ ეს სასუქი ნამდვილად კარგია?
- ამასთან დაკავშირებით უამრავი დოკუმენტაცია, ლაბორატორიული დასკვნები და ასევე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება არსებობს. ის ადამიანები, რომლებმაც ეს პროდუქცია საკუთარ მეურნეობაში გამოსცადეს, კმაყოფილები არიან. ამ სასუქს მართლა არნახული შედეგები აქვს. გარწმუნებთ, ეს იმდენად მაღალი დონის სასუქია, ყველგან რომ დაინერგოს, სოფლის მეურნეობა აყვავდება.
- რას აპირებთ? აპირებთ დაელოდოთ ივანიშვილთან შეხვედრას თუ საქმიანობას გააგრძელებთ?
- ბიძინა ივანიშვილს უნდა შევხვდეთ და დაველაპარაკოთ, თუ მისი სურვილიც იქნება. მე არანაირი სურვილი არ მაქვს ვინმე რაღაცაში დავარწმუნო და ფული ჩავადებინო. საქმე იმაშია, რომ ელემენტალური ურთიერთობა მინდა იყოს.ისეთი ურთიერთობა, როგორიც, წესით სახელმწიფოსა და მეცნიერს შორის უნდა იყოს. ეს საქმე დედაჩემის მოგონილია და თავისი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის გააკეთა, იმიტომ რომ ეკოლოგიურად სუფთა საჭმელი და სასმელი გვქონდეს. ფულის შოვნა და ბიზნესინტერესები უკვე მეორადი საკითხია. საქართველოში ბევრი საწარმოა რომლებსაც დიდი მოგება მოაქვთ, მაგრამ გარემოს ძალიან აბინძურებენ. ისე აბინძურებენ, რომ რეალურად, ათასჯერ მეტი ზიანი მოაქვთ ვიდრე მოგება. მე მინდა, რომ ამის შესახებ ყველა იყოს რეალურად ინფორმირებული.
- ახლა თუ მუშაობთ?
- ახლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამრეწველო ეკო-ტექნოლოგიურ ცენტრს ვამუშავებთ. გეპეის შიდა გრანტი მოვიგეთ და ეს დაფინანსება გვაქვს. საპატრიარქოს გრანტიც არსებობს და ამ გრანტზეც გვაქვს მოთხოვნა შეტანილი. ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ.
- იმ ფონზე, რომ ქართული ბაზრის დიდი ნაწილი მთლიანად გენმოდიფიცირებულ პროდუქტს უკავია, ხომ არ გგონიათ, რომ ბიზნესინტერესების შეჯახება მოხდა, რის გამოც თქვენ საქმეს ჩამოგაცილეს?
- არა მგონია რაიმე შეთქმულების თეორია არსებობდეს. რა ვიცი, შეიძლება კიდეც არსებობს. მე უბრალოდ არ მჯერა, რომ საქართველოში მაინცდამაინც გენმოდიფიცირებული პროდუქტის დანერგვა სურთ. ფაქტი სახეზეა, გენმოდიფიცირებული კი არა, ცოტა ხანში ისეთი სიტუაცია იქნება, რომ ეს გენმოდიფიცირებული პროდუქტიც სანატრელი იქნება.საქართველოში იმაზე ცუდი სიტუაციაა ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

გურანდა სურგულაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა